სიახლეები

ახალშენში ქარისგან დაზარალებული ოჯახი მაშველებსა და ჟურნალისტებს ითხოვს

07.04.2015
ახალშენში ქარისგან დაზარალებული ოჯახი მაშველებსა და ჟურნალისტებს ითხოვს

 

სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო დღეს ორი გამოძახება ბათუმში ჰქონდათ და ერთი სოფელ განახლებაში. განახლებაში მოგლეჯილი ხემ ცოტა ხნით გზა გადაკეთა, ხოლო სოფელ ახალშენში სახლს სახურავი ახადა და როგორც ამ ოჯახის დიასახლის, ეთერ გაბაიძე ამბობს, მეორე სართული დაანგრია.

 

„რძალი სკოლაში იყო ბავშვების მოსაყვანად, რომ მოვიდა სახლის ამ დღეში დახდა. ზალიან შეეშინდა და ცუდად გახდა სასწრაფო გამოვიძახეთ“.

 

ეთერ გაბაიძე ამბობს, რომ არც მათთან ჯერჯერობით არც სამაშველო სამსახური მისულა და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალბატონი ითხოვს, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ტელევიზიებსა და სამაშველო სამსახურს.

 

ეთერ გაბაიძის თქმით, მათი სახლი სოფელ ახალშენში, ცენტრალურ გზაზა, სასაფლაოებტან ახლოს მდებარეობს.

 

გარდა ამ შემთხვევისა დღეს ადამიანებს ქარმა ზიანი ბათუმშიც მიაყენა. ერთ-ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხარისხის დარგში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, თამარ მხატვარის თქმით, „ჩვენთან ერთი პაციენტი შემოიყვანეს, 64 წლის მამაკაცი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები. კვლევების შედეგად გავიგებთ დაზიანების ხარისხს“.

 

დაახლოებით 18:00 საათისთვის ბათუმში მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი ქარი. ამ დროს „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანია დაზარალებული – ერთი ქარის გამო მოგლეჯილმა ხემ დააზიანა, ხოლო მეორე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილმა სახურავის ფრაგმენტებმა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილ 64 წლის მამაკაცთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ ფიზიკური დაზიანება არ უნდა ჰქონდეთ მიღებული. ყოველ შემთხვევაში ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არც ერთ კლინიკაში არ გადაუყვანია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: