თბილისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება.
ბათუმელები
თბილისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება.
როგორც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გრან-პრიზე იმყოფება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან უვადო პატიმრების ახლობლები ქობულეთში, მემედ აბაშაძის ქუჩაზე აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ უვადო პატიმართა საკითხს გადახედონ და მათ პატიმრობის ვადა შეეცვალოთ.
საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურორი თვეში ხელფასს – 3910 ლარს, ხოლო მძღოლი 500 ლარს აიღებს. პროკურატურის მიმდინარე წლის მთლიანი ხარჯის 74,3 პროცენტი კი ხელფასებზე მოდის. ამასთან, მთავარ პროკურატურაში იქმნება 102 ახალი საშტატო ერთეული და უქმდება 59; რაიონულ პროკურატურებში უქმდება 12 საშტატო ერთეული (2 დარაჯისა და 10 დამლაგებლის), ხოლო 1 დამლაგებლის შტატი უქმდება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
ის იყო ოთხმა მოგზაურმა მთის ფერდობზე აივაკა, რომ ძველი წაბლის ხით ნაშენი სახლის კარი გაჭრიალდა. აივანზე ქალი გამოვიდა. მოგზაურები შინ შეიპატიჟა. უარის მიღების შემდეგ დალოდება ითხოვა. ხუთ წუთზე უფრო ნაკლებ დროში, ხელში ვერცხლისფერი სინითა და სინზე დალაგებული ოთხი დიდი ჭიქით დაბრუნდა. ჭიქები ახალშედედებული მაწვნით იყო სავსე.
2010-2011 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ პროგრამა „აინშტაინის“ ფარგლებში საჯარო სკოლები ლაბორატორიებით აღჭურვა. ერთეული ლაბორატორიის ფასი 13 800 ლარი იყო. ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის სკოლებს ასამდე სახეობის ლაბორატორიული აღჭურვილობა გადაეცათ. რა შეცვალა „აინშტაინმა“ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში და როგორია დღეს პროექტის ეფექტი აჭარაში?
ახალქალაქში, დღეს, ერთ თვის წინ გადადებული ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნება კრივში. ახალგაზრდულ პირველობაში საქართველოს რეგიონების მოკრივეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გოჩა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
21 თებერვალს მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ საკუთარი, ამავე სახელწოდების გამომცემლობაში ნათარგმნი პირველი ხუთი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის იახტკლუბში კერძო საკუთრებაში მყოფი ტვირთსაზიდი გემი სახელად „სტრანნიკი“ (STRANNIK) დღეს დილით ჩაიძირა.
საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2015 წლის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. ასევე შესაძლებელია, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
ქედაში, დღეს, 21 თებერვალს, მოსახლეობის მიერ გამართული აქციის საპასუხოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განაცხადა, რომ 2014 წლის მარტში მოყინული მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაცია ქედის არც ერთ სოფელში არ გაცემულა და იგი მხოლოდ 2014 წლის მაისში მოსული სეტყვით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გასცეს.
2014 წელს საქართველოში ყველა სახის საქონლის იმპორტმა სულ 8 მილიარდ 596 მილიონ 270 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის შესახებ მონაცემები, სხვადასხვა უწყებებზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეაჯამა.
ქედის სოფელ კოკოტაურში, კოკოტაურის წყლის ჩამოსასხმელ საამქროსთან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ოთხი სოფლის მოსახლეობა ამ წუთებში აქციას მართავს.
საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 20588 კვ/მ სახელმწიფო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცა. მიწის ნაკვეთები კომპანიამ შუახევისა და სხალთის ჰიდროელექტროსადგურებისთვის უნდა გამოიყენოს.
14:00 საათზე საფეხბურთო კლუბი „შუქურა“ ზუგდიდში, ზუგდიდის „ბაიას“ ეთამაშება
(საქართველოს საფეხბურთო კლუბების უმაღლესი ლიგის მეორე წრის დასაწყისი / მე-16 ტური)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემით გუშინდელთან შედარებით ამერიკული დოლარი ლართან მიმართებაში 0.02910-ით გაძვირდა და დღეს ამერიკული დოლარის ყიდვა 2.1771 ლარადაა შესაძლებელი.
ზამთრის შესვენების შემდეგ დღეს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მეორე წრის თამაშები იწყება.
საქართველოს მთავრობის გასული წლის მარტის განკარგულებით, 2014 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის 3 500 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებისთვის“.
„ერთად დავბრუნდებით უმაღლესში“ – ასე ეწერა „შავი ზღვის მეკობრეების“ პირველ ბანერზე. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ბათუმის „დინამო“ მართლაც დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში. როგორც „მეკობრეების“ ხელძღვანელი გივი გაგუა ამბობს, დღეს სხვა ბევრ ბანერთან ერთად საკუთარი სიმბოლოები – ჰიმნი, გერბი და დროშაც გააჩნიათ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი 20 თებერვლის რიგგარეშე სესიაზე თანამდებობებიდან 11 ხმით გადააყენეს.
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოქალაქეს დაეჯახა.
დღეს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქობულეთელი მხატვრის, დურმიშხან კიკნაძის მემორიალური გამოფენა მოეწყო.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე ძველი სინაგოგის შენობა ჩამოინგრა. გასული წლის 24 სექტემბრიდან ამ შენობის გვერდით შპს ”გუმბათი ჯგუფი” რვა სართულიანი სახლის მშენებლობას აწარმოებდა.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ სვეტა კუდბასა და ჯემალ ფუტკარაძის პასუხისმგებლობის საკითხს ორშაბათს, 23 თებერვალს განიხილავს. ამ დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ, მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალესანდრე ჩიტიშვილის თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს. სავარაუდოდ მათ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინებენ.
უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დაუჭირა.
საკითხის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
ს.ს საზღვაო ჰოსპიტალი 2015 წლის 1 მარტიდან იწყებს სოციალური მნიშვნელობის პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მისი გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. მას უნდობლობა რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოულოდნელად პოზიციების შეცვლის გამო გამოუცხადეს.
ამ წუთებში ბათუმის მერიასთან, უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ”, ქართული ოცნების” აქტივისტები შეიკრიბნენ.
ამ წუთებში უმაღლეს საბჭოში სხდომა დაიწყო, სხდომაზე ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი განიხილება. როგორც უკვე დააანონსეს, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სულხან ღლონტი და თემურ კახიძე სხდომას არ დაესწრებიან, შესაბამისად არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.
თუ დღეს გამართულ სხდომაზე უმაღლესი საბჭო ვიცეს-პიკერ დავით ბაციკაძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ჩიტიშვილს თანამდებობიდან გადააყენებს, ამ უკანაკნელის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკატერინე თარგამაძის კანდიდატურას დააყენებს. ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძის თანამდებობა კი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის მოსაზრებით საერთოდ გასაუქმებელია.
ბათუმში, ანგისის 15 ნომერში, [„ვოქსის“ გვერდით], მშენებარე სახლის მე-9 სართულზე იყიდება 109 კვ/მ ფართობი ბინის შავი კარკასი.
21 თებერვალს, 19 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში თეატრალიზებული კონცერტი „Notre Dame de Paris“ დაიდგმება.
უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეს მედეა ვასაძეს სეიფში შენახული დოკუმენტების გასაჯაროების გამო უჩივლებს. ამ წუთებში უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის გადის იურისტთან კონსულტაციებს და საქმეში სისხლის სამართლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეს, მედეა ვასაძეს ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივლებს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ, საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა და ავთანდილ ბერიძემ თანამდებობები უნდა დატოვონ. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ბაციკაძისა და ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად 11-ხმაზე მეტი შეგროვდება.