ნეტგაზეთი • RU

სამაშველო სამსახური: ქარიშხლის გამო დღეს 25 გამოძახება გვქონდა

 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთან ზუსტად 25 გამოძახება შევიდა. სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი თანამდებობის პირის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ქარმა ძირითადად ხეები მოგლიჯა და სახლების სახურავები გადახადა. 

 

ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი ხელვაჩაურის სოფლებში – ორთაბათუმში, ახლშენსა და ხელვაჩაურში. „გამგეობის თანამშრომლები გასული არიან ადგილებზე და კომისია ზარალს დაადგენს“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი ახადა, რომელიც მანქანას დაეცა.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი ახადა, რომელიც მანქანას დაეცა.

ზარალი არის ქობულეთშიც, გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, აქაც ძირითადად სახლების სახურავებია გადახდილი: „კორპუსს გადახადა ხუცუბანში სახურავი და ერთ კერძო სახლს. შეტყობინება არის გვარადან და ჩაისუბნიდანაც სახლების სახურავების გადახდაზე. არავინ დაშავებულა. ჩვენი თანამშრომლები მიდიან დაზიანების ადგილებზე, ზარალს დავადგენთ“.

 

ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ის ბრიგადასთან ერთად ამ დროისთვის იმყოფება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ქარმა სახურავი გადახადა მაღაზიას. გადახდილი სახურავი ერთ-ერთ ავტომანქანას დაეცა.

 

ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სამაშველოს გამოძახება არ ჰქონია ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. „შუახევში იყო პატარა ქარბორბალა, მაგრამ მალე ჩადგა:” დღეს გამოძახება, ძირითადად ბათუმიდან გვქონდა“. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.