სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლში ოზონოთერაპიის კაბინეტი გაიხსნა

01.05.2015 • 1415
ბათუმის სამშობიარო სახლში ოზონოთერაპიის კაბინეტი გაიხსნა

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოზონოთერაპიის კაბინეტი აჭარაში პირველია. ოთახი, რომელიც ოზონის უახლესი და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, სრული დატვირთვით 4 მაისიდან ამოქმედდება.

 

თავდაპირველად კაბინეტი ორსულებს, ხანდაზმულებსა და გინეკოლოგიურ პაციენტებს მოემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის ანთებითი და ვირუსული დაავადებები აღენიშნებათ. ასევე ონკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, დერმატოლოგიურ და და გულსისხლძარღვთა დაავადებათა მქონე პაციენტებს. სამომავლოდ კი კაბინეტის პროფილის უფრო მეტად გაფართოება იგეგმება და იგი C ჰეპატიტითა და ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტებსაც მოემსახურება.

 

ოზონოთერაპიის გამოყენება არ გამორიცხავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოზონის მედიცინაში გამოყენება ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, ხოლო საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში.

 

 

დღეს, ოზონოთერაპიის კაბინეტის პრეზენტაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე, ასევე ბათუმში მოქმედი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი