ბათუმის სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება ზღვაში გასული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც კატარღის ძრავის გაფუჭების გამო ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მოქალაქეები შავი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.