როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს ისწავლოს სკოლის შენობაში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

პირველკლასელებმა, რომლებიც მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში ონლაინ სწავლობდნენ, დღეს საკლასო ოთახებში განაგრძეს სწავლა. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პირველკლასელების რეალურ სკოლაში წასვლა შეიძლება სკოლაში პირველად წასვლას გავუთანაბროთ. „ადამიანს 21 დღე სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ჩვევაში გადაუვიდეს. ონლაინსწავლის რეჟიმი ჩვევაში ჩამოუყალიბდათ და განუმტკიცდათ კიდეც ბავშვებს. ეს მხოლოდ პირველკლასელებს არ ეხებათ. ბავშვები ერთი წელია სკოლაში არ …

სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია

16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის. ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა. „იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ …

უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO

პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ. ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ …

არა 25 მილიონი, 25 ათასი… მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ დაბალი შემოსავლის ქვეყანას – ჯანმო

”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”. “ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა …

ბოლო 24 საათში მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 105 კერიდან 100 ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს. სამსახურის ცნობით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით: …

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია. 37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა კაკაბაძე ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო 18 წელი იყო სახლში. შემდეგ კომპლექსებს სძლია და უკვე შვიდი წელია, რაც თეა აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად აინაზღაუროს ის წლები, რაც …

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი მუტაცია – ამჯერად სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, იწვევს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რამაც შეიძლება გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა – წერს როიტერსი. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებულ ინფიცირების შემთხვევებში ვირუსის მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან. რას გულისხმობს ვირუსის ახალი მუტაცია? ახალი ვარიანტი, მოხსენიებული როგორც 501.V2, აღმოაჩინა …

კორონავირუსი ანტარქტიდაზეც დაფიქსირდა

კორონავირუსმა ანტარქტიდის კონტინენტსაც მიაღწია, რომელიც აქამდე Covid19-ისგან თავისუფალი ზონა იყო – ინფორმაციას BBC აქვეყნებს. ჩილეს არმიამ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე მდებარე ბერნარდო ო’ჰიგინსის კვლევით სადგურში 36 შემთხვევა დააფიქსირა. 36 თანამშრომელი, რომელთაგან 26 სამხედრო მოსამსახურე და 10 ხელოსანია, ევაკუირებულია ჩილეში. აქამდე რამდენიმე დღით ადრე ჩილეს საზღვაო ძალებმა კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაადასტურეს გემზე, რომელმაც პროდუქტებთან ერთად პერსონალი მიიყვანა …

ბათუმში 27 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ბათუმში 27 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან განიკურნა. ბათუმის იაშვილის სახელობის ჰოსპიტლის ინფორმაციით, ახალშობილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს – ჩვილის მდგომარეობის სიმძიმეს ცხელება, ჰიპოდინამია (მოძრაობის უნარის დაქვეითება), ზოგადი დათრგუნვის სიმპტომატიკა, პერიოდული ჭირვეულობა, საკვების ცუდად მიღება განაპირობებდა, “მაგრამ ჩვილი და ექიმები ვირუსთან ბრძოლაში საოცარ შეუპოვრობას იჩენდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც,” – წერს ჰოსპიტალი. 23 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის …

რას ამბობს ჯანმო კორონავირუსის „ბრიტანულ შტამზე“

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მარტივად გადადის, ვიდრე აქამდე არსებული, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა,  ჯანმოს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერჰოვმა განმარტება გააკეთა კორონავირუსის ახალი შტამის 70%-იანი ტრანსმისურობის შესახებ და თქვა, რომ ხშირად სპეციფიკური …

როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დაბალანსებული კვება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა მიიღოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, ცილები და ანტიოქსიდანტები. კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე სიმპტომურად მკურნალობს, საკვებთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციებიც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. რა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კოვიდის დროს და რას უნდა ერიდოთ? ამ და …

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა.  ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე …

მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა

შპს ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. “წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”, – აცხადებს ბათუმის …

მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ კოვიდის ვაქცინის ზედმეტ დოზას, მაგრამ რა ელით ღარიბ ქვეყნებს?

მდიდარმა ქვეყნებმა იყიდეს კორონავირუსის  ვაქცინის იმ რაოდენობის დოზა, რომ შეუძლიათ საკუთარი მოსახლეობა სამჯერ აცრან – აცხადებს „სახალხო ვაქცინების ალიანსი“, რომელიც ვაქცინების თანაბრად გადანაწილების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების კოალიციას, როგორიცაა: Oxfam, Amnesty International, UNAIDS და სხვ. 67 ღარიბ ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს იმედი, რომ მიიღებს ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის – „სახალხო …

ალბანელი დემონსტრანტები ნაძვის ხეებს წვავენ პოლიციის მიერ მოკლული მოქალაქის გამო

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ოთხშაბათ ასობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც პოლიციამ სავარაუდოდ მოკლა კაცი კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ სპეცრაზმთან, მათ დაანგრიეს ნაძვის ხეები და ქალაქში განთავსებული სხვა დეკორაციები. BBC-ის ცნობით, 25 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული ოფიცერი დააკავეს და გამოძიება დაიწყო.

10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანები უფრო ხშირად კვდებიან ისეთი არაინფექციური დაავადებებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის ანგარიშში, რომელშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია განხილული. თუ 2000 წელს ადამიანების გარდაცვალების მიზეზების პირველ ათეულში მხოლოდ ოთხი ისეთი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის შედეგად არ გადადის, 2019 წელს მათი რაოდენობა შვიდამდე …

როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის: ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას. ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, …

სექსუალური შევიწროება ძირითადად დღისით, ქუჩასა და ტრანსპორტში ხდება | შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით,  საზოგადოებრივ ადგილებში  სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა. სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარაში – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა. …

ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების …

საქართველოში ყოველ 24-ე ადამიანს კოვიდი აქვს დადასტურებული | სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 4 დეკემბერს 152 704-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 41 000 ინფიცირებულია, ანუ ყოველი 24-ე ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 385-ია. საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა – 126 904 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 2336. ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გარდაიცვალა 1425 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში …

ავსტრალიაში კოალა სახლში შეიპარა და ნაძვის ხეზე აძვრა

ავსტრალიელ ქალს სახლში ნაძვის ხეზე უჩვეულო მორთულობა – ნამდვილი კოალა დახვდა.  ცნობისმოყვარე კოალას ფოტოებს CNN-ი ავრცელებს. უჩვეულო სტუმრით გაოცებულმა ამანდა მაკკორმიკმა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეს მახლობლად, კორომანდელის ხეობაში ცხოვრობს, კოალების გადამრჩენელთა ადგილობრივ ორგანიზაციაში დარეკა. „ამ საღამოს ჩვენს ცხელი ხაზის ოპერატორს დაურეკეს. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ. მაგრამ არა, საშობაო სულისკვეთებით შეპყრობილი კოალა ამანდა მაკკორმიკის …

სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან

მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასაც აყენებს ზიანს.  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.  ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების …

კაცობრიობას აქვს “ომი” ბუნებასთან, ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით | გუტერეში 

„ჩვენი პლანეტა გატეხილია“, – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, კაცობრიობა ბუნებასთან „სუიციდურ“ ომს აწარმოებს. გუტერეშს სურს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარება გაეროს გლობალური მისიის ცენტრში მოაქციოს. პლანეტის მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მომავალ წელს, ემისიების ნულამდე შემცირების აუცილებლობის გარშემო, გლობალური კოალიციის შექმნა იქნება. ნულამდე იგი …

კორონავირუსის Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანეთში დაამტკიცეს – ვაქცინაცია შემდეგ კვირას იწყება

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იმუნიზაცია სავარაუდოდ  რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის. პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ …

„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა

მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია. ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს. კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს …

ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე …

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა

მეძუძური დედების რძე შესაძლოა  SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა.  ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ …

ლერმონტოვის ქუჩაზე წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეწყდა

 ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყდა. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით წყლის მიწოდება 12:00 საათზე აღდგება.  კომპანიის ცნობით წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – “წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”.

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით

COVID19-ის პანდემიის შედეგებით გამოწვეული შფოთვისა და სტრესის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებრძვის უძილობას. ხანმოკლე უძილობა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება, ხშირად ვითარდება სტრესის ან ტრავმული მოვლენის შედეგად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გრძელვადიანი, ქრონიკული უძილობა უყალიბდება, რომელიც ერთ თვეს ან მეტ ხანს გრძელდება. „ორივე შემთხვევაში უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მის …

როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია. ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო …

კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში [დიაგრამა]

პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში 894 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 787 – ბოლო 3 თვეში. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით, 96 860 -ია, გამოჯანმრთელდა 77 932 ადამიანი. Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 214-ია. ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად იზრდება – ნოემბრის დასაწყისში საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 70 იყო.   თურქეთში …

ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს

ახალი “ლოქდაუნების” არიდება ევროპაში შესაძლებელია, მათ შორის თითქმის საყოველთაოდ პირბადის ტარებით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ. “ლოქდაუნების არიდება შესაძლებელია, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ლოქდაუნები არის ყველაზე ბოლო გამოსავალი” – განაცხადა მან ჯანმოს პრესკონფერენციაზე. – “პირბადეების გამოყენება არ არის პანაცეა და საჭიროა ეს მოხდეს სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში; თუმცა თუ პირბადეების …

იმუნური უჯრედები ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც აირიდებს კოვიდს – ახალი კვლევა

გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ნიმუშები მოწმობენ მძლავრ, ხანგრძლივ იმუნურ პასუხზე კოვიდ19-ის მიმართ, აცხადებენ მკვლევარები. რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი? წლები, ან ათეულობით წლები, იუწყება ახალი კვლევა, რომლის შესახებაც ნიუ იორკ თაიმსი წერს. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების უმრავლესობას, ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც რჩებათ საკმარისი რაოდენობის იმუნური უჯრედები საიმისოდ, რომ მოიშოროს ვირუსი და თავიდან აირიდოს დაავადება. …

ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი

პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება. პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“. გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, …

მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა …

Exit mobile version