გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს. ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
- ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5 სექტემბერს გამოიდარებს.






