აგვისტოს ბოლოს კომპანია „EREDELI’s Art”, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ყოველწლიურ ფესტივალს „Kobuleti Summer Fest”. ფესტივალის მიზანია ზაფხული აჭარაში კიდევ უფრო აქტიური და მიმზიდველი გახადეს ტურისტებისათვის და ადგილობრივებისათვის.
ფესტივალი 31 აგვისტოს ქობულეთის პარკში 18:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალი დაიწყება გამოფენით სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის მიიხედვით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ფესტივალის ვებ გვერდზე: https://kobuletisummerfest.com/exhibition
20:00 გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ცნობილი ქართული ბენდები: („Line up”-ი მითითებულ ლინკზე) https://kobuletisummerfest.com/bands/ .
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით „Kobuleti Summer Fest” მომდევნო წელს 5 დღეს გაგრძელდება.
„ მის ფარგლებში გამოიყოფა ზღვის პირას შესაბამისი ტერიტორია კემპინგისათვის, გაიზრდება გასართობი პროგრამების რაოდენობა.
ტურისტებისათვის შემუშავდება სპეციალური ტურები, რაც ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ აჭარას, რეგიონის ბუნებას და კულტურას.“ – ამბობს „EREDELI’s Art“ – ის ხემძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი ლევან გელიაშვილი.