საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, ტრადიციულად, ოპოზიციაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ისინი შარლ მიშელისა და აშშ-ის მხარდაჭერით „შეყარეს პარლამენტში“. „თქვენ კარგად გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი რაღაც ბრალდებები პროვოკაციებით. საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის ფუნქციონირებას და მუშაობას. რითაც პრაქტიკულად დააზიანეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. მათ დაიწყეს საუბარი, უსაფუძვლო …
Author Archives: ეთერ თურაძე
ბათუმში 23 წლის კაცი სარეკლამო ბილბორდის გაკვრისას დაიღუპა
დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში 23 წლის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ბილბორდის გაკვრაზე მუშაობდა. მაღლივ ბილბორდზე სარეკლამო ბანერის გაკვრა ამწეკრანით იგეგმებოდა. „კალათი ელექტროსადენს შეეხო, დენმა დაარტყა და გადმოვარდა“, – ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებმა იციან. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი ბათუმში სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში …
Continue reading “ბათუმში 23 წლის კაცი სარეკლამო ბილბორდის გაკვრისას დაიღუპა”
2 დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში – გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ორი დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ. „ივნისის ბოლომდე ჩვენ არ გვქონდა არც ერთი შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის… სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო. გარდა მაგის, არის ეგრეთ წოდებული …
Continue reading “2 დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში – გამყრელიძის განმარტება”
რამდენად საკმარისი ჟანგბადი აქვს ქვეყანას – გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ჟანგბადის რაოდენობაზე. თამარ გაბუნიას თქმით, „დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, მათი დიდი ნაწილი 70 % არის ჟანგბადდამოკიდებული. მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი და …
Continue reading “რამდენად საკმარისი ჟანგბადი აქვს ქვეყანას – გაბუნიას განმარტება”
ხოშტარიამ ბათუმში, მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პარტია „დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, ბათუმის N2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი დარჩია წარადგინა. ბათუმის N2 ოლქი მანთაშევის, ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოიცავს. დიმიტრი დარჩია ამ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია. მაჟორიტარის წარდგენაზე ბათუმში იმყოფებოდა თავად ელენე ხოშტარიაც. „მე მიხარია, რომ „დროას” ბათუმის მეორე ოლქში ეყოლება ძალიან ღირსეული და პრინციპული კანდიდატი, რომელიც მოდის 2020 წლის არჩევნების ძალიან …
საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებული ქართველი ექიმების მიმართვა
ქართველი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებიენ ვაქცინაციაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ: დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი …
კანდიდატების შანტაჟი და მოსყიდვა – ბათუმში გახარიას გუნდის ბრალდებები ხელისუფლებას
პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მათ კანდიდატებს აშანტაჟებს ან ცდილობს მოისყიდოს. ირაკლი მიქელაძემ ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. „ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისთვის, რომ წარდგინების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა …
5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. ოპოზიციური პარტიის 15-წევრიან პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერი კი ცნობილი ექიმი, ქირურგი კახა ქაშიბაძეა. ენმ-ს სია: კახა ქაშიბაძე რევაზ ხარაზი თეკლა კავაზაშვილი ლაშა კილაბერია მამუკა ქობულაძე ნატო ნაცარაშვილი ალეკო …
Continue reading “5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ბათუმის საკრებულოში”
„ეიცერი ღმერთი ხათრიზა“ – ახალგაზრდების კამპანია ხულოში
„ეიცარი რამითჯერ გითხრა?!“, „ეიცერი ღმერთი ხათრიზა“, „ერიდე ანტივაქსერს, აღრიბასანს და საფრი ხიდს“, – ხულოში ახალგაზრდების ჯგუფმა ამ სლოგანებით კორონავირუსის აცრის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ონლაინში. კამპანია იუმორისტულ ხასიათსაც ატარებს. აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამიტომ კამპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას განუმარტეს, მაგალითად, რას ნიშნავს „აღრიბასანი“. „აღრიბასანი არის ავი სული (ბავშვობაში გვაშინებდნენ აღრიბასანით ). საფრის ხიდი არის ავარიული …
Continue reading “„ეიცერი ღმერთი ხათრიზა“ – ახალგაზრდების კამპანია ხულოში”
ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი ქუჩაში სიგარეტის გადაგდებაში გამოიჭირეს და 1000 ევროთი დააჯარიმეს
ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი ვოლფგანგ მუკშტაინი, რომელიც ამავე დროს მწვანეთა პარტიას წარმოადგენს, ვენაში ცეცხლმოკიდებული სიგარეტის გადაგდების დროს გამოიჭირეს. მინისტრი სქროლით მიდიოდა, როდესაც სიგარეტის ნამწვი მოისროლა ქუჩაში. ეს შენიშნა ახალგაზრდა ვენელმა და ლაივში მოჰყვა, რაც დაინახა. ვოლფგანგ მუკშტაინი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ახალგაზრდა არ იტყუება. მინისტრს ავსტრიის კანონმდებლობის მიხედვით, 1000 ევროს გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ავსტრიული მედია …
47 წლის კაცი ბათუმში კოვიდკლინიკის მე-3 სართულიდან გადახტა
ბათუმში 47 წლის კოვიდპაციენტი ერთ-ერთი კლინიკის – BMC-ის მაღლივი სართულის ფანჯრიდან გადახტა. კაცი ცოცხალია, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია. პაციენტი კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ინფორმაცია „ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ღოღობერიძის თქმით, მას მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებო – ადვოკატი
ადვოკატი ზაზა პაპიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, მერაბ ღოღობერიძის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ერეკლე ჩხენკელმა განზრახ დაარღვია კანონი და დაკავებულთან ადვოკატი ერთი საათის განმავლობაში არ შეუშვა. ზაზა პაპიძემ დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მონახულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განუცხადა. „მერაბ ღოღობერიძე მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ ფინანსური …
კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გზაჯვარედინზე, კაფე „ტერასა საფერავმა“ გამსახურდიას ქუჩის მხრიდან, მცენარეების ქოთნებით სრულად გადაკეტა ტროტუარი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან კი კომპანია სულაც რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას იმის გასარკვევად, აქვს თუ არა კომპანიას ნებართვა, აითვისოს ტროტუარი კომერციული დანიშნულებით. უწყებაში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ მისამართზე ობიექტის მეპატრონე …
Continue reading “კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო”
მხოლოდ 6 ქალი – „ოცნების“ სია შუახევისა და ქედის საკრებულოებში
შუახევის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ომარ ტაკიძემ დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიის 17 კანდიდატს შორის შუახევში ქალებს მხოლოდ 3 ადგილი შეხვდათ. „ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული შუახევში ასე გამოიყურება: გიორგი დავითაძე ედუარდ გოგრაჭაძე ფატი ჭაღალიძე ედნარ კეჟერაძე …
Continue reading “მხოლოდ 6 ქალი – „ოცნების“ სია შუახევისა და ქედის საკრებულოებში”
„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი
დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით. „აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი …
Continue reading “„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი”
„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში
„საქართველო, ნუ დაუჭერ მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს“, „დიქტატორი, ტერორისტი“ – ამ სლოგანს სკანდირებდნენ დღეს აჭარის მთავრობასთან შეკრებილი ბელარუსები. აქციაზე გვითხრეს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისგან ბათუმს თავი შეაფარეს ძირითადად ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის „კაკებესთან“, რომელიც „ადამიანების დევნით და წამებით არის დაკავებული“. ახალგაზრდა ქალის, ნატალიას თქმით, თუ ბელარუსებისთვის ერთადერთი ქვეყანა, საქართველოც …
Continue reading “„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში”
91, 90 და 79 წლის მეველეები ქობულეთის ყანებიდან
„ერითი 60 წელია, რაც მეველედ ვმუშაობ“, – ისე გეტყვის რიფათ ცეცხლაძე, თითქოს 60 დღეზე გიყვება. თავად მალე 92 წელი შეუსრულდება. 60 ჰექტარზე დათესილ სიმინდის ყანებს კიდევ ორ კოლეგასთან ერთად იცავს – სულეიმან/ოთარ მენაღარიშვილი 90 წლისაა, რეზო შაქარიშვილი კი – 79 წლის. „თიხის ჯირეკი. კაჟივითაა“, – ასე ხუმრობს ოთარ/სულეიმანი მასზე ერთი წლით უფროს რიფათზე. ის და …
Continue reading “91, 90 და 79 წლის მეველეები ქობულეთის ყანებიდან”
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 2 აგვისტოს გამოქვენდა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოცდის შედეგის ნახვა აბიტურიენტებს შეუძლიათ აქ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ნაშრომის სკანირებული ასლები და ყოველ კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა. შედეგების გაცნობა შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან [მაგთი, ჯეოსელი] საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს …
Continue reading “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა”
მთავრობა ბათუმში გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის მშენებლობის პირობით
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიაზე [დაბა ხელვაჩაური] გამწვანებულ მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნაკვეთის ფართობი 473 კვ,მეტრია. აუქციონის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა ამ ტერიტორიისთვის დაშვებული ფუნქციის მატარებელი შენობა [გარდა საცხოვრებელი სახლების ან აპარტამენტებისა] არანაკლებ 36 თვეში უნდა აამოქმედოს. ასევე უნდა აიღოს არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება. …
Continue reading “მთავრობა ბათუმში გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის მშენებლობის პირობით “
ფაიზერის ვაქცინების დაჯავშნა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში შეიძლება
ფაიზერის ვაქცნის დაჯავშნა დღეს ისევ შესაძლებელი გახდა. დღეისათვის ფაიზერის ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია ბათუმში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკებში „მედინასა“ და „ბაუში“. ფაიზერით აცრა დღეიდან შესაძლებელია აჭარის სამ მუნიციპალიტეტშიც – ხულოში [ ევექსის კლინიკა, შუახევსა [ევექსის კლინიკა] და ქედაში ევექსის კლინიკა]. ვაქცინა არ დაუმატებითა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი “ფაიზერის” ვაქცინის 500 000 …
Continue reading “ფაიზერის ვაქცინების დაჯავშნა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში შეიძლება”
„ვემსახურებით თუთუნს“ – ოჯახი თამბაქოს პლანტაციაში [ვიდეო]
თამილა და ირაკლი თამბაქოს პლანტაციაში დილის 5 საათზე გადიან. თან შვილებიც მიჰყავთ. ცოლ-ქმარი ქედაში ცხოვრობს. სოფელ ხარაულაში ორსართულიანი სახლი აქვთ და ორი შვილი ჰყავთ. ამ სოფლიდან ბათუმში ჩამოსვლას საათ-ნახევარი სჭირდება. სოფლიდან ბათუმში თითქმის ყოველ დღეს სხვადასხვა პროდუქტს ეზიდებიან ბაზარში გასაყიდად, მათ შორის გამხმარ თუთუნსაც. ქედა ის ადგილია, სადაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის თუთუნი …
Continue reading “„ვემსახურებით თუთუნს“ – ოჯახი თამბაქოს პლანტაციაში [ვიდეო]”
ღარიბაშვილის 8 ტყუილი
18 ივლისს ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ ტვიტერზე დაწერა: „ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს“. „ბათუმელები“ დღეს გთავაზობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო 5 თვეში შექმნილ „საკუთარ ფაქტებს“ – მინიმუმ 8 ისეთი ტყუილს, რაც ქვეყნის პრემიერმა თქვა და რომლის გადამოწმებაც ადვილად შეიძლება. ტყუილი 1 ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ბოლო …
რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე ერთი დოზით უკვე აიცრა 289 399 ადამიანი, მათ შორის აჭარაში აცრილია 23 258 ადამიანი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა და მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი აცრა კი თბილისში ჩატარდა – ერთი დოზით უკვე აიცრა 132 685 ადამიანი, ხოლო 83 903 – ორივე დოზით. ოფიციალური …
Continue reading “რეგიონებს შორის აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა”
იმოქმედეთ, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტარ კაცებს – კორძაიას მიმართვა კუჭავას
საქარველოს პარლამენტის ქალმა წევრებმა 18 ივლისს პარლამენტში პარლამენტარი ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართეს. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ფეხქვეშ ითელება ყველა რეფორმა, რაც პარლამენტმა მიიღო ქალთა უფლებების დასაცავად: „მივმართავთ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტარების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ …
„იმედია ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ არა ბრიუსელის გასახარად, არამედ საკუთარი ხალხისთვის“
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის საჯარო ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაასრულა. მიშელმა თავის სიტყვაში სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებს მიმართა. შარლ მიშელმა დღეს სამი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ევროკავშირი კვლავაც ამ ქვეყნების სანდო პარტნიორია, ხოლო ამ ქვეყნებმა თავის მხრივ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ, ოღონდ არა ბრიუსელის, არამედ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. „საქართველო, უკრაინა …
უკრაინელი სამხედროების შეწყალება ზელენსკისთან იყო შეთანხმებული – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – აცნობეს „ბათუმელებს“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან. დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამი მსჯავრდებული შეიწყალა. „სააკაშვილის ზღვით …
„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ“ – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს, რომ „ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში“. შალვა პაპუაშვილი ასევე წერს: „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “. საქმე იმაშია, რომ დღეს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თავისი კოლეგა თინა ბოკუჩავა ძალის …
Continue reading “„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ“ – შალვა პაპუაშვილი”
კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას
დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ისევ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის ხელშეკრულება, როცა მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფარული კრიტიკა „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანზე“, რომელმაც აშშ-ის 19 ივლისის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. ქართველ პოლიტიკოსებს …
Continue reading “კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას”
ღარიბაშვილი წერს, რომ ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა. „შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს არის 5 ივლისის მოვლენების შემდგომ პრემიერის პირველი …
ქარტიის მოწოდება „ოცნებას“: შეწყვიტეთ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელშიც 318 ჟურნალისტია გაწევრიანებული, ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ. მისივე შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმები სწორედ ამ აგრესიული რიტორიკის შედეგია. ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ …
Continue reading “ქარტიის მოწოდება „ოცნებას“: შეწყვიტეთ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა”
ხელვაჩაურში ოჯახს ასახლებენ, კაცმა თავის დაწვა სცადა
ხელვაჩაურში ჯაყელების ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სახლიდან ასახლებენ. სახლი ოჯახს სასამართლო გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციის გზით ჩამოართვეს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს სახლი ხელს უშლის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას. დღეს, 15 ივლისს, ჯაყელების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრის ინფორმაციით, სახლი საჯარო რეესტრში ოჯახს რეგისტრირებული …
Continue reading “ხელვაჩაურში ოჯახს ასახლებენ, კაცმა თავის დაწვა სცადა”
ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, შემაშფოთებელია – აპატურაი
„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიის პირობებში, უმცირესობები დაცულია; დაცულია მედია; დაცულია სიტყვის თავისუფლება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუცია ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, – ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი …
აქცია ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად ბათუმში – Live
თბილისსა და ბათუმში დღეს, 11 ივლისს, 6 საათზე აქციები დაიწყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად. დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას. საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება კი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე, ძალადობასა და …
Continue reading “აქცია ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად ბათუმში – Live”
მოვუწოდებთ იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი – აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩოს განცხადებას ავრცელებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვების შესახებ. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი …
პრემიერს და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს მედიის საკითხებზე მომუშავე 15 ორგანიზაცია
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მედიის საკითხებზე მომუშავე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს. ეს ორგანიზაციები პრემიერ ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებენ. კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის …
19 ორგანიზაცია ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას ითხოვს
19 არასამთავრობო ორგანიზაცია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს …
Continue reading “19 ორგანიზაცია ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას ითხოვს”