სოლიდარობის ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა

 

დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდმა აჭარაში პირველი საანგარიშო შეხვედრა გამართა. სოლიდარობის ხელმძღვანელის ცნობით, ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა, რის გამოც სოლიდარობის ფონდმა დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი გადასცა.

საერთაშორისო კონფერენცია – „რელიგია და მშვიდობა“ ბათუმში

 

ხვალ 18 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია  – „რელიგია და მშვიდობა“ გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორი „ქართველ მუსლიმთა კავშირია“. კონფერენციას, მაღალი რანგის უცხოელი და ქართველი საერო და სასულიერო პირები, თეოლოგიის პროფესორები, ელჩები,  უკრაინის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.  

საქორწინო ტრადიციები აჭარაში

თუ ოდესმე აჭარულ ქორწილში მოხვდებით, სადილის შემოტანის რიტუალი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. საგანგებოდ მორთული ხუთი დიდი კალათი შუა ქორწილის დროს ხუთ ბიჭს შემოაქვს მხარზე შედგმული. კალათებით საქორწინო სუფრებს მოივლიან და მერე მეფე-დედოფლის მაგიდის წინ დადებენ. სადილი, რომელიც ტკბილეულისგან შედგება (ბაქლავა და შაქარლამა), გათხოვილი გოგოსთვის ოჯახის წევრებს მიაქვთ. ხალხურ თქმულებას თუ დავუჯერებთ, სადილის მიტანის ტრადიცია აჭარაში …

პროსტატის კიბო საწყის სტადიაში განკურნებადია

 

პროსტატის კიბო შარდის ბუშტთან არსებული პროსტატის ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცთა სიმსივნურ პათოლოგიებში ფილტვის კიბოს შემდეგ ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

რადიაციული ნაცარი ჭოროხზე ჰესების ასაშენებლად

 

თურქეთიდან საქართველოში, ორი წლის განმავლობაში, 17 ათას ტონა ნარჩენს – აქროლად ნაცარს შემოიტანენ. ნარჩენი რადიაციულია და მას მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰესებისთვის გამოიყენებენ. რამდენად უსაფრთხოა ეს ნაცარი, რომლის საქართველოში შემოტანა მშენებელი კომპანიის მოთხოვნით კანონის დონეზე დაუშვეს?   

რეაბილიტაცია პუშკინის ქუჩაზე 2016 წლამდე

 

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები 2016 წლამდე გაგრძელდება. ქალაქის ერთ-ერთი სტრატეგიული ქუჩა უკვე გადაკეტეს ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის. ეტაპობრივად გადაიკეტება სხვა მონაკვეთებიც –  სხვადასხვა დროსა და პერიოდულობით.

„გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფცია

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეველოპერებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს გასულ კვირას „რადისონ ბლუ ბათუმში“ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია წარუდგინა.

ურნები პოლიეთილენის, ქაღალდისა და შუშისათვის ბათუმის ბულვარში

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით  ბულვარის ტერიტორიაზე ახალი სანაგვე ურნები დადგა, რომელიც პოლიეთილინის, ქაღალდისა და შუშის ნარჩენებისთვისაა გათვალისწინებული.  

კონსულტაციები კლინიკა “ინ ვიტროში”

 

24,25,26  აპრილს  თბილისიდან  ჩამოსული ექიმთა  ჯგუფი ბათუმში, კლინიკა “ინ ვიტროში” გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას:

პოლიციამ სარფში, ავტობუსის ფარულ სამალავში ადამიანები აღმოაჩინა

 

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც, 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.

ბათუმში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს

 

ბათუმის სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება ზღვაში გასული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც კატარღის ძრავის გაფუჭების გამო ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

გენდერული საუბრები

 

 ბათუმის, გენდერის მედია ცენტრში ,  ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია თემაზე „გენდერული საუბრები“, რომელშიც არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ლიდერი ქალები მონაწილეობენ.

კავკასიური სახლი სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

 

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე უკრაინის კრიზისის გავლენასთან დაკავშირებით „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ ბაკალავრიატის დამამთვრებელ კურსზე მყოფი სტუდენტებითვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის აცხადებს ანალიტიკური ესეების კონკურსს. კონკურსის მიზანია ქართველ სტუდენტებში უკრაინის კრიზისის გარშემო კვლევებისა და ანალიზის სტიმულირება და სამხრეთ კავკასიაზე მისი გავლენის შეფასება.

 

 

სტაჟირება უცხოეთში – შანსი აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

 

უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრებ 45 წლამდე ასაკის ადამიანებს საზღვარგარეთ სტაჟირების შანსი ეძლევათ. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება დამამთავრებელი კურსის დოქტორანტის ან დოქტორის აკადემიური  ხარისხის მქონე პირებს შეუძლიათ.   

სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს – აქცია ბათუმში

 

კვირას, 19 აპრილს, 17 საათზე, ევროპის მოედანზე  გაიმართება აქცია – „სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს“. 

“მე და უნივერსიტეტი” – დისკუსია ღია ცის ქვეშ [ანონსი]

 

17 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართება დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი“.

როცა ბავშვები ფეხსაცმლის უქონლობის გამო სკოლაში ვერ დადიან

 

სოფელ ქობულეთში მელაძეების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ხუთი ბავშვიდან ორი – 16 და 17 წლის გოგონები სამი თვეა სკოლაში მხოლოდ იმიტომ ვერ დადიან, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ. ბავშვები ამბობენ, რომ ცუდი ჩაცმულობის გამო მათ სკოლაში თანატოლები დასცინიან. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის განათლება, თუმცა სამი თვის განმავლობაში მელაძეების მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაინტერესებულა. მსგავსი ფაქტების შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, საზოგადოებას და სოციალური მომსახურების სააგენტოს? „ბათუმელების“ კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ უპასუხა. 

ზღვიდან 300 მეტრში მდებარე შენობების დანგრევის საფრთხე არსებობს

 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამ წუთებში დისკუსია მიმდინარეობს  თემაზე: აჭარის სანაპირო ზოლის ხმელეთის ზღვისმიერი წარეცხვა და მისგან გამოწვეული რისკები განსაკუთრებით ეკომიგრანტებთან მიმართებაში.  შეხვედრას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. „ბათუმელების“ კითხვებს ექსპერტმა ჭიჭიკო ჯანელიძემ უპასუხა, რომელიც დისკუსიის მომხსენებელია. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ღორჯომის თემში

 

ღორჯომის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება 2015 წლის 18 აპრილს.  შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის”ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

სამ ვაკანტურ თანამდებობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებული – ორი ეკონომიკური ექსპერტი და ერთიც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ბათუმში შტატგარეშედ იმუშავებენ. თითოეულის ხელფასი თვეში 1500 ლარი იქნება. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 24 აპრილია. 

აჭარის ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 16 აპრილს პლენალური სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა საკითხი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ“, რომელიც  სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს რამაზ ბოლქვაძეს უნდა წარედგინა.  ბიუროს გადაწყვეტილებით ანგარიში მინისტრმა უნდა წარადგინოს, თუმცა თარიღი ჯერ არ დაუდგენია.

პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

 

პირველი აფთიაქის დაგეგმილი ნგრევის შეჩერება 13 აპრილის მდგომარეობით იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სულ რაღაც ორი წლის წინ სხვა ძეგლების გადარჩენისთვის თავად იბრძოდნენ. ახლა ისინი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ და შესაბამისი კოლექტიური სახელიც ჰქვია – ხელისუფალი. მათ, თავიანთი წინამორბედის მსგავსად მიაჩნიათ, რომ ინვესტორისგან მიღებული სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული ყოფილი #1 აფთიაქის შენობის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა. ახლა ჯერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზეა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოც ვერ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯერი დადგება. 

„წიგნები ბათუმშის“ ახალი თარგმანები მკითხველს

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ექვსი ახალი წიგნის თარგმანს გამოსცემს.

 

ფილიპ დიკის – „იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა“,  არტურ კლარკის „კოსმოსური ოდისეა 2001“, არტურ კლარკის, რობერტ ჰაინლაინის – მოთხრობების კრებული „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცემა. ამ წიგნების შეძენა წიგნის მაღაზიებში მკითხველს 20 აპრილიდან შეეძლება.

 

 

<!** Image 1 align="" width="500" height="960" >

 

სახალხო დამცველის რეკომენდაცია დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე

 

სახალხო დამცველის განცხადება ეხება ვებ-გვერდზე www.jobs.ge გამოქვეყნებულ ვაკანსიებში გამოყენებულ, სქესზე ორიენტირებულ ფრაზეოლოგიას. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე, საიტზე სულ 71,360 განცხადება გამოქვეყნდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01%-ს შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი www.jobs.ge-ს ბაზაზე სიტყვა „მამაკაცის“ გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა „სასიამოვნო გარეგნობა“ 1589 განცხადებაში; სიტყვა „სტაბილურს“ 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა „ქალბატონი“607 შემთხვევაში იყო  გამოყენებული.

წაახალისებს თუ არა სახელმწიფო მთაში ქორწინებებს

 

საქართველოს პარლამენტარების მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ კერძო ფონდში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბიზნესმენი ლევან ვასაძეა, ინიციატივით გამოდიან, სახელმწიფომ დააფინანსოს მთაში მცხოვრები მოქალაქეების ქორწინება. ფონდში ზუსტად არ არიან ჩამოყალიბებულები, რა ასაკის ადამიანების ქორწინებას უნდა დაუჭიროს მხარი სახელმწიფომ ფინანსურად ან რამდენი უნდა იყოს ეს თანხა. დემოგრაფიული აღორძინების  ფონდში იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა აისახება კანონპროექტში მთის შესახებ, რომლის განხილვასაც პარლამენტი 2015 წლის აპრილის ბოლოს დაიწყებს. 

კონდიციონერი სახლის ფასადზე – ზეპირი დირექტივები ბათუმის მერიისგან

 

კონდიციონერების გარე ბლოკების ფასადებზე მონტაჟსა თუ დემონტაჟს ბათუმის მუნიციპალიტეტი საკანონმდებლო დონეზე ვერ არეგულირებს. მიუხედავად ამისა,  მერიის ზედამხედველობის სამსახური თუ მიიჩნევს, რომ კონდიციონერის გარე ბლოკი ფასადს ამახინჯებს, სამსახური ატყობინებს მეპატრონეს, რომ ბლოკი ფასადიდან მოხსნას ან შეფუთოს.  

არჩილ ხაბაძე: საკურას ყვავილობა ტურისტებისთვის ქალაქში სტუმრობის მიზეზი გახდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ფეისბუქის“ საკუთარ  გვერდზე ბათუმში საკურას აყვავებას ეხმაურება, არჩილ ხაბაძე მიიჩნევს, რომ საკურას ყვავილობა  ბათუმში ტურისტების სტუმრობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს.

უფასო სამედიცინო აქცია ქობულეთში

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 აპრილს  ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრში” შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრისა“ და შპს „ენმედიცის“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. 

ვაკანსია ბათუმსა და თბილისში მიმტანის, მზარეულისა და მენეჯერის პოზიციაზე

  ფრანგულ რესტორან “LIZARR”-ის ქსელს საქართველოში (თბილისსა და ბათუმში) ესაჭიროება მომსახურე პერსონალი: მიმტანის, მზარეულისა და მენეჯერის პოზიციაზე.   აუცილებელი მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება; უცხო ენის ფლობა.   მსურველებს ვთხოვთ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: madonasectory@gmail.com მობ: 577135024

”ოლიმპიური ცეცხლი” პირველად საქართველოში

 

 

წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებითბილისი 2015“ ჩატარდება. საქართველოში პირველად შემოვა ოლიმპიური ცეცხლი. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს ორი თვით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ათენიდან ჩამოიტანენ. ოლიმპიური ცეცხლი 20:00 საათზე სარფში შემოვა.

აპრილში ბათუმში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

 

20 და 21 აპრილს ბათუმის 30-ე (ბარცხანის დასახლება) და  მე-8 (ინასარიძის ქ. #4 ა) საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება. ბარცხანის საბავშვო ბაღი რვა ჯგუფისგან შედგება, რომელიც 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამავე ბაღში მე-16, მე-17 და მე-18 საბავშვო ბაღებიდან,  მშობლების სურვილიდან გამომდინარე, სასკოლო, უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები გადანაწილდებიან. დარჩენილ ადგილებს ბარცხანაში მცხოვრები აღსაზრდელები შეავსებენ.

„ბათუმელები“ თავის ხელმომწერებს ბოდიშს უხდის

 

„ბათუმელების“ რედაქცია თავის მკითხველს, ბეჭდური ვერსიის ხელმომწერებს აცნობებს, რომ ამ კვირის ნომერს ნაცვლად 13 აპრილისა, მიიღებენ 15 აპრილს. რედაქცია ძალიან წუხს მომხდარის გამო და ბოდიშს უხდის გაზეთის ხელმომწერებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კვირეული სკოლის მოსწავლეებისთვის

 

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საგანმანათლებო-საინფორმაციო კვირეულს (15-18 აპრილი) გამართავს. სააგენტო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის გეგმავს შემეცნებით ტურს. 

Tbilisi JAM Fest – ის მუსიკალურ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გერმანიაში გაემგზავრება

 

 24-26 აპრილს, თბილისში, ლისის ტბაზე Tbilisi JAM Fest 2015 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, წელს უკვე მესამედ მუსიკალური ორთაბრძოლა – WACKEN METAL BATTLE მოეწყობა, რომლის გამარჯვებულიც გერმანიაში, საერთაშორისო მეტალ-ფესტივალზე Wacken Open Air – ზე გაემგზავრება. მუსიკალურ ორთაბრძოლაში ჩაებმებიან ჯგუფები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

 

ბათუმში მიწისქვეშა სანაგვე ურნები დაამონტაჟეს

 

მიწისქვეშა ნარჩენების შემკრები ოთხი კონტეინერი ამ დროისთვის ბათუმში, ესენინის ქუჩაზეა განთავსებული.   მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა. როგორც სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე აცხადებს, მიწისქვეშა ურნების  განთავსება ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

 

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის საკრებულოში ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა ცხრაკაციან დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრას, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე ქალაქის მერი ესწრებოდნენ.    

Exit mobile version