„საქართველოს ბანკის” გაქურდვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე …

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია. სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, …

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი …

შეიძლება ალკოჰოლის ან/და მარიხუანის მიღება ვაქცინაციის შემდეგ?

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული. სააგენტოს განმარტებით, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას აფერხებს, არ არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის …

გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს? [აუდიო ტესტი]

შეამოწმე, როგორ იცნობ ან გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს

როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

ზაფხულის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევები. რა სიმპტომებით ამოიცნობა საკვებით მოწამვლა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? – „ბათუმელების“ კითხვებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი, ექიმი ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე პასუხობს. ბატონო ვოვა, როგორ უნდა ამოვიცნოთ საკვებით მოწამვლა? საკვებით ინტოქსიკაციის ამოცნობა  ძირითადად ანამნეზის შეკრებით ხდება. კერძოდ, საკვების მიღებიდან მალევე,  მსუბუქ შემთხვევაში, ვითარდება …

რისი ნიშანია გახშირებული შებერილობა და ყაბზობა – ექიმი გირჩევთ

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მოიცავს იმ სიმპტომების ერთობლიობას, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის ფუნქციონალური დარღვევით, მაგალითად, ტკივილით მუცლის არეში, მეტეორიზმით, ყაბზობით ან ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით. გარდა ტკივილისა და დისკომფორტისა, დაავადებას უყურადღებოდ თუ დავტოვებთ, შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, თუნდაც ბუასილის სახით, რომელიც ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება. გასტროენტეროლოგი ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განსაკუთრებით 20-40 …

ოფლიანობა და ანტიპერსპირანტი – რა უნდა ვიცოდეთ

ჰიპერჰიდროზი ჰქვია ჭარბოფლიანობას, რომელიც არ უკავშირდება სიცხეს ან ფიზიკურ აქტივობას. ყოველდღიური დისკომფორტის მიღმა, ამ ტიპის მძიმე ოფლიანობა შესაძლოა მუდმივი შფოთვისა და უხერხულობის მიზეზიც გახდეს, თუმცა ადამიანები ამ პრობლემით იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს და ჰიპერჰიდროზის უსიამო სიმპტომებთან გამკლავებას თვითნებურად შეძენილი სამკურნალო ანტიპერსპერანტებით ცდილობენ. ექიმ ენდოკრინოლოგ ნინო ბერიძის განმარტებით, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც გამოდგეს. როდის და რატომ გამოიყოფა …

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან თარიღის შეცვლა გსურთ

დღეიდან, 4 მაისიდან, საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. „სინოფარმით“ აცრა 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობა გამოცხადდა ასაცრელად, თუმცა ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 …

რა იწვევს გულძმარვას და როგორ ვუმკურნალოთ მას – გასტროენტეროლოგის რჩევები

პერიოდული გულძმარვა, ე.წ. იჟოგა საკმაოდ ხშირად აწუხებთ ადამიანებს. უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლიათ. თუმცა გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. რა იწვევს გულძმარვას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში გულძმარვის სიმპტომების გასაქრობად, ექიმი გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე გვესაუბრება. …

რა წერია ჯანმოს ექსპერტების რეკომენდაციებში ჩინური სინოფარმის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) ჩინურ ვაქცინა “სინოფარმთან” დაკავშირებით ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებათა შეფასება გამოაქვეყნა. Sinopharm/BBIBP -ს დოკუმენტაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 29 აპრილს დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, ექსპერტების შეფასება კი 3 მაისს, საღამოს გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში. ექსპერტთა …

რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

სისხლის შედედების თვისება ყოველთვის ნეგატიური მოვლენა არ არის. თრომბები, იგივე სისხლის კოლტები სასარგებლოა, როდესაც ისინი ფიზიკური დაზიანების ან ჭრილობის საპასუხოდ წარმოიქმნებიან, კეტავენ დაზიანებულ სისხლძარღვს, რაც აჩერებს სისხლდენას. მაგრამ ზოგიერთი თრომბი ვენების შიგნით ყოველგვარი სასარგებლო მიზეზის გარეშე წარმოიქმნება და არ იშლება ბუნებრივი გზით.  ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით, თუ თრომბი ფეხების არეში ან …

ბუასილის მკურნალობა და სიმპტომები – ექიმის რჩევები

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი, რომელიც სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ვენების გაგანიერებას გულისხმობს, ძალიან ხშირი პათოლოგიაა როგორც კაცებში, ისე ქალებში. სხვადასხვა ოფიციალური წყაროს მიხედვით, 50 წლის ასაკში ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ჰემოროიდული დაავადება. პრობლემის დელიკატურობიდან გამომდინარე პაციენტები დაავადების გართულებამდე არ მიმართავენ ექიმს, რის შედეგადაც დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს და დამძიმდეს. რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ჰემოროიდული დაავადება, რა …

როგორ ამოვიცნოთ ანემია და შევივსოთ რკინის დეფიციტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით მსოფლიოს მასშტაბით ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 42%-ს და ორსული ქალების 40%-ს ანემია აქვთ. ანემიურია მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალების ერთი მესამედიც. ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რომელიც მალნუტრიციის, ანუ არასათანადო კვების შედეგია, შესაბამისად, ეს პრობლემა ძირითადად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ანემიის დროს, სისხლის წითელი უჯრედები ან მათში ჰემოგლობინის კონცენტრაცია …

ნარკოტიკის რეალიზაციაში ჩართული პატარა გოგო – შსს ვიდეოს ავრცელებს [Video]

შს სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის რეალიზაციის დანაშაულებრივ სქემაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული. კადრებში ჩანს, რომ პატარა გოგონა სახლთან სამალავში რაღაცას ინახავს. შსს ირწმუნება, რომ გოგონამ სამალავში ნარკოტიკი დადო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა. 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და …

გაბუნია: 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზების გეგმა გვაქვს

დღეს, 26 აპრილს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფექციის მატებასთან ერთად იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. „დღეის მდგომარეობით 3700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში. მიდის მუშაობა დამატებითი კლინიკების მობილიზებაზე. გეგმა გვაქვს – 10 მაისამდე 6000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევები დაახლოებით არის 14 000-მდე. გასული, მეორე ტალღის პერიოდში, როდესაც …

აღდგომის ღამეს გადაადგილება 23 საათიდან შეიზღუდება

პირველ მაისს, აღდგომის დღესასწაულის წინა ღამეს, კომენდანტის საათი ამოქმედდება ღამის 9 საათის ნაცვლად ღამის 11 საათზე და დასრულდება 2 მაისს, დილის 4 საათზე. ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს. აღნიშნული წესი გამონაკლისის სახით იმოქმედებს მხოლოდ დროის ამ მონაკვეთში. 2 მაისს კომენდანტის საათი კვლავ საღამოს 9 საათიდან დილის 5 …

უკრაინას სურს ჩერნობილის კატასტროფის ადგილი იუნესკოს დაცვის ქვეშ შევიდეს

უკრაინის მთავრობას სურს, რომ ამ დროისთვის დაკონსერვებული ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებითა და მიტოვებული შენობებით არის გარშემორტყმული, იუნესკოს დაცვის ქვეშ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსით შევიდეს. ამის შესახებ როიტერსი წერს. იმ იმედით, რომ ამ სტატუსს შეუძლია უფრო მეტი დაფინანსებისა და ტურისტის მოზიდვა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მათ, მიმართონ გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და …

გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა. „იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს …

სარფში 1 პირი დააკავეს საქონლის არასრულად დეკლარირების ბრალდებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ …

რა არის ცისტიტი – მითები და რეალობა

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც შემთხვევათა უმეტესობაში გამოწვეულია საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციით. დაავადების ძირითადი გამომწვევია ნაწლავური ჩხირი (Escherichia coli). ხშირად ცისტიტი მხოლოდ ქალების დაავადება ჰგონიათ, თუმცა იგი ორივე სქესის ადამიანებთან გვხვდება. ცისტიტის მიმდინარეობა შესაძლოა იყოს მტკივნეული და საკმაოდ შემაწუხებელიც, მიუხედავად ამისა, იგი ხშირად მნიშვნელოვან  პრობლემად არ მიიჩნევა, თუმცა ექიმი უროლოგი როსტომ …

ორგანოგადანერგილი პაციენტები ფაიზერით აცრას 21-23 აპრილს შეძლებენ თბილისში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას საქართველოში მცხოვრები ორგანოგადანერგილი პირები სამი დღის განმავლობაში თბილისში შეძლებენ. „ორგანოგადანერგილ პირებს ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისში, 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.#29). მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება …

„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

ნანული სურმანიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ქედის სოფელ აგარიდან. მას ბრონქული ასთმის დიაგნოზი აქვს. ნანული გვიყვება, რომ სუნთქვისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამი წელია, რაც ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამით ფინანსდება, მაგრამ აქედან ბოლო წელია მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მოახერხა სამი თვის მარაგის აღება, რადგან თითქმის ერთი წელია აფთიაქებში ამ მედიკამენტის  დეფიციტია. „მე ამ მედიკამენტს 12 …

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

დღეს, 1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან ფაიზერი და ასტრაზენეკა კოვაქსის პროექტის ფარგლებში, არასაბაზრო ფასით არის შეძენილი. ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვაა ჩვეულებრივ საბაზრო …

საქართველოში კოვიდით რეინფიცირების 3 ფაქტია – 140 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა გრძელდება

საქართველოში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა. დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ დღეისთვის საქართველოში რეინფექციაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შრის 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და მათგან 3 შემთხვევაა დადასტურებული, “როდესაც ეს არის ნამდვილად რეინფექცია”. ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი …

ბათუმის რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი საღამოს 10-დან დილის 10 საათამდე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 31 მარტს, საღამოს 22:00-დან დილის 10:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩა პარმენ რურუას ქუჩა გიორგი ლეონიძის ქუჩა იური გაგარინის ქუჩა ხახულის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი აეროპორტის გზატკეცილი ფრიდონ ხალვაშის ქუჩა (შესახვევები და ჩიხები) ხელვაჩაურის ახალი ქსელის აბონენტები ხასან ჰელიმიშის ქუჩა ევდემოზ …

იაპონიაში საკურა 1200 წლის შემდეგ პირველად აყვავდა ასე ადრე | ფოტო

იაპონიაში წელს საკურა 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავდა.  ოსაკას უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყნის ძველ დედაქალაქ ქალაქ კიოტოში საკურას ყვავილობის სეზონი ჩვეულებრივ აპრილში დგება, მაგრამ წელს სეზონის პიკი 26 მარტს დაფიქსირდა. საკურას ადრეული ყვავილობის წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როცა სეზონის პიკი 27 მარტს დაემთხვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადრეული ყვავილობა, სავარაუდოდ, კლიმატის …

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები

თამბაქო ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. აქედან 7 მილიონზე მეტი თამბაქოს პირდაპირი გამოყენების, ხოლო დაახლოებით 1,2 მილიონი არამწეველებზე მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგია. ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებია. წლების განმავლობაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მიზანმიმართული პროპაგანდის გამო, დღემდე სიგარეტის მოწევა დამოუკიდებლობასთან და მიმზიდველობასთანაც კი ასოცირდება. თამბაქოს უზარმაზარ ინდუსტრიას ამაში კინო და პოპკულტურა ეხმარება, სადაც მოწევის …

საქართველო 100 000 დოზა ჩინურ ვაქცინას მომდევნო კვირას მიიღებს, რა ვიცით მის შესახებ

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას კვირის ბოლოს ჩამოიტანენ. ჩინურ “სინოფარმს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დროისთვის მინიჭებული არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ ჯანმოსთან კონსულტაციებს გააგრძელებენ იმის შესახებ, დაელოდონ მარეგულირებელის მიერ პრეპარატის ავტორიზაციას, თუ უნგრეთის მსგავსად დაიწყონ მისი გამოყენება. …

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, ჩამიგდეს ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან

დღეს, 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მაჩვენებლები საყურადღებოა: „პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“. „ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 …

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ. ეფექტურობა ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე …

ტიკარაძე: ეს გარკვეულწილად არის მესამე ფაზის დასაწყისი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში “გარკვეულწილად პანდემიის მესამე ტალღის დასაწყისია”. “რაც შეეხება იმას თუ, რომელ ფაზაში ვართ [პანდემიის], დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი, იმის ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულებელჰყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, …

სარფის გავლით 76 000 ლარის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანაზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 …

როგორ მოვიქცეთ, როცა წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება – ექიმის რჩევები

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის დროს, მეტ-ნაკლებად გასაგებია რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა წნევის დასარეგულირებლად. თუმცა ერთმანეთთან დაახლოებული წნევის ნიშნულები, ცოტათი დაბნეულობას იწვევს. არტერიული წნევის მაჩვენებლები მოცემულია ორ რიცხვში, ზედა რიცხვი – სისტოლური წნევა, არის მაქსიმალური წნევა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვებს დროს; ქვედა რიცხვი – დიასტოლური წნევა, არის წნევის სიდიდე თქვენს არტერიებში შეკუმშვათა შორის, ანუ გულის …

დიდი ალბათობით ავცდებით მესამე ტალღას, თუ ასე გავივლით მარტსა და აპრილს – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მცირედით გაუარესების ტენდენცია შეინიშნება და თუ ეს ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, საჭირო გახდება გარკვეული გამკაცრება, პირველ რიგში კი, უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება. „ბოლო დღეებში გაჩნდა ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ, მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ …

როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი წნევის დროს – ექიმის რჩევები

დაბალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპოტენზია არის წნევა, რომელიც ადამიანის მოსვენებულ მდგომარეობაში 90/60-ზე ნაკლებია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანში ის შესაძლოა სულაც არ იწვევდეს პრობლემებს, მეთვალყურეობა მაინც სჭირდება. ექიმ-ნევროლოგ შორენა კუნჭულიას თქმით, ჰიპოტენზიაც ისევე საყურადღებოა, როგორც ჰიპერტენზია, რადგან დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გულისწასვლა. განსაკუთრებით საშიშია წნევის სწრაფი ვარდნა. მწვავე შემთხვევებში კი დაბალი არტერიული …

Exit mobile version