Batumelebi | „წიგნები ბათუმშის“ ახალი თარგმანები მკითხველს „წიგნები ბათუმშის“ ახალი თარგმანები მკითხველს – Batumelebi
RU | GE  

„წიგნები ბათუმშის“ ახალი თარგმანები მკითხველს

 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ექვსი ახალი წიგნის თარგმანს გამოსცემს.

 

ფილიპ დიკის – „იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა“,  არტურ კლარკის „კოსმოსური ოდისეა 2001“, არტურ კლარკის, რობერტ ჰაინლაინის – მოთხრობების კრებული „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცემა. ამ წიგნების შეძენა წიგნის მაღაზიებში მკითხველს 20 აპრილიდან შეეძლება.

 

 

 

 

ასევე 20 აპრილს გამოდის როალდ დალის „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი“ და „მატილდა“.

 

მკითხველს პირველად ექნება საშუალება ქართულ ენაზე წაიკითხოს  თანამედროვე პოპულარული ავტორის, ბერნარ ვერბერის სუპერ ბესთსელერი- “ჭიანჭველების ტრილოგიის” პირველი წიგნი – “ჭიანჭველები”.

 

22 აპრილს წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელის. ანა გავალდას „35 კილო იმედი“ ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"