დღეს, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბათუმის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრება. მატჩი საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე, „ჩიხურას“ საშიანო მოედანზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის „დინამო“ გასვლით მატჩხე საჩხერეში ორი დღის წინ გაემგზავრა.
მატჩსს განსჯიან:
მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.თოდრია, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (1 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ შონია, ბექა ვარშანიძე (ორივე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი)
დღეს უმაღლესი ლიგის კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:
- ბოლნისის „სიონი“ – ცხინვალის „ცხინვალი“ – 17:00 საათი გორი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
- გორის „დილა“ – რუსთავის „მეტალურგი“ – 17:00 საათი – რუსთავი – სტადიონი „ფოლადი“
- თბილისის „დინამო“ – ქუთაისის „ტორპედო“ – 17:00 სთ – თბილისი – ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
- სამტრედიის „სამტრედია“ – ფოთის „კოლხეთი“ – 17:00 სთ – სამტრედია ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი