ბათუმში ავარიის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა

შუახნის კაცს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურთან“ მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებს დაახლოებით 50 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

ბათუმში ევკალიპტებს ჭრიან – გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ ხეები გამხმარია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 10 ევკალიპტს ჭრიან. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხეების გადაბელვა და ამ პროცესში გაიჩეხება დაზიანებული და გამხმარი ხეები. „ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ხდება გონიო-კვარიათისა და ხელვაჩაურის მიმართულებით არსებული ევკალიპტის ხეების მონიტორინგი. საუბარია დაზიანებულ და ხმელ ხეებზე, რომლებიც ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შეიძლება ქარში, გრიგალში მოიგლიჯოს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს. …

ასობით ტომარა ნაგავი მყინვარწვერზე [ფოტო]

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. მოხალისეებმა ცელოფნის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა, საყოფაცხოვრებო ნაგავი შეაგროვეს. აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გაიმართა. ყაზბეგის ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ეროვნული პარკის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მ-ზე …

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი. “კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ …

გიორგი ერმაკოვს სასამართლოში ფენოვანი ხაჭაპური მიუტანეს

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა და წამება. მეც ასე მაშიმშილებდნენ, როცა პატიმარი ვიყავი,”- ამბობს მერაბ ღოღობერიძე, “უდანაშაულოთა დაცვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელი. მან დღეს, 25 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ფენოვანი ხაჭაპურები და მინერალური წყალი მიუტანა. ამავე თემაზე: ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო მერაბ ღოღობერიძემ წერილითაც მიმართა …

როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ დღეს, 25 ოქტომბერს, თამილა დოლიძის არჩევას აპირებს. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ …

ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში. “მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც …

ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს

„ძალით გამოგვიყვანეს კაზინოდან, გამოგვყარეს… ვერ გავიგეთ, რატომ მოგვექცნენ ასე. მაისის შემდეგ ბათუმში ვართ და ხშირად დავდიოდით ამ კაზინოში, ჩვენ გვინდა, პოლიციამ რეაგირება მოახდინოს,“ – ამას ცოლ-ქმარი გვიყვება – ოლეგ კრუპნიკი და ზიფა ხუსიაინოვა. ოლეგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ზიფა – რუსეთის. ისინი ამერიკიდან ბათუმში მაისში ჩამოვიდნენ. ოლეგი 2 წლის ყოფილა, როცა ბათუმი დაუტოვებია. „მამაჩემი ქართველი …

რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა  

თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში  თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა  შემოსავლები ჰქონდა. ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი …

ვინ შეარჩია „ოცნებამ“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის

უკვე ცნობილია, ვისი შეყვანა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“. უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. ფრაქციის – „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. სოსო სტურუა „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეა …

„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო. გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთი  ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. …

„3 შვილის დედას 720-ლარიანი ხელფასიდან ნახევარს მაჭრიან“ – როგორ აგვარებს დავებს აღსრულება

„მორიგების 10 ათასამდე შემთხვევა 9 თვეში“, – სტატისტიკური მონაცემები დავების მორიგებით დასრულების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. აქვე ნახავთ მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც კითხულობენ: „ვისი საქმე დასრულდა მორიგებით?“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აღსრულების ბიუროს მორიგების თხოვნით მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. ფეისბუქკომენტარების ავტორები ძირითადად ისინი არიან, ვისაც ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა …

12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მას ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა

„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური,“ – გვითხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 12 წლის გოგოს შესახებ, რომელსაც გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის …

რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის …

ყოფილი სასტუმრო „ფრანციას“ ბინადარი: მერე ნუ ნანობთ, უწინ რა ლამაზი ბათუმი გვქონიაო

„ამ კიბეს როცა ჩავივლი, ის მდოგვისფერი ნახატები მენატრება, ამ კედლებზე რომ ეხატა და გადაღებეს… ამ სახლს არავის დავანგრევინებ, სიკვდილამდე ამ კედლებში ვიცოცხლებ, ვიცი,“ – ამას ბათუმის ერთ-ერთ უძველეს სახლში მცხოვრები ნონა ანანიძე ამბობს. სამსართულიანი სახლი ყოფილი სასტუმრო „ფრანციაა“, რომელიც ზუსტად 135 წლის წინ, 1884 წელს, გახსნეს ბათუმში. მაშინ ზვიად გამსახურდიას ქუჩას, სადაც ახლა ეს სახეშეცვლილი, …

რატომ არ შემოდიან ბათუმში საკრუიზო ლაინერები? – საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა

“ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა არ არის მიმზიდველი ფართომასშტაბიანი საკრუიზო ლაინერებისთვის… 2016 წლიდან არც ერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა ბათუმში,” – აღნიშნულია კვლევაში, რომლის მიზანიც საზღვაო შრომის ბაზრის შესწავლა იყო. კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი გამოკითხეს, მათ შორის, საერთაშორისო საკრუინგო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, მეზღვაურები და …

რამდენი პოლიციელი გაათავისუფლეს შსს-ს გენინსპექციის მოკვლევის შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ბოლო სამ წელში 484 პოლიციელი გაუშვიათ სამსახურიდან. დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომა 2018 წელს 151 შემთხვევაში გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წელს – 175, 2016 წელს – 158. 2019 წლის მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. დისციპლინური სახდელებიდან 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ …

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში რჩება

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკა „მედინაში“ რჩება. ნეიროქირურგის, გიორგი ვალიშვილის თქმით, მას ოპერაცია გუშინ ღამით ჩაუტარდა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომაროება სტაბილურია. დაშავებულს თავის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი „მედინაში“ გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი კი, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. …

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, მეჯინისწყალზე

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე დაზიანებებით “მედინაში” გადაიყვანეს, ერთი კაცი და ერთი ქალი კი – ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.  

„ინტერნეტი ყველა სოფელს“ – რატომ ვერ შეასრულა მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება

„ქსელის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, თუ თქვენ მიერ დასახელებულ  სოფლებში დაიწყო და შეჩერდა სამუშაოები, ეს იქნებოდა კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებული აქტივობები….“ – ეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ააიპ „ოუფენ ნეტიდან“ მოგვწერეს კითხვაზე – დაიწყო თუ არა მთავრობამ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების – „ინტერნეტი ყველა სოფელს“ შესრულება და რატომ შეაჩერეს რამდენიმე სოფელში ინტერნეტის ქსელის სამუშაოები? „ოუფენ ნეტში“ უპასუხოდ დატოვეს ჩვენი მორიგი შეკითხვა: „რის გამო ვერ დაიწყო ქსელის მშენებლობა?“  საყოველთაო …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ფიზიკური ძალადობისთვის დააჯარიმეს

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე 2500 ლარით დააჯარიმეს ფიზიკური ძალადობისთვის. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჯარიმის გადახდა კახა მიქელაძის თანმხლებ პირს – ირაკლი აბუსერიძესაც დააკისრა – 3500 ლარის ოდენობით. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე თევზაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს …

ავარია ბათუმში, რომელსაც მოტოციკლისტი ემსხვერპლა – სასამართლოს განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ერთ-ერთი ავარიის შემთხვევაზე საქმის განხილვა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კახა ფ.-ს, თუმცა ეს სასჯელი პირობით ჩაეთვალა და გამოსაცდელი ვადა დაენიშნა იმავე ვადით. საუბარია გასული წლის 17 დეკემბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე – მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. ავარიის შედეგად …

რატომ გააპროტესტა ბათუმში ოპოზიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

„წყალია გზაზე და ასფალტს ასხამენ. სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ასფალტი მალე გაფუჭდეს და ხელახლა იყოს გასაკეთებელი,“ – აცხადებს „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიშა ბოლქვაძე. მან ბათუმში, ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგების ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქში გამოაქვეყნა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს აგებენ, წყლის მილი დაზიანებულია. წყლის მილის დაზიანებას ადასტურებენ ბათუმის მერიაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ …

მოსამართლე გიორგი ერმაკოვს: თქვენ შესაძლოა სახლის გარეშე დარჩენილიყავით

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენი ოჯახები შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილიყო,”- მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულ გიორგი ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომაძეს. დღეს, 16 ოქტომბერს, სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ თემაზე: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან, შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, გამამტყუნებელი …

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ. მოსამართლის განმარტებით, ბათუმის მოქმედ მერს არ შეეძლო დამოუკიდებლად ბრალდებულებთან შეთანხმება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პატიმრობაში …

რატომ შეფერხდა ხურმის ექსპორტი და ვის უნდა მიმართოს ფერმერმა

„აღარ მოგვიკრეფია, მყიდველი არ ჩანს,“ – გეტყვიან ქობულეთის სოფლებში, სადაც წელს ხურმის განსაკუთრებით დიდი მოსავალი მოვიდა. ფერმერების თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ხურმის შესყიდვით არავინ დაინტერესებულა და ხილი ხეზე ლპება. მოსავალი რომ დიდია, ამას ადასტურებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. საპროგნოზო 2700 ტონიდან ექსპორტზე ამ დროისთვის გატანილი დაახლოებით მხოლოდ 200 ტონაა, თუმცა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ხილი …

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები. “მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე. …

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე. „მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ …

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ ტერიტორიაზე ქვაფენილი მთლიანად აყრილია. ქობულეთის მერიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თავდაპირველად მხოლოდ 850-მეტრიან მონაკვეთზე აპირებს ზღვისპირა პარკის მოწყობას ქობულეთის მერია, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან მიიღო. „ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა [I ეტაპი]: …

„მთავარია, გაბედოთ“ – როგორ დააღწია თავი 15 წლის გოგომ ნაადრევ ქორწინებას

„…ატირებულმა დავურეკე პოლიციას, უკვე ჩამაცვეს საქორწილო კაბა, სად ხართ, აღარ მოდიხათ-მეთქი? მოვიდნენ და წამიყვანეს. მამაც დააკავეს,“ – გვიყვება 19 წლის ჩინარა კოჯაევა. ის თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა და 15 წლის იყო, როცა პირველად დანიშნეს და გათხოვებას უპირებდნენ. ხვალ, 15 ოქტომბერს, 12 საათზე, ორგანიზაცია – „ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობები“ ნაადრევი ქორწინების თემაზე დისკუსიას გამართავს ბათუმში, „მუსლიმთა …

ციხიდან გამოსული ქმარი ცოლს: „ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩები“

ცოლზე მუქარის გამო ჯაბა ბ.-ს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაბა ბ. 3 წლის წინ იხდიდა სასჯელს ცოლისთვის ყელში დანის დარტყმისთვის. ახალი დანაშაულის ჩადენა მას მაშინ დაუდგინეს, როცა პატიმრობიდან გამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. დაზარალებულად ცნობილმა ნინო კ.-მ [სახელი პირობითია] მოსამართლეს უთხრა, რომ წლების წინ ქმართან …

რამდენჯერ შეცვალა მოსამართლემ პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლი?

2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის 16 საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევებია, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მაგრამ მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლს ცვლის. სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმის განხილვა დასრულდა. განხილული 847 საქმიდან ამ დრომდე 550-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა [გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 828 საქმიდან 485 საქმეზე იყო …

შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე სულ 28 ნომრის ამომცნობი კამერა არის განთავსებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 16 სიჩქარის კონტროლის სექცია ფუნქციონირებს, ნებადართული საშუალო სიჩქარე 90 კმ-ია საათში,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც 9 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოვლით გზაზე …

მოსამართლე შეისწავლის, რამდენად შეეძლო ლაშა კომახიძეს ერთპიროვნული თანხმობა გაეცა – ერმაკოვის საქმე

„რამდენად იყო უფლებამოსილი თვითმმართველი ქალაქის მერი, ერთპიროვნულად გაეცა ასეთი თანხმობა?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და იქვე თქვა, რომ ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. დღეს, 11 ოქტომბერს გართულ სხდომაზე ბრალდებულებმა ბათუმის მოქმედ მერთან, ლაშა კომახიძესთან მიღწეული წერილობითი თანხმობა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები 400 ათას ლარს გადაიხდიან, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში. მოსამართლე დავით …

გია ერმაკოვი შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ

ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი შესაძლოა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები – არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე. “წარმოვადგინეთ მერიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება ზიანი,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა რამინ პაპიძემ. გია ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, მერიასთან ამ შეთანხმებას 7 ოქტომბერს მიაღწიეს. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს …

აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა

საჯარო უწყებებიდან აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს აჭარის უმაღლესი საბჭო ხარჯავს. 2018 წელს ამ უწყებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გაწეული აქტივობებისთვის და ამ მიმართულებით 11 დასაქმებულის გასამრჯელოსთვის ჯამში 218 391 დახარჯა. 2017 წელს ამავე უწყებამ პიარში 191 247 ლარი დახარჯა.  დეტალურ ინფორმაციას უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI] აქვეყნებს. TI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით …

Exit mobile version