სიახლეები

პური, ყველი, თევზი და ფუნთუშები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისგან

01.05.2015 • 1613
პური, ყველი, თევზი და ფუნთუშები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისგან

პროექტის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა (ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, პრობაციონერი) 980 ადამიანს. 

იურიდიული დახმარების სერვისებით (დოკუმენტების მოწესრიგება, სამოქალაქო დავები, ნასამართლობისა და შეწყალების დოკუმენტების მომზადება) ისარგებლა 391-მა ადამიანმა.

პროფესიული განვითარების/განათლების კომპონენტით – 168 ადამიანმა.

პირველადი სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტებით მხარდაჭერის კომპონენტით – 49 ადამიანმა.

თვითდასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით (მცირე საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბება – განვითარება) – 125- მა ადამიანმა.

სტაჟირება – დასაქმების პირობით – 4-მა ადამიანმა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების კომპონენტი – 85.

პატიმართა/ყოფილ პატიმართა მცირეწლოვანი შვილების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა – 50-მა ადამიანმა.

უკვე დაფინანსებულია შემდეგი მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობები:

4 სწრაფი კვების ობიექტი (საცხობი) – 10 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 4845.00
4 ფუნთუშებისა და ღვეზელების საოჯახო საცხობი – 6 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 2995.00
25 ხელოსნების ჯგუფი (მღებავები, ელექტრიკოსები, ხის ხელოსნები, შემდუღებლები) – 36 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 15942.00
4 მეფრინველეობა (წიწილები, მწყერი, იხვი) – 5 ბენეფიციარი, ბიუჯეტი: 4378.00
5 საოჯახო მესაქონლეობა (ცხვარი, ძროხა) – 7 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 3500.00
2 წისქვილი – 4 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 2200.00
1 სახნავი მოტობლოკი – 1 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 500
3 მეფუტკრეობა – ათი ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 4860.00
1 ნახევარფაბრიკატების საამქრო (პილმენი, კუპატი, აფხაზურა) – 4 ბენეფიციარი, ბიუჯეტი: 2000.00
1 სილამაზის სალონი – 1 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 500.00
2 თევზის მეურნეობა – 6 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 2889.00
4 სასათბურე მეურნეობა (მწვანილი, დეკორატიული ხეები, კიტრი-პომიდორი) – 12 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 5979.60
7 ხელსაქმის მცირე საწარმო – 19 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 9344.50
1 ავტომობილების სამრეცხაო – 4 ბენეფიციარი. ბიუჯეტი: 2000.00

პროექტის დონორია ევროკავშირი.

 

 

გადაბეჭდვის წესი