სიახლეები

აჭარაში 4 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

07.04.2015 • 1425
აჭარაში 4 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

„1100 აბონენტია გამორთული ბათუმში, 900 აბონენტი ქობულეთში, 1700 აბონენტი ზემოაჭარაში და 300 აბონენტი ხელვაჩაურში“, – უთხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ „ბათუმელებს“.

 

შეკითხვაზე დღეს რამდენად შესაძლებელია ენექტროენერგიის მიწოდება აღუდგინონ ამ აბონენტებს, გენო სურმავა პასუხობს: „გაცილები მეტი იყო დაზიანება. ამ წუთებშიც მუშაობენ. რასაც მოვახერხებთ მოვახერხებთ, დანარჩენი სამუშაოები ხვალე დილას გაგრძელდება“.

 

გენო სურმავას თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.

 

ბათუმის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, „გიორგი ერმაკოვი მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხემძღვანელებს შეხვდა. მობილიზებულია მერიის ყველა უწყება და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება ოპერატიულად აღმოიფხვრება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: