ნეტგაზეთი • RU

სოლიდარობის ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა

 

დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდმა აჭარაში პირველი საანგარიშო შეხვედრა გამართა. სოლიდარობის ხელმძღვანელის ცნობით, ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა, რის გამოც სოლიდარობის ფონდმა დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

 

 

სოლიდარობის ფონდის ცნობით,  2 400 000 ლარით ისინი უკვე დაეხმარნენ 22-წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე 78 ბენეფიციარს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მათი სამინისტროს თანამშრომლები ფონდში  ყოველწლიურად 5 000-მდე ლარს რიცხავენ.

 



შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.


„მოხარული ვარ, რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ,ძირითადად საჯარო მოხელეები ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა. ვფიქრობ, რომ დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიდარობის ფონდში, რომელმაც 2014-2015 წლის განმავლობაში 22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე დააფინანსა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება თითოეული ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დაწესებულებებისა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღეს, რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც საქველმოქმედო ფონდში არიან ჩართულნი.

 

სოლიდარობის ფონდი  2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფონდში ჩართვა ნებაყოფლობითია.


 

 

 

 


მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.