მთავარი,სიახლეები

შსს: აჭარაში 80 აბი „მეტადონი“ და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოვიღეთ

01.09.2019 • 2011
შსს: აჭარაში 80 აბი „მეტადონი“ და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით  აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  ამოიღეს.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო,” –  ნათქვამია  შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: