ნეტგაზეთი • RU

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი: მდგომარეობა სტაბილურია

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, დღეს, 25 სექტემბერს, აჭარაში, გუშინდელი 5-ბალიანი შტორმისა და ძლიერი წვიმის შემდეგ, რამაც აჭარაში მდინარეების ადიდება, მეწყრული პროცესები და ბათუმის რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია, მდგომარეობა სტაბილურია. 

ბათუმი, წვიმა

„შტორმი იკლებს, გამოძახებების რაოდენობა შემცირდა, ამჟამად გამოძახებები გვაქვს მხოლოდ პატარა-პატარა კერებზე, სადაც წყალია ამოსატუმბი“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

დღეს ბათუმში პერიოდულად იწიმებს, საღამოს კი გამოიდარებს.   ჰაერის ტემპერატურა 15-19 გრადუსია.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"