Batumelebi | ბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა ბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

 

1 მაისს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა.

 

საავადმყოფოს პრემსსამსახურის განმარტებით ჩვილი დედათა და ბავშვთა ცენტრში დღეს მიიყვანეს. „უმძიმეს, შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს საავადმყოფოში, მას დაყოვნების გარეშე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში. 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 1 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"