ნეტგაზეთი • RU

არჩილ ხაბაძე: მაღალმთიან აჭარაში პაციენტები სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდებიან

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის მაღალმთიანეთში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“  კლინიკებში სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული გეგმიურ მკურნალობის შეწყვეტას გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ მაღალმთიანეთში აღნიშნულ კლინიკებს, მკურნალობის საფასურს ჯერჯერობით მთავრობა გადაუხდის. 

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„მთავრობამ იმსჯელა და ყველა პაციენტი, რომელიც დანახარჯს გასწევს ხულოში ან ზემომთიანეთის შემთხვევაში, ჩვენ მიერ იქნება ანაზღაურებული. როგორც ვიცი, ეს პერიოდი მოკლე იქნება, ჩაენაცვლება სხვა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და ხელახლა გაფორმდება ხელშეკრულება. თუმცა ჩვენ თადარიგი მალე დავიჭირეთ, მალე მოვახერხეთ აღმოფხვრა ამ პრობლემის და მოსახლეობას ვთავაზობთ და ვეუბნებით, პანიკის დრო არ არის, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ მიბრძანდნენ და მიიღონ ის სამედიცინო მომსახურება, რასაც იღებდნენ მანამდე. ის პროგრამები, რაც იყო, განხორციელდება და ჩვენ მიერ სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული იმ პერიოდამდე, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ არ სჭირდება აჟიტირება და პოლიტიკური თუ სხვა შეფასებების გაკეთება“  – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ქედაში, ხულოსა და შუახევში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკები მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით აღარ ემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის განმარტებით, „ევექსი“ სამივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებიდან დროებით გამოვიდა და ამ ეტაპზე კლინიკები ქედაში, შუახევსა და ხულოში მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპით და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.  ადგილობრივი მოსახლეობა „ევექსის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.