მთავარი,სიახლეები

კომენდანტის საათის დარღვევა და სტიკეტები „ოცნების“ ბათუმის ოფისზე – Live

03.04.2021
კომენდანტის საათის დარღვევა და სტიკეტები „ოცნების“ ბათუმის ოფისზე – Live

„არა კომენდანტს“, „გახსენით ქვეყანა“, – სკანდირებენ ბათუმის ქუჩებში აქციის მონაწილეები. დღეს, 3 აპრილს, საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ბათუმშიც იმართება. აქციის მონაწილეები ქუჩაში 21:00 საათის შემდეგ გამოვიდნენ და ამ წუთებში დემონსტრაციულად არღვევენ ეგრეთ წოდებულ კომენდანტის საათს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოაწყო საპროტესტო მსვლელობაც. ისინი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იგივე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით. მათ ხელს უშლიდა პოლიცია.

აქციის დღეს თბილისშიც იმართება – რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს გალიები, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენელთა ფოტოებია მიმაგრებული.

კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ეს შეზღუდვა დაწესებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმი. 3 აპრილი

მთავარი ფოტო: სტიკერები „ქართული ოცნების“ ოფისზე. აქციის მონაწილეები დეპუტატ გია ვოლსკის უცენზურო ჟესტს ასე გამოეხმაურნენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: