“ამ წუთისთვის აჭარაში ადგილზე ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველთა ჯგუფები, აჭარის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, აგრეთვე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები… მიმდინარეობს ადგილზე სახლის სარდაფებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა”-უთხრა “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსმა ჯემალ კოლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადანაწილებულია ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში.
სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის საერთო ჯამში ასზე მეტი ზარია შესული, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, კოლაშვილის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ყველა ადგილას ახერხებს მისვლას.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 17:00 საათსთვის ხელვაჩურიდან 12 ოჯახის, ქობულეთიდან ორი ოჯახის და ბათუმში, თამარის დასახლებიდან სამი ოჯახის ევაკუაცია პრევენციის მიზნით მოხდა.