განათლება,მთავარი,სიახლეები

IX-XII კლასების ინგლისურის წიგნებში სამინისტრო 3.6 მილიონს ხარჯავს

29.04.2020
IX-XII კლასების ინგლისურის წიგნებში სამინისტრო 3.6 მილიონს ხარჯავს

საქართველოს განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 3 665 900 ლარის ინგლისურის სახელმძღვანელოებს ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სახელმძღვანელოები მეცხრე და მეთორმეტე კლასებისთვის არის გათვალისწინებული.

ხელშეკრულების მიხერდვით, შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენმა“ 73 300 ათასი სახელმძღვანელო  და 103 700 რვეული ახალი სასწავლო წლისთვის არაუგვიანეს 23 სექტემბრისა უნდა მიაწოდოს სამინისტროს.

წიგნების შესყიდვაზე 1 535 300 ლარია გათვალისწინებული, ხოლო რვეულებზე – 2 130 600 ლარი. შესაბამისად, ინგლისურის წიგნსა და რვეულში სახელმწიფო 21-21 ლარს დახარჯავს.

„შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი”, კომპანია MacMilla Education-ი, Pearson-ისა და Oxford University Press-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქრთველოში“, – ნათქვამია  სატენდერო დოკუმენტაციაში.

აქვე საუბარია იმაზე, რომ  მე-9 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებზე გრიფირება 2020 წლისთვის უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დაუშვებელია სხვა სახელმძღვანელოს გამოყენება“, – ნათქვამია შესყიდვის დოკუმენტში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: