ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურს ბაგრატ ხალვაში უხელმძღვანელებს. ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ხინთიბიძე კი მერიაში სამუშაოდ დარჩება, ის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს.

„სოკარ ჯორჯიას“ 40-მდე თანამშრომელი გაიფიცა

 

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“  შვილობილი კომპანია „პროჯექტ გაზ ჯორჯია“-ს  40-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი დაგვიანებულ და ჩამოჭრილ ხელფასებს აპროტესტებენ.  

დედაენის დღე ილიას ძეგლთან

 

დღეს, 14 აპრილს, დედაენის  დღესთან დაკავშირებით, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორებმა და ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა, ილია ჭავჭაძის ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. 

„მსუბუქი მანქანა – პოლიციელი“ ხულოს საბავშვო ბაღებში

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ სხვადასხვა სათამაშოს შეიძენს [მათ შორის „მსუბუქი მანქანა (პოლიციელი), სატვირთო მანქანა (პატარა მანქანები); შინაური და გარეული ცხოველები, ბურთები, თოჯინები, სულ 24 დასახელების]. ბაღების გაერთიანება სათამაშოებში 7 ათასამდე ლარს გადაიხდის.

საბჭოთა პერიოდის მოზაიკების გამოფენა ბათუმში

 

18 აპრილს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში საბჭოთა პერიოდის მოზაიკების გამოფენა გაიმართება.  

 

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა მოზაიკების ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები, ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას პირადი არქივებიდან. ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის საბჭოთა პერიოდის მოზაიკის ფოტოები. 

განცხადება ენმ-ის მხარდაჭერების ბათუმის მერიიდან გათავისუფლებაზე

 

დღეს, 14 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისმა, ბათუმის მერს განცხადებით მიმართა. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მერმა, გიორგი ერმაკოვმა ნაციონალური მოძრაობის აქციაზე 21 მარტს თბილისში წასული სამი მისი (ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“) თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. საერთაშორისო გამჭვირვალობას ეჭვი აქვს, რომ გია ერმაკოვმა პოლიტიკური აქტიურობის გამო შეამცირა იმ 3 თანამშრომლის შტატი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.  რეორგანიზაცია, რომელიც თითქოსდა სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით დაიწყო, იმით დასრულდა, რომ ორგანიზაციის შტატები 13-ით გაიზარდა. „ბათუმელები“ უცლელად გთავაზობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებას: 

ბულვარში ახალი ძელსკამები განთავსდება

 

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია 130 თუჯის სხმულისაგან დამზადებულ საბაღე სკამებს შეისყიდის. ძელსკამების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 59 ათას 800 ლარია. 

ბათუმში საკურა აყვავილდა

 

ბათუმში  საკურა, ანუ იაპონური ალუბლის ხეები აყვავილდა. 50 ძირი საკურა, გასული წლის გაზაფხულზე ბათუმის მერიის „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ დარგო.  

1,7 მილიონი ლარი თურქულის საწინააღმდეგოდ

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 მილიონ 709 ათასი ლარი, ხოლო შესასყდი დოზა _1 709 000.

“სოუქსუ” – ბათუმის სასაფლაოსთან მოძრაობა პარალიზებულია [ფოტო, ვიდეო]

 

დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, დილიდან პარალიზებულია მოძრაობა ს. მესხისა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ე.წ. „სოუქსუს“ სასაფლაოზე მიმსვლელთა სიმრავლის გამო. 13 აპრილი აღდგომის მომდევნო დღეა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დღეს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

ლელობურთი გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

 

დღეს, 12 აპრილს, გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.  სოფელ ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ერთმანეთს ლელობურთში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი შუხუთის ცენტრიდან დაიწყო. სოფელს ორი ღელე ჩამოუდის. ორივე ღელემდე შუხუთის ცენტრიდან 130-130მეტრია. მოწინააღმდეგე მხარეები, ერთმანეთს ეჯიბრებიან რომ  სილით და ნახერხით სავსე 18 კილოგრამიანი ლელოს ბურთი როგორმე ღელემდე მიიტანონ. წელს გამარჯვება ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს. 

 

განსხვავებით წინა წლებისგან, წელს გურიაში ლელო მსხვერპლით დასრულდა. შუახნის მამაკაცი ლელობურთის დროს გარდაიცვალა. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მოთამაშეებისთვის თამაში გაეგრძელებინათ და გამარჯვება ეზეიმათ. 

 

 ლელობურთი გურიაში ტრადიციულია და ის ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. გამარჯვებულ მხარეს ბურთი იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე მიაქვთ. 

გურიაში „ლელოს“ თამაშის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

 

ტრადიციული შეჯიბრის – „ლელოს“ დროს დღეს, 12 აპრილს, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შეჯიბრის დროს დაზარალებული ორი მოქალაქე კი ლანჩხუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს 4 ბავშვი დაიბადა

 

 

  რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბათუმის სამშობიარო სახლში, ბავშვთა განყოფილების მონაცემით, დღეს, 12 აპრილს, ოთხი ბავშვი დაიბადა – 2 გოგო, 2 – ბიჭი.

ბათუმის ”დინამო” სატურნო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა

 

 

  უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სამტრედიის „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა 45 ქულით. შეხვედრის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე „სამტრედიის“ მცველმა ლევან კაკუბავამ „სამტრედიისვე“ კარში გაიტანა.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

 

 ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომოდ  5 კვერცხი და ორი პასკა გადასცა. 

აღდგომა ბათუმში [ვიდეო]

 

დღეს, 12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა სადღესასწაულო წირვა. 

მიზნობრივი პროგრამები დასაქმებისათვის

 

აჭარის დასაქმების სააგენტო, წელს ორი მიზნობრივ პროგრამას „პროფესიული გადამზადება“ და „დასაქმების ხელშეწყობის მართვა“ განახორციელებს. პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი 488 800 ლარს შეადგენს, აქედან 100 000 ლარი „პროფესიული გადამზადების“ პროგრამაზე, ხოლო 388 800 ლარი „ დასაქმების ხელშეწყობის მართვაზე“ დაიხარჯება.

მართლმადიდებლური სამყარო 12 აპრილს უფლის აღდგომას აღნიშნავს

 

დღეს, 12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა სადღესასწაულო წირვა. 

 

სააღდგომო წირვა ჩატარდა ბათუმშიც. ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ათეულობით მორწმუნე იყო შეკრებილი. 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურების დროს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომელსაც “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:

 

“ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

 

“მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა~ (კორინ. 6,20)
“ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით (ეს.61,10)

ბათუმის ”დინამოს” ფანები დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვერ დაესწრებიან

 

 

  ქობულეთში დღეს 4 საათზე ბათუმის „დინამო“ სამტრედიის „სამტრედიას“ უმასპინძლებს. სტადიონის კარები ჩაკეტილი იქნება. დინამოს გულშემატკივარს სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგან ბათუმის „დინამო“ საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი და გულშემატკივრის ტრიბუნებზე დაშვება  ეკრძალება. ეს წესი თვითონ კლუბმა უნდა შეასრულოს და თუკი რომელიმე ქომაგი მოედნის შიგნით აღმოჩნდა,  კლუბი ისევ დაჯარიმდება. „დინამოს“ პრეზიდენტის ოთარ ფედიჩკინის თქმით, სტადიონს 10 პოლიციელი დაიცავს.

სკარლეტი, მელანი, ეშლი და სხვა ქარწაღებულები

 

ამჯერად იმ წიგნზე უნდა დავწეროთ, ამერიკელებისთვის ლამის ბიბლიად რომ იქცა. მარგარეტ მიტჩელის „ქარწაღებულები“ იშვიათი დიდების მქონე წიგნია. ვერ ვიტყვით, რამ განაპირობა მისი პოპულარობა: ამერიკის შემთხვევაში ეს გასაგებია, რომანის მთავარი თემა ამერიკის სამოქალაქო ომი და მონობის გაუქმებაა. დანარჩენი მსოფლიოს შემთხვევაში კი ეს პოპულარობა ალბათ საოცრად ცოცხალმა სახეებმა, დახვეწილმა სტილმა, უცნაურად მკვეთრმა ტონმა და რაც მთავარია, სკარლეტ ო’ჰარამ მოიტანა. სწორედ იმ სკარლეტმა, რომელსაც მისმა შემქმნელმა მეძავი უწოდა, მაგრამ დღემდე არის უამრავი ქალისთვის ძალის მიმცემი და მაგალითი, როგორ უნდა ამტვრიო კლდეები, როგორ უნდა გამოხვიდე ჩიხიდან და ყოველთვის შეუპოვრად გჯეროდეს წარმატების.

რა უნდა გაკეთდეს ჯილეხისგან თავდასაცავად

 

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა. ჯილეხით ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  2-3 დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული საქონლის ხორცის მიღებით ავადდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს ჯილეხით პირუტყვის დაინფიცირების 17, მიმდინარე წელს კი, მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირას, საუკუნის წინ აშენებულ ხის ერთსართულიან ფიცრულში სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სახლი, სადაც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ორი ადამიანი მცირეწლოვან შვილს ზრდის, ცუდ მდგომარეობაშია, –  ქვები, რომელზეც წლების წინ ხის საძირკველი იყო დაშენებული, ჩამოშლილია. მორყეული და ალაგ-ალაგ ამოტეხილია იატაკი, დაზიანებულია კედლები, სახურავი, სახლის ფანჯრებს მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს აკრული. დიასახლისი თინა სამნიძე ამბობს, პარკს მზე წვავს და მალე იხევა, ოჯახს კი პარკის განახლების საშუალება არ აქვს. 

სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან

 

ღია სანიაღვრე არხები ბათუმისთვის კვლავ ღია პრობლემაა, ქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის მიუხედავად, საკითხი არ გვარდება. ანტისანიტარია, სპეციფიკური სუნი, მღრღნელები, პარაზიტები, ეზოსა თუ სახლის დატბორვა – ადგილობრივ მოსახლეობას წლებია აწუხებს. აქ წლებია ელიან მერიას, რომელიც „მოვა და მოაგვარებს პრობლემას“, მაგრამ როდის?  მოქალაქეებმა ეს უკვე აღარ იციან.    

როგორ ასრულებს აჭარის მთავრობა ხელმძღვანელის დავალებას

 

ერთიანი ვებპორტალი გასულ წელს აჭარის მთავრობამ მეტი საჯაროობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და გამოქვეყნებული ინფორმაციის მარტივად მისაწვდომობის მიზნით შექმნა. დღეს კი, ამავე ვებპორტალის მიხედვით, მთავრობის აპარატი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ ხელმძღვანელის დავალებას ან არ ასრულებენ, ან მხოლოდ ნაწილობრივ. გამონაკლისი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროა.

როდის ექნებათ ბუკნარში წყალი?

 

დაბა ჩაქვში, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. ისინი „ბათუმელებს“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაუკავშირდნენ. ამ სოფლის წყლით მომარაგებისთვის ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ქობულეთის მაშინდელმა გამგებელმა გიორგი რომანაძემ განაცხადა, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაწყებული იყო, თუმცა ბუკნარელები ერთი წლის შემდეგაც იმავე პრობლემის წინაშე დგანან. როდის მიეწოდება ბუკნარში მცხოვრებ ოჯახებს წყალი? – „ბათუმელების“ კითხვებს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხა.

124 223 სტუდენტი და 8 389 პროფესორ-მასწავლებელი საქართველოში

 

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2014-2015 სასწავლო წლისთვის 124 223 სტუდენტი სწავლობს. აქედან 4 780 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ქვეყანაში არსებულ 73 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი 8 389 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის.

გურია – ერთადერთი რეგიონი უმაღლესი სასწავლებლის გარეშე

 

საქართველოს 12 რეგიონს შორის [დედაქალაქის ჩათვლით] გურია ერთადერთი რეგიონია, სადაც არ არის არც ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. გურიაში ერთადერთი, ისიც კერძო უმაღლესი სასწავლებელი, ბოლოს 2009-2010 წლებში ფუნქციონირებდა.

ქობულეთში ქუჩების დაზიანებული მონაკვეთები მოასფალტდება


ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქალაქ ქობულეთში, გზის პრობლემატური მონაკვეთების მოასფალტებაზე ელექტრონული ტენდერი, 7 აპრილს 32 000 ლარზე გამოაცხადა.

სოფელ ქობულეთში ბაგა-ბაღი აშენდება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. სოფელ ქობულეთში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი დღეს, 10 აპრილს 418 360 ლარზე გამოცხადდა. 

 

ძველი ბათუმის უბანში კატამ ელექტროენერგია გათიშა

 

დღეს, 10 აპრილს ძველი ბათუმის უბანში ელექტროენერგია ნახევარი საათით იყო გათიშული. როგორც “ბათუმელებს” “ენერგო-პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალის სადისპეტჩეროში განუცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კატა გახდა. 

 

დისპეტჩერის თქმით, კატა, ერთ-ერთ ქვესადგურში შეიპარა, რის გამოც “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ დენი გაეთიშათ.

 

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. კატა ვერ გადაარჩინეს. 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე

 

ცოტა ხნის წინ, აეროპორტის გზატკეცილზე, ბავშვთა საავადმყოფოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ოთხი ავტომობილი დაზიანდა.

რატომ არ უნდა დაუმალო ბავშვს, რომ ის ნაშვილებია

 

 

ბავშვის შვილად აყვანა, როგორც საიდუმლოება, დღემდე არის საზოგადოებაში სტიგმის,  ბულინგის, შანტაჟის, სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევისა და პირველ რიგში, ბავშვის უფლებების დარღვევის მიზეზი. სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფომ შვილად აყვანის კანონი უნდა შეცვალოს: „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბევრ ბავშვს შევწირავთ თვითდინებას“. განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმდა იმაზე, რომ ბავშვის შვილად აყვანა საიდუმლოებას არ უნდა წარმოადგენდეს. 

ბათუმის მერია ჩოგბურთში ტურნირის ჩატარებას შეისყიდის

 

 

10-14 მაისს ჩოგბურთში ბათუმის მერიის თასის ტურნირი ჩატარდება, რომელშიც ხუთი ასაკობრივი კატეგორიის 30 ჩოგბურთელი მიიღებეს მონაწილეობას. ტურნირის ჩასატარებლად ბათუმის მერიამ 8 მაისს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 10 000 ლარზე გამოაცხადა. 

წიგნები მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

 

ხვალ, 16 საათზე, საზღვაო ჰოსპიტალი ფერიაში, წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის მფარველობის ქვეშ მცხოვრებ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს საჩუქრად  საბავშვო წიგნებს გადასცემს.

სასჯელი ფანების გამო

  

 

  ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ წლევანდელი შეხვედრა (3:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ), რომელიც 3 აპრილს ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიმართა, ინციდენტით დასრულდა, რასაც „დინამოს“ დაჯარიმება მოჰყვა. გულშემატკივრებმა, მატჩის ბოლოს, მსაჯს, როცა ის მოედნიდან გადიოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

Exit mobile version