სიახლეები

დისკუსია საჯარო და კერძო სექტორში შრომითი პრობლემების შესახებ

01.05.2015 • 1158
დისკუსია საჯარო და კერძო სექტორში შრომითი პრობლემების შესახებ

 

შეხვედრაზე საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილმა, აჭარაში საჯარო და კერძო სექტორში არსებული შრომითი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  საჯარო სექტორში ბოლო პერიოდებში ადგილი ჰქონდა პირადი მოტივით საჯარო მოხელეების გათავისუფლებას და ამ მხრივ ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობები გამოირჩევიან.

 

გარდა ამისა, საიას რეკომენდაციით აუცილებელია საჯარო სამსახურებში კონკურსების ჩატარების წესის დეტალური გაწერა, რადგან ხშირად არ იყო ცნობილი თუ რა კრიტერიუმებსა და რა ნიშნებზე დაყრდნობით ხდებოდა კონკურსანტების შერჩევა. მათივე რეკომენდაციით, ცვლილებებს საჭიროებს კომისიის წევრების არჩევის წესიც, რადგან მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევბი, როცა კანდიდატს მასზე დაბალი რანგის, ან სხვა დარგის სპეციალისტი აფასებდა.

 

კერძო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უსაფრთხო შრომითი გარემო და პირობები დასახელდა. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მათ გარკვეული რეკომენდაციები აქვთ დასაქმებულების ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ამ სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის და ამით გამოწვეული პრობლემების მოგვარების შესახებ – ”ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ხდება რომ დასაქმებული მოგვმართავს დახმარების თხოვნით და შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის გამო, ჩიხში შევდივართ” – ამბობს გიორგი ხიმშვაშვილი.

 

”ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს შრომით უფლებებთან დაკავშჳრებით ზოგად პრობლემატიკას, როგორც სამართლებრივს ისე ფაქტობრივს. რეკომენდაციების ძირითადი არეალი მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს. ეს შეეხება საჯარო სექტორში – კონკურსებსა და ატესტაციას, რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივ დონეზე ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, ეს შეეხება ზე განაკვეთურ სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, მის შეწყვეტას და ა.შ.” – თქვა საიას თავმჯდომარემ.

 

გადაბეჭდვის წესი