მთავარი,სიახლეები

„გააჩერეთ“ – აქციის მონაწილეებმა ამბასადორ ბათუმის სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს | LIVE

12.02.2021 • 1607
„გააჩერეთ“ – აქციის მონაწილეებმა ამბასადორ ბათუმის სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს | LIVE

ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა „ამბასდორ ბათუმის“ სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. ეს კომპანია ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს.

ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.

აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა.

„ამბასადორ ბათუმის“ დაკვეთით ბულვარში 16-სართულიან შენობას კომპანია „ანაგი“ აშენებს.

აქციის მონაწილეებს სამშენებლო მოედნიდან გადმოასხეს ტალახი.

„ამბასადორ ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: