სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ბელორუსიიდან საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით მინდია ლავასოღლის ქვეყანაში ექსტრადაციას. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული. მისი საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მედიაში წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის
სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …
Continue reading “როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის”
5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს
წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე. „ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. …
კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა”
ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა წრიულთან სავარაუდოდ ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირთან შეჯახების შედეგად აალდა, ხოლო მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. დაწყებულია ადმინისტრტაციული სამართალწარმოება. მთავარი ფოტო: ავტომანქანას ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. როინ გუნდაძის ფოტო
„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან
პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა. „ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა …
973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ …
Continue reading “973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება”
შსს: ოზურგეთში ქალი დაჭრეს და დააყაჩაღეს
ოზურგეთში სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყაჩაღობის დროს გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძიების ვერსიით ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება …
“შვილების გადასარჩენად” – აქცია ევროპის მოედანზე
“მკვლელი სისტემა”, “ნუ მომკლავ” – ამ და სხვა ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე იმართება. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ კრიმინალური შემთხვევების გახშირებას და თვლიან, რომ ხელისუფლების მუშაობა კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტურია. “ეს არის სოლიდარობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, უსამართლობის და გახშირებული კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი… ხელისუფლებამ არ უზრუნველყო …
Continue reading ““შვილების გადასარჩენად” – აქცია ევროპის მოედანზე”
შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში. განახლება შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა “
უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს
უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …
ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი
covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი …
Continue reading “ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი”
რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?
კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …
Continue reading “რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?”
ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა
დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა”
თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19. პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება …
Continue reading “თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”
როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე
კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე …
რამდენი ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან პანდემიის დროს – ოფიციალური სტატისტიკა
პანდემიის პერიოდში ანუ მარტიდან ივნისის ჩათვლით თურქეთიდან საქართველოში სულ 157 630 პირი შემოვიდა, აქედან უშუალოდ თურქეთის მოქალაქეა – 87 362. თურქეთთან საქართველოს სამი საზღვარი აქვს – სარფი, ვალე და კარწახი. საქართველომ თურქეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სტატისტიკური მონაცემების …
Continue reading “რამდენი ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან პანდემიის დროს – ოფიციალური სტატისტიკა”
საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა
ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …
ლავასოღლიმ 7 დღეში შესაძლოა ციხე დატოვოს – საქართველოს მისი ექსტრადირება არ მოუთხოვია
ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლიმ შესაძლოა ერთ კვირაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ლავასოღლის ექსტრადაციას ბელორუსიისგან არ მოითხოვს. ზუსტად ერთ კვირაში მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში დაკავებიდან 40 დღე გადის. „…თუკი საქართველო ოფიციალურად დოკუმენტაციას არ წარადგენს ბელორუსიაში და არ მოითხოვს ექტრადირებას, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი აღარ იქნება იმისთვის, რომ მას საექსტრადაციო …
შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას
„საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეცვლილა,“ „ჩვენ ვებრძოდით ოჯახში ძალადობას სისტემის შიგნითაც,“ – ამას გოგა ხატიაშვილი ამბობს, მან 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო. „…ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სამსახური. იგი არ ჰგავდა ყოველდღიურ რუტინას. არასოდეს არ მტოვებდა იმის …
Continue reading “შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას”
ისეთი რაღაც შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა – ინტერვიუ კანდიდატთან
„მე აწი ვეღარ გადავკეთდები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე. ის ისევ და ამჯერად უკვე მეოთხედ პარლამენტის წევრობას აპირებს. ეს ფრაზა ანზორ ბოლქვაძემ მაშინ გვითხრა, როცა მუშაობის სტილზე ვკითხეთ – ხულოს, შუახევის და ქედის გარდა, ამჯერად დეპუტატობის კანდიდატმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ამომრჩეველთანაც უნდა იმუშაოს. ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. „ქართულმა ოცნებამ“ ის დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისსაც …
რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა. საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის …
Continue reading “რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა”
რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა
“…დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა და 50 უყურებდა, რამდენიმე ჩხუბობდა, ზოგი აშველებდა… დიდხანს არ გაგრძელებულა, 5-7 წუთი ალბათ… მერე კლიენტი მოვიდა, დამიძახეს და გამოვბრუნდი,” – უთხრა მოსამართლეს მოწმე ხათუნა კობალაძემ. ის პროდუქტების მაღაზიის კონსულტანტია და აპრილში, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს შეესწრო. მოწმის თქმით, მას არ დაუნახავს ვინმესთვის ხელის დარტყმა, ან იარაღის გამოყენება. საუბარია ბათუმში, აპრილში …
Continue reading “რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა”
„რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – აქცია სარიტუალო დარბაზების გახსნის მოთხოვნით
„უნდა გაიხსნას დარბაზები, ასე არ გამოვა, ყველას ჭამა გვინდა, ბანკის ვალებია, ჩემთან, მაგალითად, 50 კაცი იყო დასაქმებული… რეგულაციებით ქორწილის გადახდა რატომაა დანაშაული?“ – კითხულობს სარიტუალო დარბაზის „დავითის“ ხელმძღვანელი – ომარ ქამადაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს „ეუფორია ბათუმის“ წინ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. სარიტუალო დარბაზების მფლობელები და იქ დასაქმებული პირები ქორწილების და ქელეხების გამართვის უფლებას …
რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა
„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“. როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან …
ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში
“შინაურული შეკრება რომ მოხდა, კანონიერი ქურდიც იყო ამაში ჩართული…” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. ბათუმში “ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე” ბრალდებულმა ამჯერად აქცენტის გაკეთება ე.წ. კანონიერ ქურდებზე არჩია, თუმცა მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. “ჩვენ მხოლოდ სურსათს ვარიგებდით ხულოში პანდემიის დროს… კამათი იმ დღეს ეზოში ჩვენი მანქანის ხმაურს მოჰყვა, ხმა მართლა ჰქონდა …
ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს
ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. „ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა …
Continue reading “ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს”
ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს
ბათუმის მერიაში თანამდებობა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება აიძულეს. ლაშა კომახიძე ამ კვირის ორშაბათს მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს. ჯაბა ტუღუში ვიცე-მერად ლაშა კომახიძემ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. შესაბამისად, მან ამ თანამდებობაზე თითქმის 9 თვე იმუშავა. მედიასთან კომენტარი …
Continue reading “ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს”
ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა
ბათუმის მერიამ რეპსუბლიკური საავადმყოფო გააფრთხილა. მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის სავენტილაციო სისტემაა, რომლის ხმაურიც მეზობლებს აწუხებთ. ამ პრობლემის შესახებ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ 9 ივლისს უთხრეს. მაშინ სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ [ყოფილი შპს „სტადიონის“] დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ პრობლემა უარყო და თქვა, რომ „სისტემა გამართულად მუშაობს“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა …
Continue reading “ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა”
ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე?
ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი …
ბათუმში ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლმა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლმაქრი ბალონი გამოიყენა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლი უკვე ჩააქრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ___________________ მთავარი ფოტო: ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ქეთი დუმბაძის ფოტო
ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ
„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. …
Continue reading “ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ”
ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში covid 19-ზე ჩატარებული 352 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 13 ივლისის მონაცემებით, ბათუმში 7 პირი აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს. გუშინ კორონავირუსი ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის თურქეთში დაბრუნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 9 …
Continue reading “ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება
„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე …
Continue reading “„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება”
განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით
განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 150 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მაისის ჩათვლით 30 ადამიანი მოკლეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 30-დან 24 საქმეა გახსნილი, 2019 წელს კი, სამართალდამცველებმა 8 საქმე გახსნეს. წლის პირველ ხუთ თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ სულ 1219 დანაშაულია …
Continue reading “განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით”