მთავარი,სიახლეები

“მონა” – სტიკერები მერიის შენობაზეც გააკრეს

05.12.2019
“მონა” – სტიკერები მერიის შენობაზეც გააკრეს

“მოვედით იმისთვის, რომ მუხრან ვახტანგაძისთვის გვეკითხა, იცის თუ არა, რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის,”- ამბობს “ახალგაზრდული ინიციატივების” წევრი, გია ხალვაში. მან და ასევე ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტებმა მერიის შესასვლელთან  გააკრეს სტიკერები – “მონა”.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ დაცვის პოლიციელებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

გუშინ, 5 დეკემბერს, ამავე ორგანიზაციების აქტივისტებმა სტიკერები წარწერით “მონა” მიაკრეს შენობაზე, სადაც ხულოს მაჟორიტარის – ანზორ ბოლქვაძის ბიუროა განთავსებული.

_____

ამავე თემაზე:

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.