Batumelebi | “მე და უნივერსიტეტი” – დისკუსია ღია ცის ქვეშ [ანონსი] “მე და უნივერსიტეტი” – დისკუსია ღია ცის ქვეშ [ანონსი] – Batumelebi
RU | GE  

“მე და უნივერსიტეტი” – დისკუსია ღია ცის ქვეშ [ანონსი]

 

17 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გაიმართება დისკუსია თემაზე: „მე და უნივერსიტეტი“.

 

მომხსენებლები: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა პატარაია.

მოდერატორი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი სალომე ფუტკარაძე.

 

 
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში აქცენტებს გააკეთებს უნივერსიტეტის როლზე – რა გავლენას  ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაში, რის შეცვლას აპირებს ახალი რექტორი… სტუდენტი ანა პატარაია ისაუბრებს იმ მოლოდინებზე, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის მიმართ გააჩნიათ, რას ელოდებიან სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარების დროს და რა შედეგს იღებენ ისინი სტუდენტობისას.

 

დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი"