სიახლეები

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტამდე გაგრძელდება

26.02.2014
პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის განმარტებით, ქართული ენის საგამოცდო ტესტი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში მომუშავე პედაგოგის უნარებსა და ცოდნას შეამოწმებს, ეროვნული სასწავლო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს. ახალი საგნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მოქმედი პედაგოგები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ სასერტიფიკატო გამოცდებში, გამოცდის ჩაბარებისთვის რეგისტრაციას უფასოდ გაივლიან. იმ პედაგოგებისათვის, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა სასერტიფიკატო გამოცდებში და ვერ გადალახეს ზღვარი, ერთ გამოცდაზე გასვლის ფასი 25 ლარია, ხოლო იმ პედაგოგებს, ვინც გადალახეს ზღვარი კონკრეტულ გამოცდაში და სურთ შედეგის გაუმჯობესება, ერთი გამოცდის ჩაბარებისთვის 50 ლარის გადახდა მოუწევთ.

შეფასებისა და გომოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის 250-ზე მეტი მასწავლებელია დარეგისტრირებული.

რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყო და 21 მარტს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

2014 წელს მასწავლებლები სასერტიფიკატო გამოცდებს შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. მათემატიკა
  3. ისტორია
  4. გეოგრაფია
  5. სამოქალაქო განათლება 
  6. ფიზიკა
  7. ქიმია
  8. ბიოლოგი
  9. ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისათვის, რომლებსაც სურთ                                                                                                 ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში
  10. ბუნებისმეტყველება
  11. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  12. დაწყებითი საფეხური (I-IV და I-VI)
  13. გერმანული
  14. ფრანგული
  15. რუსული
  16. ინგლისური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: