ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და …

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …

10 წელი პატიმრობა არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო

სენაკის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გ.გ.-ს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. „ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით, დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მეორე …

“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში …

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე?” – ეტლით მოსარგებლე პროცესზე დასწრებას ითხოვდა

“სასამართლოშიც ვერ უნდა შემოვიდე, ესაა სამართალი?” – იკითხა დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ. ის ხულიგნობის საქმეზე დასწრებას ითხოვდა, რომელიც სასამართლოს მეორე სართულზე მდებარე დარბაზში გაიმართა, სასამართლოს შენობა კი, ადაპტირებული არ არის. ჯემალ ჭელიძემ სასამართლოს ფოიეში მას შემდეგ შეაღწია, როცა უთხრეს, რომ სასამართლოს შესასვლელს პანდუსი აქვს, თუმცა ამ პანდუსით მოქალაქე დამოუკიდებლად …

სასჯელი მამას, რომელმაც შვილს ბათუმიდან ოზურგეთში ჩასვლა აიძულა

ოზურგეთში გაასამართლეს კაცი, რომელმაც შვილს ბათუმიდან ოზურგეთში ჩასვლა აიძულა. მას პროკურატურა ასევე ედავებოდა შვილზე ფიზიკურ ძალადობას. ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გ.ი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ოჯახში ძალადობისთვის. წინა შემთხვევაში დაზარალებული მსჯავრდებულის ცოლი იყო. განაჩენის მიხედვით, გ.ი. სოციალური ქსელით დაუკავშირდა ბათუმში მყოფ არასრულწლოვან შვილს. „სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სთხოვდა ბათუმიდან ჩასულიყო ოზურგეთში, რის …

ლავასოღლის ახლობლებმა ბათუმში შიმშილობა შეწყვიტეს

მინდია ლავასოღლის ახლობლებმა და მეგობრებმა ბათუმში შიმშილობა და საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. ისინი პირველი ივნისიდან დღემდე თურქეთის საკონსულოსთან იკრიბებოდნენ და მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვდნენ. აქვე გაშლილი იყო კარვებიც. როგორც თავად აცხადებდნენ, 15 ადამიანი შიმშილობდა, მათ შორის, ოთხს პირი ჰქონდა ამოკერილი. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა გასამართლებული და 2018 წლის ბოლოდან იგი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა. …

ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე

მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამას ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან …

ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში …

კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი

მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“. „ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. …

რატომ არ აქვს კითხვა ჟურნალისტების გაშვებაზე დეპუტატს, რომელიც პროფკავშირების უფროსი იყო

რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი  წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. „მე მუდმივად ადამიანის …

აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა. დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა …

რა უთხრა თურქეთის კონსულმა ლავასოღლის დას

“კონსულმა მითხრა, რომ მიმდინარეობს ექსტრადაციის პროცესი, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მჭირდება დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ექსტრადაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. მე ასეთი დოკუმენტი არც თურქეთიდან მაქვს, არც საქართველოდან,” – უთხრა ჟურნალისტებს ირინა გორაძემ, რომელიც დღეს, 18 ივნისს, თურქეთის კონსულს შეხვდა. ლავასოღლის ოჯახის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. თურქეთის …

საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დაასახელეს

უკვე ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი. პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს. „თეორიული შესაძლებლობა არსებობს უფრო,“ – გვიპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება მიიღოს მოსამართლეების მხარდაჭერა. ხუთმა მოსამართლემ კანდიდატად მერაბ ტურავა დაასახელა. ეს მოსამართლეები არიან: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ …

მოკლული სერჟანტ შავაძის საქმის პროკურორი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა

„დღემდე არ არის გამოძიებული? მე არ ვიცი, თუ არ არის გამოძიებული…“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს – ვასილ როინიშვილს, როცა მას როინ შავაძის მკვლელობის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევის საქმეები გავახსენეთ. როცა ამ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიწყო, ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო [2007 – 2008 წლები]. დღეს, 17 ივნისს, ვასილ როინიშვილმა, …

პრეზიდენტი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას მის შეურაცხყოფად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფად აღიქვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვა. დღეს, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ – ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, რასაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფიცის დადება საყვირების ფონზე ჩატარდა, რადგან ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ და მოძრაობა „ლელომ“ მოახლოებული 20 ივნისი გაიხსენეს და გააპროტესტეს ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნა, რომელიც, მათი თქმით, ადეიშვილის გუნდის წევრია. „ეს არის …

„ვერ გამომიტყუებთ, ვინმეს დავადო თითი“ – რატომ არ ახსენებს პრეზიდენტი რუსეთს გაბუნიას საქმეზე

„მე გავაკეთე ჩემი განცხადება და კადიროვის განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარებს, პირველი რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანის და ჟურნალისტის აქტივობა არის დაცული, ეს არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დანარჩენი არის გამოძიების საქმე  და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული,“ – აღნიშნა დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო …

მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი საყვირების ფონზე დადო

დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო. ის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეა. ფიცის დადების ცერემონიალი საყვირების ფონზე მიმდინარეობდა – ორგანიზაცია “ალტერნატივას” და პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მათ სალომე ზურაბიშვილს ლობიო მიუტანეს. აქციის მონაწილეები ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ, რადგან ის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრია. ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებიან: …

ველოსიპედისტი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია – მას კვლევებს უტარებენ

ველოსიპედისტი, რომელსაც დღეს, 17 ივნისს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია. მას კლინიკა „მედცენტრში“ კვლევები უტარდება იმის გამოსარკვევად, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია. ველოსისპედისტს ავტომანქანა ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. _______________ …

ბათუმში ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაში, ადამიანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული უკვე გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებული „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებული 42 წლის ქალია, რომელსაც კვლევები უტარდება. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, იგი კონტაქტურია. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის …

„იალჩინმარკეტის“ ყოფილი მენეჯერი: ხელფასების 40%-ით ჩამოკლება უნდოდათ

სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას „იალჩინმარკეტის“ ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერი – ემზარ ქათამაძე სასამართლოში ითხოვს. იგი პანდემიის პირობებში, 9 მაისს, გაუშვეს სამსახურიდან. ემზარ ქათამაძის მტკიცებით, მას თანამშრომლებისთვის ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას სთხოვდნენ. „…ჩემი მუშაობის მთელი 4 წლის პერიოდში არასოდეს ყოფილა კომპანიაში შემოსავლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისად, მოგებაც, როგორც პანდემიისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს თანამშრომლების …

ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია შესაძლოა ომბუდსმენის ოფისთანაც გამართონ

“აქ არიან შეკრებილი არა კანონიერი ქურდი ლავასოღლის მხარდამჭერები, არამედ მოქალაქე მინდია გორაძის მხარდამჭერები [მინდია ლავასოღლიმ თავისი გვარი – გორაძე ოფიციალურად გამოიცვალა], ვისი კონსტიტუციური უფლებებიც ირღვევა…” – საპროტესტო აქცია ამ მიმართვით დაიწყო დღეს, 16 ივნისს, თამაზ ბაკურიძემ. იგი მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციების სპიკერია და ამ სიტყვებით ჟურნალისტებს მიმართა. საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან იმართება, შეკრებილებმა …

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე – რა მიუსაჯეს 3 ბრალდებულს

„ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე“ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო განხილვები სხვა პირების მიმართ, მათ შორის, 10 მშობლის და სკოლის ერთი მასწავლების მიმართ, გრძელდება. სასამართლომ ამჯერად საქართველოს ორ მოქალაქეს მიუსაჯა 19 – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ავსტრალიის მოქალაქეს კი – 20 წლით. ისინი ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული …

“თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა

“თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – აღნიშნა დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლთან ფირუზ წულუკიძემ. ის ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმაა. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, …

დღეს ზაზა თავაძე საკონსტიტუციოდან მიდის, როდის აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაახლოებით ორ კვირაში ეყოლება – მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება დღეს საღამოს ეწურება. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ის მოსამართლე 2010 წლის 15 ივნისს გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ნიშნავენ. ჯერ უცნობია, ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. სასამართლოს პრესცენტრში განმარტეს, რომ სამ-სამი მოსამართლე ორი …

ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის თემურ ღ.-ს, მას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30-მდე ლარს და საეკლესიო ნივთებს, რაც ჯამში 1317 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებული სამართალდამცველებმა …

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა. გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა. 9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, …

თურქეთში მიწისძვრა განმეორდა, ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში მიწისძვრა განმეორდა, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ბათუმში, მაღლივ კორპუსებში იყო. ბინგოლის პროვინციაში, გუშინ, 14 ივნისს 5,9 მანგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად არ შეცვლილა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს მიწისძვრის სიმძლავრე 5.4 იყო და თბილისის დროით 10 საათსა და 51 წუთზე დაიწყო. ცენტრში ასევე გვითხრეს, …

სუსმა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი დააკავა

„არ ვიცი, რის გამო დააკავეს, რა იყო მიზეზი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, თეიმურაზ ხალვაში. მისი თქმით, მერაბ კახიძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში მიწის მართვის სამსახურის უფროსია და 2014 წლიდან ხელვაჩაურის მიწის კომისიის მოწვეულ სპეციალისტად მუშაობდა. მერაბ კახიძე სუს-ის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში გუშინ, საღამოს 6 საათზე, დააკავეს. საქმის დეტალებს ჯერჯერობით …

სეტყვამ ქედის სოფლებში ნარგავები გაანადგურა [ვიდეო]

ქედის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის ფოტო და ვიდეო მასალას. მათი ინფორმაციით, სეტყვამ ერთწლიანი ნარგავები გაანადგურა. ქედის მერის, ლევა გორგილაძის თქმით, ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც მუშაობს ხვალიდან დაიწყებს. „ძირითადად ძლიერი სეტყვა სხვადასხვა ინტენსივობით იყო ცხმორისის, დანდალოს და მერისის რამდენიმე სოფელში,“ – ამბობს ლევან გორგილაძე. See more  

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ბათუმის მაღალ კორპუსებშიც იგრძნეს

თურქეთში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც  შესაბამისი თურქული წყაროების ინფორმაცით, გავლენა ჰქონდა საქართველოსა და სომხეთზეც. თურქული მედიაგამოცემა Daily Sabah – ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბინგოლის პროვინცია იყო და იგი დაახლოებით 8 წამს გაგრძელდა, მიწისძვრის სიღრმე 5 კილომეტრი იყო. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის …

ვინ დაგაჯარიმებს პირბადის გარეშე საჯარო სივრცეში, ან ტრანსპორტში ყოფნისთვის

პირბადის ტარების შესახებ ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შევიდა.ამ ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი – 500 ლარით. ეს წესი ვრცელდება ტაქსებზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილებისას – პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ …

„ჩაი მოვკრიფეთ, მაგრამ აგვისტოში ისევ ქართველებს ველოდებით“ – დამსაქმებელი თურქეთიდან

„მე დღეს უკვე ვამთავრებ ჩაის კრეფას, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო, უხარისხოდ იმუშავეს. მოსაკრეფი აქვს კიდე ბევრს. მეორე სეზონზე ქართველებს ვუცდით ისევ… მე თითქმის ყველა დღე ველაპარაკები იმ ბიჭებს, გურჯებს, ვინც ჩემთან მუშაობდა,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ, იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს. „ბათუმელები“ მას ფეისბუქში ესაუბრა. ერჰან ქოსიოღლუ იმერხევული ქართულით გვიყვება, რომ საქართველო-თურქეთის საზღვრის …

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

„გონიოსა და კვარიათში ბულვარი ჯერ კიდევ წინა წელს მოეწყო, მაგრამ ახლა განათებაც აღარ გვაქვს, გასულ წელს გაფუჭდა და მას შემდეგ ჩაბნელებულია… არც სკამები დაგვიდგეს, არც ნაგვის ურნებია…“ – გვითხრა გონიოში მცხორებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. გონიოელების თქმით, ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხს წლების განმავლობაში ვერ იღებენ. ბოლო მიზეზი პანდემიაა. „ახლა გვითხრეს, პანდემიააო, მაგრამ მანამდე ხომ …

„8 წელი „ოცნებას” ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე“ – აქცია გონიოში

„აქამდე სულ ჩუმად ვიყავი და ახლა ყველაფერი უნდა მოგიყვეთ – მერია შეშლილია ჭკვაზე,“ – ამბობს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის 37-ში მცხოვრები რამაზ გოგიტიძე. მისი ოჯახი ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, გვერდით კი, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს „ევრო პალასი“ აშენებს. რამაზმა დღეს, 13 ივნისს ახლობლები და ნათესავები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. სახლს და კორპუსს შორის სივრცეში, რაც სტატიის …

ბათუმის ეკლესიიდან 30 ლარის და საეკლესიო ნივთების ქურდობაზე 27 წლის კაცი დააკავეს – შსს

ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ბათუმში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული 27 წლისაა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თ.ღ. წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის …

Exit mobile version