მთავარი,სიახლეები

ბათუმში სატვირთო მანქანა გადაყირავდა

29.03.2023
ბათუმში სატვირთო მანქანა გადაყირავდა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რომელსაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ამ დროისთვის [29 მარტის 11 საათის მდგომარეობით] ცენტრალური საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე საცობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტსრაციული სამართალწარმოება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში / 29.03.2023

მანქანას, რომელიც გადაბრუნდა, ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გადაჰქონდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში / 29.03.2023

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: