მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

31.08.2019
ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ნ.ც., 2001 წელს დაბადებული გ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ბ.ხ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ხ.-მ და ბ.ხ.-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომიდან ჯგუფურად მოიპარეს მოქალაქის კუთვნილი ტოიოტას მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება ნ.ც.-ს. გამოძიების თანახმად, მან მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ცხელ კვალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალი ავტომობილით მუხაესტატეში გადაადგილდებოდა. ორივე ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.