ნეტგაზეთი • RU

ხელვაჩაურში მშენებარე „კირნათიჰესი“ დაიტბორა [ფოტო]

 

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში მშენებარე „კირნათიჰესი“ დაიტბორა.  მთლიანად წყლითაა დაფარული სამშენებლო მოედანი, საიდანაც ნაწილი ტექნიკის გამოყვანა ვერ მოხერხდა. 

„ამწუთას ტექნიკა გაგვყავს. სამწუხაროდ ერთი ამწის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. მიმდინარეობს სამუშაოები, სატუმბი საშუალებებით ვტუმბავთ წყალს,“- განუცხადეს „ბათუმელებს“ „აჭარ ენერჯი 2007“- ის პრესსამსახურში.

ასევე, მდინარე ჭოროხზე მშენებარე „ხელვაჩაური I“ -თან  მისასვლელი შიდა გზა ჩამოინგრა და მდინარემ წაიღო. „აჭარ ენერჯი 2007“ აცხადებენ, რომ ზარალი მხოლოდ კომპანიას მიადგა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი