ნეტგაზეთი • RU

ყოროლისწყლის ადიდების გამო ორი ოჯახია ევაკუირებული

 

ძლიერი წვიმის შედეგად ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა და ჯებირი გამოამტვრია, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა, მდინარის მახლობლად მცხოვრები ორი ოჯახის ევაკუაცია მოხდა.  

 

 

“ორივე ოჯახი უკვე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, გამგეობამ ბინა ვუქირავეთ, თითქმის იდენტური მდგომარეობა გვაქვს ჩაქვშიც, იქედანაც მოვახდინეთ მოქალაქეების ევაკუაცია. პრობლემა ეხება ისეთ ოჯახებს, რომლებიც თვითნებურად არიან ჩასახლებულები მდინარის პირას, მათ უკვე საშიშროება წლებია ემუქრებათ”, – აცხადებს გოგიტა დარჩია, მწვანე კონცხის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. 

 

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე სხვა ოჯახებს, იგი ამბობს, რომ  წინა  წვიმის დროს ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლის მდებარეობა საფრთხის შემცველად მიიჩნიეს, გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნის საფუძველზე მათ საფრთხე არ ემუქრება.

მდნარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"