2014 წელს ტურიზმისა და სასტუმრო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის დღეს, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ხელისუფლებამ რვა სასტუმრო დააჯილდოვა.
წარმატებულ სასტუმროებად დასახელდა:
სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“
სასტუმრო „შერატონ ბათუმი“
სასტუმრო „რედისონ ბლუ“
სასტუმრო „ინტურისტ პალასი“
სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“
სასტუმრო „ჩაო“
სასტუმრო „გოლდენ პალასი“
სასტუმრო „ადმირალი“
აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, თამაზ შავაძის თქმით, დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანი ბიზნესის წახალისება, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა , ხელისუფლებასა და ბიზნესსამყაროს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა.