სიახლეები

თურქეთმა მარმარილოს ზღვას ახალი ეკოლოგიური სტატუსი მიანიჭა

05.11.2021
თურქეთმა მარმარილოს ზღვას ახალი ეკოლოგიური სტატუსი მიანიჭა

5 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მარმარილოს ზღვა სპეციალური დაცვის საჭიროების მქონე ზონად გამოაცხადა. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგად მარმარილოს ზღვაში დაწესებული იქნება ახალი ზომები ნებისმიერი საზღვაო საქმიანობისთვის, დაბინძურებისგან დასაცავად. 

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ახალ რეგულაციაში მითითებული ზონა მოიცავს სტამბოლის, კოჯაელის, იალოვას, ბურსას, ბალიკესირის, ჩანაქალეს და თექირდაღის წყლებს, ასევე ამ პროვინციების სანაპიროებს.

„ზღვა დღითიდღე იწმინდება და თევზი ბრუნდება. ჩვენ ვხედავთ ბიომრავალფეროვნებისა და ჟანგბადის დონის ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდას,“ – განაცხადა თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა – მურატ ქურუმმა. მან ისიც აღნიშნა, რომ ისინი მარმარილოს ზღვის დაბინძურების პოტენციურ წყაროებს სწავლობენ და დღემდე ჩატარდა 88 000-ზე მეტი შემოწმება. 

„ზღვის დაბინძურებისთვის ჩვენ ჯამში 13,5 მილიონი აშშ დოლარით (131,6 მილიონი თურქული ლირა) დავაჯარიმეთ 899 ბიზნესი და 99 საზღვაო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე  შევაჩერეთ 140 ბიზნესი დაბინძურების გამო,“ – განაცხადა მინისტრმა. 

„დეილი საბაჰის“ ცნობით, მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ამჟამად მარმარილოს ზღვაში ჩამდინარე წყლების მხოლოდ 46% ექვემდებარება სიღრმისეულ ბიოლოგიურ გაწმენდას და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდა სურთ. 

„მარმარილოს ზღვაში  ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების მაჩვენებელი 1,2%-დან 5%-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სტამბოლს (ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 15 მილიონზე მეტია) გადამუშავებული წყალი ერთი თვის მანძილზე ეყოფა,“ – ამბობს ქურუმი.

2021 წლის ზაფხულში მარმარილოს ზღვაში ლორწო წარმოიქმნა წყალმცენარის – ფიტოპლანქტონის გამრავლების შედეგად, რაც, სპეციალისტების თქმით, გამოწვეულია გლობალური დათბობისა და წყლის დაბინძურების გამო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: