სიახლეები

’’მუშა და არა მონა’’ – სტუდენტები შრომითი უფლებების დასაცავად

01.05.2015
’’მუშა და არა მონა’’ – სტუდენტები შრომითი უფლებების დასაცავად

”დღეს პირველი მაისია, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ვაპროტესტებთ დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას საქართველოში და იმას, რომ მუშათა უფლებები, საქართველოს ძალიან ბევრ საწარმოში ირღვევა – ჭიათურაში, კაზრეთში, ჰესების მშენებლობებზე… მაგალითად 17 აპრილს ხულოშიც დაიღუპა ორი ადამიანი. დღეს ანალოგიური და უფრო მასშტაბური აქციები იმართება თბილისში, ქუთაისსა და ჭიათურაში. დღეს ჩვენ მუშებსა და ზოგადად მშრომელ ხალხს ვუხადებთ სოლიდარობას და მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეალური, ქმედუნარიანი შრომითი ინსპექცია და რომ დასაქმებულებს შეუქმნან უსაფრთხო შრომითი გარემო. ასევე, მისცენ მათ მიერ გაწეული  შრომის ადეკვატური ანაზღაურება” – ამბობს ილია ბერიძე, სტუდენტური მოძრაობა ”ალტერნატივას” წევრი.

სტუდენტები ქალაქში მსვლელობასაც მოაწყობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.