ნეტგაზეთი • RU

„ინტელექტმა“ ხულოსა და ხელვაჩაურში საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოავლინა

 

დღეს, 30 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საუკეთესო წევრები დაასახელა.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის კონკურსის -„საკრებულოს საუკეთესო წევრი“  გამარჯვებული `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეიმურაზ დუმბაძე, ხულოში კი, საკრებულოს საუკეთესო წევრად პარტია „ქართული ოცნების“დეპუტატი ჯუმბერ დიმიტრაძე დასახელდა.

 

 

საუკეთესო წევრები გამოვლინდნენ ქედისა და შუახევის საკრებულოებშიც. საუკეთესოს სტატუსი ქედაში ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვაჟა ბლქვაძეს, შუახევში კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფატი ჭაღალიძეს ერგო. „ინტელექტმა“  საკრებულოს საუკეთესო წევრები მათი საქმიანობის მონიტორინგის საფუძველზე გამოავლინა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამარჯვებულ დეპუტატებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.