ბათუმის #15 საბავშვო ბაღის ეზოში დღეს, 25 თებერვალს, „მწვანე აქცია“ გაიმართა აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლების მონაწილეობით.
ბათუმელები
ბათუმის #15 საბავშვო ბაღის ეზოში დღეს, 25 თებერვალს, „მწვანე აქცია“ გაიმართა აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლების მონაწილეობით.
ძველ ბულვარში, გამყოფი ზოლის მოშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულმა საბჭოს წევრებმა უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა გასცეს.
ბათუმის საკრებულომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქის კომპენსირების საკითხი განიხილა. ამ მოქალაქეს ბათუმის მერიამ დახმარებაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მას ალტერნატიული საცხოვრებელი აღმოაჩნდა.
ამ წუთებში ბათუმში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების სკვერში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აქციას მართავენ. ეტლში ერთი დღით ჩაჯდომა გადაწყვიტეს აქციაზე მისულმა სხვა ადამიანებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათი მიზანია გაარკვიონ და დაადგინონ ეტლით მოსარგებლე პირებს რა პრობლემები აქვთ ბათუმში გადაადგილების დროს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმროს მეორე სართულიდან სექსმუშაკი გადმოაგდეს. ის ახლა ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიებამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი.
2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. მაგისტრანტობის კანდიდატებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge უნდა გაიარონ. ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მათ უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2014 წლის 28 ნოემბერს ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო თანხა 2 500 000 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ ტენდერში მხოლოდ ერთი მონაწილე კომპანია შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ფიქსირდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ურეხში არსებული სპორტული მოედანი უყურადღებობის გამო ნადგურდება. „დაზიანებულია მოედნის საფარი, შენობაზე დამტვრეულია მინები, რადგან მის მოვლა-პატრონობას არავინ ახორციელებს“.
ანგისაში დაგეგმილი სპორტული მოედნის შრომელიც ოთხი ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, 1300 მაყურებლამდე შეამცირეს. საკრებულოს წევრები, მერიისგან პროექტის შეცვლის მიზეზების ახსნას მოითხოვენ.
ბათუმის საკრებულოს წევრები batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?“ გამოეხმაურენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.
გონიოს მოსახლეობას, რომლებმაც აქცია გამართეს და ჩამორთმეული მიწების დაბრუნება მოითხოვეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა. იმ მიწების სანაცვლოდ, რომლებიც ინფრასტრუქტურული ან კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ზონაშია მოქცეული, არჩილ ხაბაძე გონიოს მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართობებს სთავაზობს.
19 თებერვალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორად მუზეუმის თანამშრომლებს ოთარ გოგოლიშვილი წარუდგინა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დავალებით ბათუმში, ოთხ სხვადასხვა ადგილას ჰაერის სინჯი აიღეს.
ბათუმის მერია 25 თებერვალს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე იმ განკარგულების გაუქმების საკითხის დაყენებას აპირებს, რის მიხედვითაც უნდა განხორციელებული თამარის დასახლებაში, ბარაკებში მცხოვრები 60 ოჯახი კომპენსაციით უზრუნველყოფა და ბარაკების ადგილზე სოციალური სახლის მშენებლობა. საკრებულოს წევრების განცხადებით, ბარაკების ადგილზე იაფი სახლის მშენებლობა ჩაიშალა. ამ ადგილზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ავარიული სახლებიდან გაყვანას მოითხოვს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის ძალადობით დამყარების გამო 25 წლის მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაზე (SMV) წვდომა მიენიჭათ
აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. ამისთვის მთავრობის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ირინე გივიაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ოცი წელია თურქეთის საზღვრებში არსებულ ქართულ შუა საუკუნეების არქიტექტურას იკვლევს, ამჟამად იგი ანკარაში ცხოვრობს და მიწვეული ლექტორის სტატუსით ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლის. მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, ირინე თურქეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მეუღლეა და მისი საქმიანობა დიპლომატიასაც უკავშირდება.
24 თებერვალს ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის ღობე სამარშრუტო ტაქსმა დააზიანა. თვითმხლველთა თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში გონიოს მოსახლეობა, საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და თავიათი საკუთრების დაბრუნებაზე პასუხს ელოდებიან.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ახალარჩეულმა აკადემიური საბჭოს წევრმა საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა. ზაზა დავითაძე ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრად 19 თებერვალს აირჩიეს. არჩევნებში ორი კანდიდატი – ვლადიმერ ბალაძე და ზაზა დავითაძე მონაწილეობდნენ. ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭოს წევრი კი, ზაზა დავითაძე გახდა.
ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მასწავლებლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა „სარფსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროსა და ავტომანქანის ნაწილების შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოავლინეს. კანონდამრღვევებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესამაბისად, 3798,55 და 3966,67 ლარის ოდენობით.
კომპანია Dreamland Oasis-ი ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ინვესტიციის მოცულობა 105 მილიონი ლარია.
ანრი ჯერ ერთი თვის არ არის. დედა ბათუმის სამშობიარო სახლში ორი კვირის წინ დაეღუპა. მამა, მის და-ძმებთან, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ანრი კი ხულოშია, სოფელ თაგოში, სადაც მასზე ახლა ბიცოლა, მამის ძმის ცოლი ზრუნავს. ბიცოლა რძეს ანრის და თავის ახალშობილ შვილს უყოფს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში აჭარის მასშტაბით არსებული საავადმყოფოების სტაციონარში სულ 40 295 პაციენტი შევიდა, მათგან 39 285 გაეწერა, 844 კი გარდაიცვალა.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრზე გაბიონის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. აქ ავტომობილების გადაადგილება ჭირს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დამცავი კედლის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. კომპანიის დირექტორის თქმით, სამუშაოების შეჩერება მიწის მესაკუთრის მხრიდან შექმნილმა წინააღმდეგობამ გამოიწვია.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში გააქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს ადგილობრივები კვლავაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ამ დროისთვის, გაჩენილი ბზარების გამო, საცხოვრებელი სახლი ორმა ოჯახმა დატოვა, 14-მა ოჯახმა კი სასმელი წყალი დაკარგა. აქ ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აფეთქებები დაიწყო.
ბათუმის ქუჩების, შენობების, ეზოების, ძეგლებისა და ბულვარის განათებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 626 218 ლარი იხარჯება.
2015 წელს ბათუმის ქუჩებისა და შენობების განათებაზე კომპანია „აჭარგანათება“ ზრუნავს. 1 049 926 ლარისა და 90 თეთრის ღირებულების ტენდერი „აჭარგანათებამ“ ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს მოიგო, კომპანია ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.
სახელმწიფო ქონება, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობით ან ყოველგვარი პირობის გარეშე გაიყიდა საბაზრო ფასებთან შედარებით მიზერულ თანხად, დღეს გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. ერთ-ერთი ასეთი ქონების – „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ გასაყიდი ფასი 5 მილიონი დოლარია. პოლიკლინიკა სახელმწიფოსგან ოფიციალურად რუსეთის მოქალაქემ იყიდა, არაოფიციალური მფლობელი კი მოქმედი დეპუტატი, ლევან ქარდავა გახდა.
სასტუმრო „რედისონში“ სემინარი „ერთიანი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი“ მიმდინარეობს. სემინარი შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა გახსნა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 25 თებერვალს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, “პრესკაფეში” გაიმართა დისკუსია თემაზე – “ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები”. დისკუსიაზე შედგა ფილმის ჩვენებაც. “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ თუ რა არის ქსენოფობია და რა იწვევს მას ჩვენს საზოგადოებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ბაზაზე “თავისუფლების კლუბი” ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც, 22 სკოლის მოსწავლე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩა. კლუბის წევრები 6 თვის განმავლობაში მათ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაივლიან სწავლებას ორი მიმართულებით: მოსწავლეები კინოჩვენებების, მუსიკალური საღამოების, წიგნების განხილვის, ისტორიული ექსკურსიების, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის საკითხებში და მეორე მიმართულება – კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიღრმავონ ცოდნა ახალი მედიისა და ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში. კლუბის წევრებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ამჯერად კონკურსის – საუკეთესო ესეი – გამარჯვებულები გახდნენ თამთა კახაბერიძე და ანნა ტურიაშვილი.
შ.პ.ს. ,,სავაჭრო ცენტრმა 2009“-მ, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დამწვარი მე-5 სექციის აღდგენით სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 211 617 ლარია და ითვალისწინებს ხანძრის დროს დამწვარი მაღაზიების აშენებასა და კეთილმოწყობას.