ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ი.დ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 11 ოქტომბერს მოხდა – ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. „…ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო
„დაახლოებით 35-50 პროცენტით არის გაუქმებული ჯავშნები… თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა 80 პროცენტამდეც ავიდეს,“ – გვითხრეს სასტუმრო „ეიფორიას“ ჯავშნების განყოფილებაში. ეს არაა ერთადერთი სასტუმრო ბათუმში, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო ჯავშნები გააუქმეს და თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში გაუშვეს. სასტუმრო „ეიფორიაში“ განმარტავენ, რომ ისინი, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებზე არიან ორიენტირებული, ხოლო ამ ქვეყნიდან ბათუმში …
Continue reading “ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო”
ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, ტყე იწვის
ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოში, ტყე იწვის, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯოჭოში მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ღია კერები უკვე ლოკალიზებულია ქობულეთში, ოზურგეთში, ჩხოროწყუში, ონსა და ხონში. ფოტო: შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ბათუმის აეროპორტში ფრენები ორი მიმართულებით გაუქმდა – COVID – 19
„ფრენები მხოლოდ ორი მიმართულებით გაუქმდა. სხვა მიმართულებით მგზავრთა კლება ან ფრენების შემცირება არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციაში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მარტის პირველი რიცხვებიდან, ბათუმის აეროპორტში ისრაელიდან და ირანიდან აღარ ჩამოდიან მგზავრები. ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულება ფრენები შეჩერებულია მარტის ბოლომდე. „შემდეგ გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ირანის შემთხვევაში კი უცნობია, აღდგება თუ არა …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში ფრენები ორი მიმართულებით გაუქმდა – COVID – 19”
აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება
აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებობს წინასწარი მონახაზი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მსგავსად სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი – 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს. იმერეთში 4 მაჟორიტარული …
Continue reading “აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება”
სამხედრო კონფლიქტი საქართველოდან 700 კილომეტრში – „ზავი დროებითია“
„ძალიან მყიფეა ეს მშვიდობა, შეთანხმება დროებითი ზავის ფუნქციას უფრო ასრულებს,“ – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. მას იდლიბის პროვინციაში სამხედრო დაპირისპირების შესახებ ვესაუბრეთ, ადგილზე, სადაც 27 თებერვალს 33 თურქი ჯარისკაცი მოკლეს, რის შემდეგაც იგივე ტერიტორია თურქეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. შემდეგ იყო პუტინსა და ერდოღანს შორის შეთანხმება, თუმცა კონფლიქტის განახლებას …
Continue reading “სამხედრო კონფლიქტი საქართველოდან 700 კილომეტრში – „ზავი დროებითია“”
მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია
თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღარ იქნება. დღეს, 9 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც სამ საათზე გავიდა ეთერში, წამყვანმა თეონა თურმანიძემ თქვა, რომ 8 საათზე მთავარი საინფორმაციოს წაყვანა მას სამის ნახევარზე შესთავაზა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი აბაზაძემ. ტელეწამყვანმა თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. „საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ მისაყვედურა, მასთან შეთანხმების გარეშე რატომ გამოვაცხადე თანხმობა, …
Continue reading “მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია”
რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა. მოსამართლემ ამ საქმეზე …
Continue reading “რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა”
„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია
„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე. დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს …
აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის …
Continue reading “აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს”
მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი
„მაქვს ეჭვი, რომ ის ზეწოლის ქვეშაა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გიორგი აბაზაძის შესახებ, რომელიც 4 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. გიორგი აბაზაძე ამ დროისთვის კლინიკა „მედცენტრში“ იმყოფება. ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის …
Continue reading “მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი”
აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები
აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გადაარჩინონ პოლიტიკური ჩარევებისგან, დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი საგაფიცვო რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ისინი მედიაციის დასრულებამდე დირექტორს სთავაზობენ მის მიერ გათავისუფლებული რედაქტორების ნაცვლად, რომელიმე მოქმედი რედაქტორი დანიშნოს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. დირექტორმა მათი თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა და ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად …
ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან
დღეს, 6 მარტს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ლავასოღლის საემიგრაციო ციხეში გადმოყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე თურქეთის კონსულისგან დაპირებას არ მიიღებენ. “არც შემახვედრეს მინდიას, ორი დღის წინ ჩამოვედი… იზმირის ციხეშია ისევ. გამოუშვეს და მერე ისევ მომპარეს,” – ამბობს ირინა ლავასოღლი, მინდია ლავასოღლის და. ადვოკატი ლექსო კობაიძის თქმით, …
Continue reading “ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან”
კაცმა გურიაში ყაზახეთიდან მასთან ჩამოსულ ქალს 1000 დოლარი და ტანსაცმელი დაუწვა
ოზურგეთის სასამართლომ სხვისი ნივთის განადგურებისთვის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დავით დ. გაასამართლა. მან ყაზახეთიდან ჩამოსულ ქალს გურიაში, სახლის ეზოში, ტანსაცმელიც დაუწვა და ფულიც – 1000 ამერიკული დოლარი. ზარალმა ჯამში 19 432 ლარი შეადგინა. განაჩენის მიხედვით, დავითმა დაზარალებულად ცნობილი ქალი ნ.ა. სოციალური ქსელით გაიცნო. დაახლოებით ერთწლიანი, ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ქალმა საკუთარ 8 წლის გოგოსთან ერთად საქართველოში წამოსვლა …
Continue reading “კაცმა გურიაში ყაზახეთიდან მასთან ჩამოსულ ქალს 1000 დოლარი და ტანსაცმელი დაუწვა”
„არ მინდოდა, მაგრამ ასეა საჭიროო“ – „რესპუბლიკურის“ ახალი დირექტორი
ახალ შენობაში გადასვლას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს უკვე დაჰპირდა. შეხვედრა გუშინ, 4 მარტს, შედგა, როცა სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის დირექტორად დანიშნა. ჩვენ სოლომონ ფუტაკარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. კითხვების დასმამდე ახალმა დირექტორმა გვითხრა, რომ ბევრი საქმე აქვს და მხოლოდ ხუთ წუთს დაგვითმობდა. ბატონო სოლომონ, თქვენ ექიმებს უკვე დაჰპირდით ახალ შენობაში გადასვლას, რასაც …
Continue reading “„არ მინდოდა, მაგრამ ასეა საჭიროო“ – „რესპუბლიკურის“ ახალი დირექტორი”
გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები?
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც. რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. …
Continue reading “გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? “
კორონავირუსი თუ შეგეყრებათ სესხს გადაგივადებენ? – ბანკების განმარტება
„გადავადება არ არის შესაძლებელი,“ – გვიპასუხა „საქართველოს ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა, როცა მას ვკითხეთ: გადაუვადებენ თუ არა სესხს, თუკი კლიენტს, რომელსაც ბანკის სესხი აქვს დასაფარი, კორონავირუსი შეეყრება? ეს შეკითხვა ჩვენ რამდენიმე სხვა ბანკის წარმომადგენელსაც დავუსვით. „საქართველოს ბანკის“ ოპერატორის თქმით, შესაძლებელია, ამ კუთხით ბანკმა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიიღოს და ამის შესახებ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება …
Continue reading “კორონავირუსი თუ შეგეყრებათ სესხს გადაგივადებენ? – ბანკების განმარტება”
ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“
„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად. წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ …
ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ექიმი რადიოლოგი სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე წარუდგინა საავადმყოფოს თანამშრომლებს. აქამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მალხაზ ხალვაში ხელმძღვანელობდა. „ბატონი სოლომონი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას… რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს”
რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ
მას შემდეგ, რაც თინეიჯერების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონი ლიბერალური გახდა და ქვეყანაში „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ამოქმედდა, სტატისტიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა. სტატისტიკის მიღმაც ხშირად გვესმის, რომ „ახალგაზრდებს არავინ სჯის“ და ამიტომაც ხდება ამდენი დანაშაული. არა მხოლოდ საქართველოში, დანაშაულს ყველაზე ხშირად თინეიჯერები სჩადიან. გლობალური ტენდენციაა ისიც, რომ დასჯასა და კონტროლის გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი …
Continue reading “რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ”
რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე?
უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში, თავდადებულის ქუჩაზე, დღეს, 3 მარტს, მოქალაქეები არ შეუშვეს. საგაზაფხულო სესიის გახსნა ახალ დარბაზში უმაღლესმა საბჭომ უქმე დღეს გადაწყვიტა. სესიაზე ჯანდაცვის მინისტრს – ზაალ მიქელაძეს უსმენენ. „ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ მოგვეთხოვა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემა, დაპირება, რომელსაც არ ასრულებენ… არ შეგვიშვეს, გვითხრეს, რომ საშვთა ბიურო არ მუშაობს,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე, …
Continue reading “რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე?”
რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის
მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გურიაში მცხოვრებ კაცს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ორჯერ იძალადა ცოლზე. ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა ბრალდებულმა სრულად აღიარა და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, ზ-მ ცოლს გინება დაუწყო და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას შემდეგ, როცა ქალი დედამთილს ოთახების დალაგების გამო ეკამათებოდა. მეორე შემთხვევაშიც კონფლიქტის …
Continue reading “რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის”
ლადო კახაძე ზიარების კოვზზე: მიკროფონიც საერთო გამოყენების საგანია
„როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპონდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე მეტად არის საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი 8 საათზე“. პარლამენტის წევრს, რომელიც გადაცემაში კორონავირუსის შესახებ საუბრობდა, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების რიტუალზე, რომლის დროსაც საერთო კოვზს იყენებენ და არსებობს დაავადების გავრცელების რისკი. „საპატრიარქო …
Continue reading “ლადო კახაძე ზიარების კოვზზე: მიკროფონიც საერთო გამოყენების საგანია”
„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე
„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ხსნის პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ დარღვევებს, რაზეც დღეს, 2 მარტს, კვლევის შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონდარღვევაა. ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ ბინები ახალშეძენილი არ არის და დეკლარაციის შევსების დროს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ამიტომ გამორჩა. ოთხი საცხოვრებელი …
რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია
როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “ლე პორტში” დისკუსია შედგა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა მენეჯმენტს უკვე მიმართა საგაფიცვო მოთხოვნებით. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელევიზიაში სტატუსკვოს აღდგენაა – საინფორმაციო სამსახურების რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება. “ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემა,” – …
Continue reading “რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია”
მოქალაქე: სახელმწიფომ გონიოში მიწა მოგვცა, მაგრამ ახლა უკან გვართმევს
„სახელმწიფოსგან მოცემულ მიწას ისევ სახელმწიფო არ გვისაკუთრებს…“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ლადო მჟავანაძე. საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 30-მდე ოჯახს და, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ 90-იან წლებში სარგებლობაში გადასცა. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. ლადო მჟავანაძე სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ …
Continue reading “მოქალაქე: სახელმწიფომ გონიოში მიწა მოგვცა, მაგრამ ახლა უკან გვართმევს”
სასამართლომ გააბათილა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ბათუმში ქიმიურ ტერმინალს აშენებენ
„სასამართლომ ბათილად მიიჩნია ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო“, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი ბათუმის“ წარმომადგენელი ზაალ ლუხუტაშვილი. მისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 თებერვალს დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის სარჩელი საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. „სამინისტრომ გასული წლის 23 იანვარს გამოსცა ე.წ. სკრინინგის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის საფუძველზე ბათუმის მერიამ 12 …
ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. „28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, …
Continue reading “ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს”
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია
მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“. მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია”
„აჭარის მაუწყებელში სუსია“ – ჟურნალისტების პროტესტი საინფორმაციო გამოშვებაში
„ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით“ – ამ ფრაზით დაასრულდა დღეს, 28 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გამოშვების დასრულებამდე სტუდიაში ტელევიზიის ჟურნალისტები შეიკრიბნენ და სარედაქციო პოლიტიკაზე „ღია შტურმი“ გააპროტესტეს – ამჯერად საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. „ჩვენ ახალი ამბების გუნდი, „ჰეშთეგი“ და სხვა გადაცემების სახელით ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვსარგებლოთ, რომ გამოვხატოთ პროტესტი …
Continue reading “„აჭარის მაუწყებელში სუსია“ – ჟურნალისტების პროტესტი საინფორმაციო გამოშვებაში”
„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს
„მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუწყონებლიც ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ეს ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს და დღეს, 28 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას ეხმაურება. EMC კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, შორენა ღლონტი „თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ“ …
Continue reading “„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს”
მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კაცს, რომელიც შვილს ფულს სძალავდა და სახლის გადაწვა სცადა. განაჩენის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ლ.ჯ. მუქარით საკუთარ შვილს ისრაელიდან დედის მიერ გამოგზავნილი ფულის გადაცემას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც შვილმა მამას ფული არ მისცა, ბრალდებულმა სახლის გადაწვა სცადა. გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვას …
Continue reading “მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი”
რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“
დასაქმების არსებული მონაცემების მიუხედავად, რატომ დანიშნეს ერთი და იგივე ადამიანი ორი სახელმწიფო შპს-ს დირექტორად? – კითხვა დღეს, 28 თებერვალს, თორნიკე რიჟვაძეს დავუსვით. საუბარია ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც აქამდე შპს „სტადიონს“ ხელმძღვანელობდა, 20 თებერვალს კი, ის შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ამ ორგანიზაციამ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოაწყოს. „პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს, არის დაახლოებით 300 მილიონზე …
Continue reading “რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“”
თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს
„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ვებრძოლოთ ნაცბოტებს და ნაცტროლებს. არავის მივცემთ საშუალებას, ამ ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიოს,“ – აღნიშნა დღეს, 28 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მას ტრადიციულად დახურული მთავრობის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებმა მხარდამჭერების მობილიზების შესახებ ვკითხეთ. 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს”
ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ
ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ცენტრს ერთ-ერთი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შპს „ეპიცენტრი“ მთავრობის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ინსპექტირების საფასური განსაზღვრულია და იგი 60 ლარია, მძიმეწონიანი ავტომანქანების შემთხვევაში – 100 ლარს. სარჩელის არსებით განხილვას ხვალ, 28 თებერვალს დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. მოსარჩელე თვლის, რომ მთავრობა ამ მიდგომით დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და მომსახურების …
Continue reading “ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ”
„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს
„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო. ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა …
Continue reading “„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს”