მთავარი,სიახლეები

მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში

20.06.2020 • 2077
მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში

მომავალი ვარ მე!  – ამ წარწერით დღეს, 20 ივნისს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ინსტალაცია გამოჩნდა. ავტორი გასული წლის 20 ივნისიის მოვლენებს, გავრილოვის ღამეს ეხმაურება.

„მომავალი ვართ ის ადამიანები, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ვიცავდით ქვეყანას სირცხვილისგან, ვიცავდით თავისუფლებას, სიტყვას და გამოვხატავდით პროტესტს ოკუპანტების წინააღმდეგ“, – ამბობს ინსტალაციის ავტორი.

ინსტალაცია ეძღვნება 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამო, სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 275-მა ადამიანმა, ხოლო ტრავმის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო პირმა თვალი დაკარგა.

 

ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: