დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დედამ კი …

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …

დაიღუპა 23 წლის მუშა, ის მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა

მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, ბესიკის და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 7 ნოემბერს მოხდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში გვითხრეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის რა მოხდა და ახლა მიდის ობიექტზე შემთხვევის …

აჭარის მაუწყებლის ყოფილი მრჩეველი დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, ბეჟან გობაძე, უმაღლესი საბჭოს საკონკურსო კომისიას სასამართლოში უჩივის. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს, 7 ნოემბერს მიმართა. დავის საგანი უმაღლესი საბჭოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაა, რის მიხედვითაც ბეჟან გობაძე გასაუბრებიდან მეორე ეტაპზე არ გადაიყვანეს. ბეჟან გობაძეს ისევ სურდა მრჩეველთა საბჭოს წევრობა, მაგრამ საკონკურსო კომისიამ იგი დეპუტატებს აღარ …

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ბათუმის „აპოლოში“ დარჩენილია 4 ბილეთი

ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ამ დროისთვის [20:00] დარჩენილია მხოლოდ ოთხი ბილეთი პარასკევ-შაბათ-კვირას დაგეგმილ კინოჩვენებებზე. ფილმს პირველად პარასკევს აჩვენებენ ბათუმისა და თბილისის კინოთეატრებში. თბილისის კინოთეატრებში ამ ფილმზე ბილეთები უკვე გაყიდულია. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. …

რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

ქალი აუცილებლად უნდა „ჩაბარდეს პატრონს“, ანუ დაქორწინდეს – ეს შეხედულება საქართველოში, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მყარად ფეხმოკიდებული ფასეულობაა. რამდენად რთულია შედგე როგორც სრულფასოვანი ქალი „პატრონის“ გარეშე? – ფემინისტი ქალების თქმით, ეს რთული მაგრამ შესაძლებელია. „ვერ გათხოვდი?“ „გაუთხოვარი უნდა დარჩე?“ „სხვებზე ნაკლები რითი ხარ, რატომ არ უნდა გათხოვდე?“ – ეს კითხვები მოქალაქე ნინო …

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა. რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, …

„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს

სიტყვა „მოთმინება“ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა – დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალ შენობაში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა, რომელიც ჯერ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი არ არის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, როცა ის ექიმების პირისპირ დაჯდა. ამ საავადმყოფოს ექიმებმა არაერთი საპროტესტო …

ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას

„საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონია და სტიმულია, რათა გავაგრძელოთ ის როლი, რაც გვაკისრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი პარტნიორი. ეს არის გზავნილი ნატოს მისამართითაც,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს, „თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა – ადამ კინზინგერმა. კონფერენციაზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და …

თალაკვაძე ვასაძის მუქარაზე, რომ ჩაშლის ფილმის ჩვენებას – „ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა“ 

„გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით. რაც შეეხება ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ყველას შეუძლია, ისე გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც თავად თვლის საჭიროდ,“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს …

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლნატიკური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარი მომხსენებელია ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, კრისტოფერ კავოლი. თავდაცვის კონფერენცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს …

უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე სასტუმრო “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა. სტუმრებს სასტუმროს დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. საკონფერენციო დარბაზი სტუმრებმა დაცალეს. რამდენიმე წუთში სასტუმროს მისაღებში განაცხადეს, რომ საშიში არაფერია და სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაირთო. სასტუმრო “ჰილტონის” უსაფრთხოების მენეჯერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების გამო სამზარეულოში ჩაირთო სიგნალიზაცია “უმნიშვნელო კვამლის გამო”. მენეჯერის თქმით, ჯერ უცნობია, რატომ ჩაირთო სიგნალიზაცია. კონფერენციას დღეს, …

ქობულეთში ავარიაში მოყოლილი ორი მეთორმეტეკლასელი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან უკვე გაწერეს ავარიაში მოყოლილი ორი მეთორმეტეკლასელი, ორი არასრულწლოვანი კი ისევ რჩება ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ისინი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მართვით სუნთქვაზე. არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს. კლინიკა „ევექსის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ …

გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“

„ეს პასუხი შეურაცხყოფაა. გამოდის, ტერორისტი ვარ?“ – კითხვა სახელმწიფოსთან გერმანიის მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება შრომით ბინადრობას არ აძლევს. ჯავჰარ აჰმედ შარიფი უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამშენებლო კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მთავარ ინჟინრად მუშაობს. „იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში …

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში. ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის …

ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

“გაათავისუფლონ ან საქართველოს გადმოსცენ,” – ამ მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა. “იგი უკვე ერთი წელია თურქეთის ციხეშია, სტამბულში… მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის უნდა გაათავისუფლონ,” – ამბობს მინდია ლავასოღლის …

სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის

„რამდენიმე დღეში სასამართლომ ჩემს შვილზე მოძალადეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ამ დროს სასამართლოდან შეტყობინება მომოვიდა – 12 ათასი ლარის გადახდას მთხოვენ,“ – გვიყვება ნინო [სტატიაში დაზარალებული გოგოს და დედის სახელები შეცვლილია]. მისი შვილი 8 წლის იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „გარყვნილი ქმედების“ ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 წლის ვიტალი შ. 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. …

„ისევ კრიტიკულად მძიმეა“ – ქობულეთში ავარიაში მოყოლილი გოგოს მდგომარეობა

„მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისევ მართვით სუნთქვაზეა“, – გვითხრეს კომპანია „ევექსის“ პრესცენტრში იმ არასრულწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 29 ოქტომბერს ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. ამავე კლინიკაში ასევე მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბიჭი, თუმცა ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“. არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი …

რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს. ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  …

„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

„ყოველთვის, როცა ამ „ფუკოს ქანქარას“ ჩავუვლი, მახსენდება, რომ დედამიწა მრგვალია და ისევ ბრუნავს. ეს არის გზავნილი, რომ დედამიწა მოძრაობაა, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა გავჩერდეთ,“ – ასე მიხსნის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სურმანიძე „ფუკოს ქანქარის“ უნივერიტეტის ფოიეში მოწყობის იდეას. ანა ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში ცნობილი „ფუკოს …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

დედა: „სასამართლო მოვიგე, მაგრამ შვილი მაინც ვერ დავიბრუნე“

„ბოლოს ორი კვირის წინ ვნახე, გაკვეთილების შემდეგ. ის კლასიდან გამოდიოდა, მე დიდხანს ველოდი გარეთ… მან თვალებში შემხედა და გაჩერდა, არაფერი თქვა, ვეღარ ამოვაღებინე ხმა…“ – ამას ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მანანა [სტატიაში სახელები შეცვლილია] ამბობს. მანანამ ყოფილ მეუღლეს სასამართლო დავა ამ წლის დასაწყისში მოუგო. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა დაადგინა, რომ შვილმა დედასთან უნდა …

ერთის მდგომარეობა მძიმეა – როგორ არიან ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები

ქობულეთში გუშინ, 29 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ოთხივე არასრუწლოვანი კლინიკაში რჩება. შემთხვევის ადგილზე ორი მეთორმეტეკლასელი დაიღუპა. „გოგოს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას ჰქონდა კისრის მალის, ასევე ბეჭის ძვლის მოტეხილობა. დაშავებულ ბიჭს სახის ძვლების მოტეხილობა დაუფიქსირდა. ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩვენთან დარჩა ერთი დაშავებული გოგო, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია. მას თავის ტვინის შერყევა აქვს,“ – გვითხრა ქობულეთის …

ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს გააუპატიურეს, 4 წლის იყო – პედოფილიის სტატისტიკა

ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, სულ საქართველოში წელს 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. ოფიციალური სტატისტიკა „ბათუმელებს“ გენერალური პროკურატურიდან მოაწოდეს. ჩვენ სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც დაზარალებულები არასრულწლოვნები არიან. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პედოფილიის ჩადენის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, გაუპატიურების …

„17 წლის ფეხმძიმე ისე მცემა, ბავშვი მომშორდა“ – სალომეს ნაადრევი ქორწინება დასრულდა

„ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მესამედ გამიტეხა ცხვირი, მცემა, ბავშვი მომშორდა… მაშინ გადავწვიტე, რომ ის აღარ გამოსწორდებოდა, პოლიციას მივმართე,“ – გვიყვება სალომე [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა 18 წლის. სალომე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. მისი მეუღლე ახლახან დააკავეს სამართალდამცველებმა. ბრალდებული 26 წლისაა და მას უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. „მამუკას 6 თვის წინ გავყევი ცოლად. დაქორწინებიდან …

„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი

„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე. დღეს, 29 ოქტომბერს, სოფლის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ამ სკოლის 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ყველა მოზარდი 17 …

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული გოგო კომაშია

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული გოგო კომაშია. შემთხვევა დღეს, 29 ოქტომბერს, სოფელ ქობულეთის გზაზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ერთი გოგო, ერთი – ბიჭი. სამი დაშავებული კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და …

ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი

სოფელ ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ოთხი მგზავრი. ისინი დაღუპულების თანაკლასელები არიან. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრამვები აქვს, ბიჭს – მრავლობითი …

თბილისში შეაჩერეს საქმის განხილვა, რომელმაც ერმაკოვისა და სხვების ბედი უნდა გადაწყვიტოს 

„შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნული ჯერ არ არის,“ – გვითხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში საქმეზე, სადაც ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ეს ის საქმეა, რომელზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს „ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“. ბოლო პროცესი „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ნინო მამულაიშვილის ბიულეტენზე გასვლის გამო გადაიდო. …

რისი ეშინია რუსეთს – დისკუსია ნეიტრალიტეტზე ბათუმში

„სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესის ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“… ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო,“ – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ. რა არის ნეიტრალიტეტი და რას მიიღებს ქვეყანა, თუკი იგი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს? – ეს იყო დღეს, 28 ოქტომბერს, …

თურქეთში შრომითი მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნეს

მიგრანტების შრომითი უფლებების დასაცავად თურქეთში, სტამბოლში არასამთავრობო ორგანიზაცია „იასამანი“ შეიქმნა. ორგანიზაცია სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან ერთად იმუშავებს. „მიგრანტების დასახმარებლად იმუშავებენ ის თურქი ადვოკატები, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, მაგალითად, სეზან გოქჩენი, მისი ქართული გვარია ბარამიძე, ასევე მუსტაფა ილქენჯი, მისი ქართული გვარია დიასამიძე. ისინი უანგაროდ გაუწევენ კონსულტაციებს მიგრანტებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ: მძიმე შრომა, ხელფასის …

„საპატრიარქო ახლა დენთით სავსე კასრია“ – თეოლოგის შეფასება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე

„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …

მერია სარეკრეაციო ზოლში 4 მიწის ნაკვეთისთვის სამრეწველო სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ბათუმის მერია კახაბერში სამი მიწის ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს, სამივე მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაშია და 7 473 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. მესაკუთრე მერიისგან ითხოვს მიწის ნაკვეთებს სამრეწველო ზონის სტატუსი მიენიჭოს. მერია საკითხის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც თანხმობას საკრებულოს სთხოვს. საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე განიხილა და მომავალი …

ვინ ცდილობს მიაბას საქართველო რუსეთის ბაზარს – სეზონის შემდეგ დათვლილი ტურისტები

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 823-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოლოდინის მიუხედავად, როცა ამტკიცებდნენ, რომ „რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდება“. მაშინ, როცა პუტინის მოწოდების შემდეგ რუსი ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჯავშნების გაუქმება დაიწყო, მაღალჩინოსნები საზოგადოების დამშვიდების და ალტერნატივებზე საუბრის …

ბათუმის მერია ათასობით კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის – უპირობო აუქციონი

ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილება შეაქვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი, მერია ბათუმში ათასობით კვადრატული მეტრი ტერიტორიის გაყიდვას აპირებს. როგორც განკარგულების პროექტშია მითითებული, მიწის ნაკვეთებს, ძირითადად, უპირობო აუქციონის წესით გაყიდიან. ჩამონათვალში არის ისეთი ნაკვეთებიც, რომელთა გაყიდვასაც მერია პირობიანი აუქციონით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს 1245 კვ. მ მიწის ნაკვეთს ბათუმში ბეთლემის …

პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. …

Exit mobile version