სიახლეები

არჩილ ხაბაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

08.04.2015 • 1326
არჩილ ხაბაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

 

 

შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარიამ ჯაშმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

 

„მოხარული ვარ რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ რომ ძირითადად საჯარო მოხელეები  ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა.  ვფიქრობ რომ  დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიოდარობის ფონდში, რომელმაც 2014-15 წლის განმავლობაში  22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე  დააფინანსა.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამსრომლობას. ვფიქრობ,  ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება  თითოეული  ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები.   ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღესვე რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ფონდის ქველმოქმედებაში არიან ჩართული.

   

 

გადაბეჭდვის წესი