ხვალ, 30 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონის“ საკონფერენციო დარბაზში აჭარის რეგიონში მოქმედი წარმატებული ბიზნესსუბიექტების დაჯილდოვება გაიმართება. მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. კონკურსში მონაწილე პალატის წევრი ბიზნესმენების დაჯილდოვებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესასოციაციები ახორციელებენ ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით.
დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანია ბიზნესის წახალისება, სტიმულირების მიცემა, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა და ხელისუფლებისა და ბიზნესსამყაროს პიარი.
ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი კომპანია, აჭარის მთავრობა, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები და დიპლომატიური კორპუსი.