„შეჭრილები” შუქს და წყალს ითხოვენ

 

დღეს, 10 ოქტომბერს,  სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჩასახლებულმა ოჯახებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ელემენეტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას მოითხოვენ. 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" sub="ეკომიგრანტები აჭარის მთავრობის წინ აქციას მართავენ" width="360" height="360" >

რა მიაჩნია პერეირას

 

 

<!** Image 2 align="left" width="400" height="496" >ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“ მძიმე და სულისშემძვრელი  წიგნია. ისეთივე მძიმეა, როგორც ყველა ის წიგნი, რომელიც დიქტატურაზე, რეჟიმზე, ცენზურაზე და  ამის წინააღმდეგ წასულ უბრალო ადამიანებზე იწერება. თან, საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, როგორ მოახერხა ერთ მშვენიერ დღეს  ერთმა ჟურნალისტმა ცენზურის გვერდის ავლით გაზეთში  რეჟიმის „მკვლელი სტატია“ გამოექვეყნებინა.  „მიაჩნია პერეირას“ მოქმედება  1938 წელს პორტუგალიაში ხდება,  სალაზარის ლისაბონში, რომელსაც ერთნაირად ხრუკავს აგვისტოს ხვატი და  ტოტალური  კონტროლი.

 

კორპუსი მე-19 საუკუნეში აგებული სახლის ნაცვლად

 

ბათუმში, კლდიაშვილისა და ვაჟა-ფშაველას  ქუჩის კუთხეში მდებარე მეცხრამეტე საუკუნეში  აგებულ  სახლს ანგრევენ. ასევე უნდა დაინგრეს კლდიაშვილის N8 ში მდებარე სახლიც. ამ ადგილას ექვსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ნებართვა 2011 წელს გაიცა. 

ესტონეთის ელჩის ვიზიტი აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობაში  ესტონეთის ელჩთან საქართველოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის დირექტორები არჩევნების მოლოდინში

 

მიმდინარე წელს, საქართველოს თითქმის ყველა სკოლა, ახალ დირექტორს აირჩევს. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, დღეს მოქმედ ყველა არჩეულ დირექტორს, კანონით დადგენილი ექვსწლიანი ვადა გაუვიდა. დირექტორობის მსურველთა ნაწილს, 2011 წელს აქვს სერტიფიცირება გავლილი, ნაწილმა კი მიმდინარე წელს მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  2013 წლის ტესტირებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, 100 კონკურსანტი ტესტირებაზე არ გამოცხადდა, 52 პროცენტი კი ჩაიჭრა, მიუხედავად იმისა რომ საკონკურსო ბარიერი წინა წლებთან შედარებით დაწეული იყო. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას, თუმცა ამ დროისთვის ცნობილი არ არის მეორე ეპატის ჩატარების დრო. „ალბათ ერთი თვის განმავლობაში იქნება“-აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

 

 

ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ფესტივალი – „ზე-კართან“  გაიმართა.  ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მწერლებმა და პოეტებმა მუნიციპალიტეტის ხეობები მოინახულეს და თემებში ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოები გამართეს. 

გარემოსდამცველები ორაგულის გადასარჩენად

 

 

მდინარე კინტრიშზე ჰესის მშენებლობის წამოწყებამ შესაძლოა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ორაგულის გადაშენება გამოწვიოს – ეს განცხადება გარემოს დამცველებმა დღეს ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. 

„ნაციონალი“ დეპუტატი ნეპოტიზმზე აჭარაში

 

<!** Image 1 align="left" alt="ასმათ დიასამიძე" sub="ასმათ დიასამიძე" width="300" height="512" >

 

უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ ნაციონალურ მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მაღალ თანამდებობებზე ნათესაური ურთიერთობით ინიშნებიან.

 

„კვლავ გრძელდება ნეპოტიზმი აჭარაში. ხაბაძე-ბერიძე-დუმბაძის კლანი კვლავ ანაცვლებენ და ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში არსებულ თანამდებობებზე. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში გამოცვლა და მათი ნათესავებით ჩანაცვლება. კერძოდ ქედის გამგებელი დუმბაძის ნათესავია. ქობულეთის გამგებელი ყოფილი ბანკირი და არჩილ ხაბაძის მეგობარი“.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ ტენდენციად თვლის:

 

„ზოგადად, პრემიერ-მინისტრმა დააკანონა ტენდენცია – თუ არ გყავს „ქართულ ოცნებაში“ პატრონი, თუ არ ხარ თანამდრბობის პირის ოჯასხის წევრი, ან ნათელ-მირონი, მაშინ  წარმოუდგენელია მოხვიდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი“.

 

ასმათ დიასამიძემ ყველა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის ჩატარების წესით მოითხოვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

აჭარის მთავრობის შეხვედრა ტრაპზონისა და რიზეს გუბერნატორებთან

 

 

ბათუმში რიზეს გუბრნატორი ნურულლაჰ ჩაქირი და ტრაპზონის ახალი  გუბერნატორი აბდილ ჯელილ ოზი იმყოფებიან ერთი დღით. მათთან აჭარის მთავრობამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

 

ბოლო პერიოდში ხის მოულოდნელად წაქცევის გამო ხელვაჩაურისა და გონიოს ცენტრალური ავტომაგისტრალი თორმეტჯერ გადაიკეტა. შემთხვევების დროს ავტომაგისტრალზე ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობდნენ. გასულ ზამთარში ხის მანქანაზე დაცემის ფაქტიც დაფიქსირდა. მაშინ მგზავრები დაშავებას გადაურჩნენ. 

ბინები სტუდენტებისათვის ხიჭაურში

 

 

ხიჭაურში უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ მიმდებარე სოფლებში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები გაქირავების მიზნით გააფართოვა, ფასადები შეღება და კეთილმოაწყო. თუმცა დღეს მოსახლეობა სტუდენტების ნაკლებობას უჩივის და აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლების გაფართოებისთვის თანხა ამაოდ დახარჯეს.

 

მოცვის ბიზნესი აჭარაში

 

 

 საქართველოში  მოცვის პლანტაციების გაშენება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო. ამ კულტურამ რეგიონებში დაზიანებული ჩაის პლანტაციები ნაწილობრივ ჩაანაცვლა. 

რთველი აჭარაში

 

მიმდინარე წელს ქედაში 450 ტონამდე ყურძნის მიღებას გეგმავს შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.   ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წელს ქედაში ყურძნის რეალიზების პრობლემა არ იქნება. 

ორი ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშე

 

 

ბათუმის ბავშვთა ბაღებში ხშირ შემთხვევაში ერთი ასაკობრივი ჯგუფი ორმოცზე მეტ ბავშვს აერთიანებს.

სამოქალაქო სოლიდარობა – „ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან“

 

ბათუმში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრებმა მათ ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნეს საზოგადოებას. 

თვითმმართველობა სტუდენტების თვალით

 

„სტუდენტების თვალით დანახული თვითმმართველობა“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

 

BATUMI CALLING – მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

 

 

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი, BATUMI CALLING  მიმდინარეობს. ფესტივალი კლასიკური გიტარის ცნობილმა შემსრულებელმა, დიმიტრი ილარიონოვმა გახსნა ბათუმის ხელოვნების ცენტრში. 

„არა ნაცებს კოჰაბიტაცია” – დაზიანებული საარჩევნო პლაკატები

 

 

ბათუმში ვარდების სკვერში საარჩევნო რეკლამებისთვის განთავსებული ბანერები თითქმის ცარიელია. ერთ-ერთ მათგანზე პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის პლაკატებია გაკრული. ზევიდან კი ფერადი საღებავით ახატია ხელი, მინაწერით „არა ნაცებს კოჰაბიტაცია“. 

„ხალხის პარტია“ აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

 „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე უკმაყოფილოა აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თერთმეტთვიანი მუშაობით. მისი თქმით, „ამ ხნის განმავლობაში ხალხის საკეთილდღეოდ არა თუ რამე შეცვლილა ნაბიჯიც კი არ გადადგმულა წინ“. მან მთავრობისგან 11 თვიანი მუშაობის ანგარიშის ხალხისთვის გაცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ჯუმბერ თავართქილაძემ დღეს, პარტიის ბათუმის ბიუროში პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

 

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი მარგველაშვილი ქედაში" sub="გიორგი მარგველაშვილი ქედაში" width="300" height="2560" >

 

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას  სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში  შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.

 

,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.

 

წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.

 

მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.

 

„მაინცადამაინც თბილისელები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბილეთებს მიაწყდეთ?“

 

 

5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ გაიმართება.  დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში  გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარებას ახლავს თან. 

5 ოქტომბერს ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ იწყება

 

5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ გაიმართება. ფესტივალს 5 ოქტომბერს ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი გახსნის, ოთარ ქათამაძის საბავშვო მუსიკალური სპექტაკლით „სათამაშო ცხენი“. ასევე დაგეგმილია კლასიკური მუსიკის საღამოები და  ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი.  

„ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“

 

<!** Image 1 align="left" alt="ციალა ქათამიძე" sub="ციალა ქათამიძე" width="300" height="510" >


ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა… მას დიდხანს ელოდნენ და… ისიც გაჩნდა… დიდი ზღვისფერი თვალებითა და  კულულა თმით… ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა – ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში… ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა… საღამოს – ვახშამი ბებია-ბაბუასთან… პირველი ზღაპარი… პირველი წიგნი… მოგიზგიზე ბუხარი… ტალღებზე მოლივლივე თოლიები… ხმაურიანი ტალღები… ზღვა… ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი… ხანაც, შავი ზღვა… სკოლა… პირველი ზარი… დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი… პირველი სიყვარული… ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა, რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს… ჰქონდა მთავარი – სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა…

 

უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა… მამა და ძმები სადღაც წავიდნენ… ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა… მას შემდეგ ზღვაც შავი ფერია… გამუდმებით…

 

როცა ძალიან უჭირს… ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს… მაგრამ არ გამოსდის… გაჰყურებს ზღვას… ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი… მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია… შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას… მეორე ნაპირს… აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო… იქნებ იქ ზღვა ლურჯია… ან ცისფერი, ან სულაც მოვარდისფრო… ან იქნებ, იქაც შავია ზღვა… უნდა იცოდეს მაინც… თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს… არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა…

 

ეს ალისას ისტორიაა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია… უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მოსმენილი – ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში… იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება… მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე… ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა… ლამაზ სამყაროზე მეოცნებე…

 

წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე… ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს… მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს… ამ პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია… აღარ ჩავუღრმავდები… უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა, რაც მან დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?… მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა… დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი…

 

ის სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს… და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე… მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ…

 

ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს – ადამიანები, ადამიანური ისტორიები,  გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების…

 

მას შემდეგ ვაკვირდები ტალღებს ინტერესით… წელიწადის ყოველ დროს… თითქოსდა ვამოწმებ, მეშინია რამე არ გამომეპაროს… ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია… (ან – ვაითუ გამომრჩეს (ან/და ვაითუ დავკარგო) ფერთა გრადაცია… პოეტურად ჟღერს) არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან  მოვარდისფრო?“

 

2013 წელი, 27 სექტემბერი

შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

 

ბათუმის მასწავლებლის სახლის ძირითადი ფუნქცია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება-გადამზადება იქნება. მასწავლებლის სახლის ადგილობრივი ტრენერების მოსამზადებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა. ტრენერობის სურვილი 280-მა კანდიდატმა გამოთქვა. რეგიონში მასწავლებლის სახლის მნიშვნელობაზე, განვითარებასა და შესაძლებლობებზე „ბათუმელებს“ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე ესაუბრა:


<!** Image 1 align="left" alt="ირაკლი თავბერიძე" sub="ირაკლი თავბერიძე" width="300" height="576" >

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები სასამართლო დაკითხვაზე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.


მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი  ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.


საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით,  ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.


მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:


„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა  მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.


კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.


სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.

 

რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.


მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.


საფო კობალაძე სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.

“არა ძალადობას” – აქცია ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.  აქციაში რომლის  ორგანიზატორი  ასკა – აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი იყო, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

 

 „ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა,“  „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“,  „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“  – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და მარიამ კოჩალიძის მკვლელობა დაგმეს, რომელიც გასულ წელს მსგავსი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

 

„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.

 

„მსგავს ამ აქციას ჩვენ ყოველი წლის 2 ოქტომბერს ვმართავთ.  წინა წელს   აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ  კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას რომ მარიამისმსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ  არ უნდა შეიწიროს ადამიანი, მითუფრო ისეთი ადამიანი რომელსაც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ.

 

თვითნებურად შესახლებულთა სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

 

 

ხელვაჩაურის ყოფილ ე.წ. „#53-ე ბატალიონის“ ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ეკომიგრანტების პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 30 სექტემბერს საჯარო დისკუსია გამართეს.

 

დისკუსიაზე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“, დემოკრატიის ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „ბორჯღალმა“ სამთავრობო კომისიების მიერ დღემდე ჩატარებული კვლევის მონიტორინგი წარმოადგინეს, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერებათა კავშირი „ინტელექტი“ და ასოციაცია „ბორჯღალი“ აწარმოებდა.

საპროცესო შეთანხმება „ლუხუმ კაპანაძის და სხვათა“ საქმეზე

 

4 წელი პირობითი მსჯავრი და 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა მოსამართელე გოჩა ფუტკარაძემ „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული ქარხნის“ იაფად გაყიდვაში ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს. ის 2006 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ამ ქარხნის გაყიდვასთან დაკავშირებული საქმის მოსმენა ბათუმის სასამართლოში ისევ გრძლედება.


<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

 

დღეს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვევიან.

 

პრესცენტრის ცნობით, ბათუმის მოხუცებულთა სახლს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები 12 საათისთვის ეწვევიან.

 

„სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევები 2 თვის წინ ჩაუტარდათ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.

“ერთი ხე, ერთი სიცოცხლე” – აქცია ბათუმში

 

„ერთი ხე ერთი სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  გამართეს. აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურებაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნას პეტიციაზე ხელმოწერით შეუერთდნენ.  

 

„დღევანდელი აქცია თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად იმართება. აქციის მიზანია  რეკრეაციული ზონების გაზრდა ქალაქსა და რეგიონში. ხელს ვაწერთ პეტიციას, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს მორატორიუმის გამოცხადება  იმ ნებართვებზე, რომელიც გაცემული იქნა და რომელიც ხელყოფს  ქალაქის რეკრეაციულ ზონას. სახელმწიფომ, როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალურ დონეზე უნდა შეიმუშავოს მწვანე საფარის შენარჩუნება-განვითარების სტრატეგიის ეფექტური მექანიზმი,“ – განაცხადა  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.

 

“მოვითხოვთ, შეჩერდეს მწვანე საფარის განადგურება, გამწვანებული ტერიტორიების გასხვისება და მათზე სამშენებლო ნებართვების გაცემა, მოხდეს უკვე გაცემული ნებართვების მოქმედების შეჩერება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები,”-  ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც დღეს ხელი ბათუმში  მოაწერეს. 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა სია

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ პირთა სია, ვინც მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს – მრჩევლის წევრობის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობას სულ 34 პირი მიიღებს. 


 სია ასე გამოიყურება:


კეიპტაუნელი პროფესორის დანაშაული და სასჯელი

 

 

<!** Image 1 align="left" alt="ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი " sub="ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი " width="350" height="576" >დიდხანს ვფიქრობდით, რომელ წიგნზე დაგვეწერა პირველად, ბოლო პერიოდში გამომცემლობები გვანებივრებენ ახალი თარგმანებით და არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯონ მაქსველ კუტზეეს რომანის, „სირცხვილის“ შესახებ გიამბოთ, ორი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ კუტზეე, მიუხედავად მისი ნობელიანტობისა, შედარებით ნაკლებად პოპულარულია ქართველ მკითხველში. მეორე მიზეზი კი სამხრეთაფრიკული და ქართული საზოგადოების პრობლემების მსგავსებაში მდგომარეობს. 


ჯონ ბენვილი ბათუმში „დიოგენესგან“

 

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="512" >

მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლობამ ამჯერად ირლანდიელი მწერლის ჯონ ბენვილის „ზღვა“ წარმოადგინა. ის სერიიდან  „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ მეცხრამეტე წიგნია.

 

„ეს არის ამ ავტორის ერთგვარი დებიუტი ქართულ საგამომცემლო სივრცეში. ბენვილი თანამედროვე მნიშვნელოვანი ავტორია, ღრმა და პოეტური. ვფიქრობ, ბათუმელი მკითხველი იმსახურებს ამ შეთავაზებას, ამიტომაც ჩამოვედით დღეს აქ“, – ამბობს „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე. მისივე თქმით, კლასიკოსი მწერლების ეს სერია მანამდე გაგრძელდება, სანამ გამომცემლობა იარსებებს.

 

თარგმანი ზაზა ჭილაძის და გია ჭუმბურიძის მიერაა შესრულებული.

 

რედაქტორი ირმა ტაველიძე ავტორის განსაკუთრებულობად გასაგებ ენას, სიმსუბუქეს და რიტმულ თხრობას მიაჩნევს, რაც მკითველში საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იწვევს.

 

ჯონ ბენვილი თანამედროვე ირლანდიული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. „ზღვა“, რომელიც ავტორის მე-18 რომანია, მის ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება. ამ წიგნისთვის 2005 წელს მწერალს ბუკერის პრემია მიენიჭა.

 

„დიოგენეს ბიბლიოთეკის“ მომდევნო წიგნად ინგლისელი მწერლის რადიარდ კიპლინგის რომანი „კიმი“ გამოიცემა.

 

მკითველებს ბენვილის „ზღვის“ შეძენა დღეიდან 9.90 ლარად შეეძლებათ.

<!** Image 1 align="left" alt="პრეზენტაციაზე" sub="პრეზენტაციაზე" width="300" height="512" >

არასამთავრობო წინასაარჩევნო დარღვევებზე

<!** Image 1 align="left" alt="დავით ბერიძე" sub="დავით ბერიძე" width="300" height="768" >

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გამართა. მათ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს.

 

„სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობას“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ ერთი კვირის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას. მონათხრობის მიხედვით დაბა ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრობაზე 7 ადამიანს უსაფუძვლოდ უთხრეს უარი. გარდა ამისა, ის მუნიციპალიტეტში გამგებლების მასობრივ შეცვლას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.

 

„დაბა ხელვაშაურის საარჩევნო უბნებზე „ქართულ ოცნებას“ შერჩეული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის კომისიის წევრები. 7 ადამიანს მიატანინეს ყველა ის საბუთი, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს მოეთხოვება. საუბნო საარჩევნო კომისიის გახსნამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ მათ კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს. შტაბში ასე განუმარტეს: ზემოდან არის დარეკილი, კონკრეტულად მურმან დუმბაძემ დარეკა – მე ჩემი ხალხი მჭირდებაო. რა თქმა უნდა, პარტიას აქვს ამის უფლება, მაგრამ მაშინ, როცა ამ ადამიანებს დრო აღარ ჰქონდათ სხვა პარტიიდან ყოფილიყვნენ კომისიაში წარდგენილი, ვფიქრობ, არასამართლიანია ასეთი ქმედება. ეჭვს იწვევს მურმან დუმბაძეს კარუსელის დატრიალება ხომ არ სურს?“

 

დისკუსიას „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის“ ბათუმის წინასაარჩევნო შტაბის   წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თამარ გუდავამ მათან მიმართებაში დარღვებზე ისაუბრა:

 

„წერილობით მივმართეთ ქალაქის მერიას, საკრებულოს, რომ განგვეთავსებინა სააგიტაციო ბანერები გარე განათების ბოძებზე, რა თქმა უნდა, საკრებულოს დადგენილების ნორმების მიხედვით. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი პასუხი სადაც ეწერა, რომ მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ გამოყონ  ადგილები ბანერების გასათავსებლად. სატელევიზიო ინტერვიუში კი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ასეთი რამ განაცხადა – გარეგანათების ბოძები ვერ გაუძლებენ სარეკლამო ბანერებსო.

 

როგორც არასამთავრობოებმა გვირჩიეს, ვაპირებთ ცსკოში საჩივრის შეტანას, რადგან ის პასუხი, რომ გარეგანათების ბოძები ბანერებს ვერ გაუძლებენ, უსაფუძვლოა“.

 

რაც შეეხება შვიდ ადამიანს, რომელთაც კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს, დავით ბერიძე ამბობს, რომ იმათგან ერთ-ერთი უნდა მისულიყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ იმის გამო, რომ  შტაბში ახლობელმა მიიწვია სამუშაოდ, დისკუსიაში ჩაბმისგან თავი შეიკავა.

არასამთავრობოები „ოცნების ქალაქში“ შესახლებულების შესახებ

 

<!** Image 1 align="left" alt="უკანონო დასახლება" sub="უკანონო დასახლება" width="300" height="576" >

დღეს, 13:00 საათზე,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაიწყო ე.წ. „ოცნების ქალაქში“  უკანონოდ ჩასახლებულ მოსახლეობის სამთავრობო კომისიების მიერ ჩატარებული კვლევის მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რემიგრირებულ ეკომიგრანტთა პრობლემების სატელეფონო კვლევის შედეგები.

 

როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელვაჩაურში, ყოფილი # 53 სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ შესახლდნენ რეგიონის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის უკუმიგრირებული ეკომიგრანტები.

 

პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ  აჭარის ა.რ. მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები, უკანონოდ განსახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და რემიგრირებული ეკომიგრანტები.

 

პრეზენტაციას წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“,       ასოციაცია „ბორჯღალი“, დემოკრატიის ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

მონიტორინგი და კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში – „აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველთა და  ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის მონიტორინგი“.

 

პროექტი ხორციელდება ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ადაპტირებული გარემო საარჩევნო უბნებზე


საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.


თუ რატომ გახდა პრიორიტეტული სტუდნტების ინფორმირება, სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ხელმძღვანელი რატი იონათამოშვილი განმარტავს:


„სტუდენტები არის ის ძალა, ვისაც უნდა დაეყრდნოს ის ცვლილებები, რა ცვლილებების წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ იყოს საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული და ჩვენი უფლებების არ გათვალისწინება ან დარღვევა ვერავინ გაბედოს. ახლოვდება არჩევნები და გვინდა მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მოძრავი ყუთის მეშვეობით კი არა საარჩევნო უბანზე მისვლით ვიღებდეთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ჩვენთვის პრინციპული ღირებულება“.


საარჩევნო სიმულაციამ სტუდენტებს აჩვენა თუ როგორ შეუძლია უსინათლოს, ეტლით მოსიარულეს საარჩევნო უბანზე მისვლით ხმის მიცემა დამოუკიდებლად. თუმცა ამისთვის,  საჭიროა საარჩევნო უბანი უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანითა და ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებილი.


 „თანაბარი საარჩევნო გარემო ნიშნავს იმას, რომ მათ სხვისი დახმარების გარეშე მიიღონ მონაწილეობა და არ დასჭირდეთ გადასატანი ყუთი…


ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლიდან არსებობს. მან შეიმუშავა 2012-2014 არჩევნების სამოქმედო გეგმა. ეტაპობრივად ვცდილობთ პრობლემურ საკითხებზე მუშაობას, ეს ეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანით უზრუნველყოფას, ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის იდენტიფიცირებული საარჩევნო უბნების ადაპტირებას,  ასევე მობილური ჯგუფებით ამომრჩეველთა მომსახურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ კენჭისყრაში  უსინათლოების დამოუკიდებლად მონაწილეობას“, – ამბობს ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფორსი სოფიო სიჭინავა.


ამჟამად არ არის ცნობილი რამდენი ადაპტირებული უბანი იქნება საქართველოში. სოფიო სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. რვა ადაპტირებული საარჩევნო უბანს უშუალოდ სტუდენტები გააკეთებენ.


წელს 1500 ეტლით მოსიარულე გაიგებს თუ როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 555 სმენადაქვეითებულ ადამიანის გადაეგზავნება SMS შეტყობინება საარჩევნო უბნებზე სურდო თარგმანის არსებობის შესახებ.


მსგავსი სიმულაციების ჩატარება სხვა ქალაქებში, ბათუმის შემდეგ კი თბილისშიც იგეგმება. აჭარის რეგიონში ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა.


ბათუმის უნივერსიტეტისთვის საინფორმაციო სემინარი – „სტუდენტების როლი და ინიციატივა თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისათვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

 

Exit mobile version