ნეტგაზეთი • RU

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კვირეული სკოლის მოსწავლეებისთვის

 

18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საგანმანათლებო-საინფორმაციო კვირეულს (15-18 აპრილი) გამართავს. სააგენტო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის გეგმავს შემეცნებით ტურს. 

 

სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „15 აპრილს, კვირეულის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყობა შემეცნებითი ტური, კინოთეატრ ,,აპოლოში’’ გაიმართება  დოკუმენტური ფილმის ჩვენება ისტორიული ძეგლების შესახებ, შემდეგ კი დაათვალიერებენ არქეოლოგიურ მუზეუმსა და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს“.

 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები დაათვალიერებენ არქეოლოგიურ მუზეუმს (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს (სოფელი სხვიტორი), ძმები ნობელების ბათუმის სახ.ტექნოლოგიურ მუზეუმს, ასევე ნახავენ ანიმაციური ფილმს (კინოთეატრი ,,აპოლო“) და ისტორიული ძეგლების შესახებ დოკუმენტურ ფილმს.

 

კვირეული დასრულდება 18 აპრილს. იმავე დღეს ნობელების მუზეუმში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:  „კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები“.

 

კვირეულს სრულად აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. პროექტის აქტივობებში სულ 260 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ღირებულება 5390 ლარია.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.