ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო

„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას …

„ბევრი ტალანტი იკარგება სოფლად“ – შშმ ქალი, რომელმაც ქედის სოფელში სილამაზის სალონი გახსნა

„ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ამ კეთილმა ხალხმა ამისრულა ეს ოცნება. შემდეგ გადანაწილდა გრანტით მოგებული თანხა, მოვაწყვე ოთახი და ორი წლის წინ გავხსენი სალონი“ – გვიყვება თავის ამბავს ზეინაბ თურმანიძე, შშმ ქალი ქედიდან, რომლის იდეაც ევროკავშირმა დააფინანსა და ის ახლა სოფელ მერისში, საკუთარ სილამაზის სალონში, თანასოფლელებს სთავაზობს მომსახურებას. საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე, საყვარელ საქმიანობაზე და …

250 ლარით დაწყებული ბიზნესი – მეწარმე, რომელმაც ხილის საშრობი დანადგარი შექმნა

„ბიზნესი 250 ლარით დავიწყე. ამ თანხაში მომივიდა კუთხსახეხი და სახრახნისი. მეორადი მასალებით ავაწყვე პირველი დანადგარი და მისი რეალიზაციით მიღებული თანხით ახალი მასალების შეძენა და საქმის გაგრძელება შევძელი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე, რომელსაც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების საწარმო აქვს. „ენლილის“ დანადგარები ჩირის, ტყლაპის, ჩურჩხელისა და ჩაის დასამზადებლად გამოიყენება. კომპანიის ისტორია 2020 წელს დაიწყო. ამ …

ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს. კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს.  ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში …

USAID-ის ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სტუდენტობისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში. ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს …

„თეგეტა აკადემიის“ ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროექტი USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების  პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ახლა მსმენელთა მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ნოემბერია. სასწავლო პროცესი კი 25 ნოემბრიდან დაიწყება. „თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 …

7 მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება მეწარმეობასა და ბიზნესში. ასეთ დროს კი, პირადი ფინანსებისა და ზოგადად, ფინანსების მართვის საფუძვლების ცოდნა გადამწყვეტი ხდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ეროვნული კეთილდღეობისთვის. ამ ბლოგში, ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ 7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის: ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები აძლიერებს თითოეულ ინდივიდს ფინანსური განათლება ადამიანებს სთავაზობს …

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ – ბათუმში USAID-ისა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობა აღნიშნეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე USAID – სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროპის მოედანზე გაშლილი იყო ქართული სუფრა, რომელსაც თამადა უძღვებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით აჭარის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ის არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს …

ქაოსური განაშენიანება, არაადაპტირებული გარემო, ნიჰილიზმი – რა აწუხებთ მოქალაქეებს ბათუმში | „ჩაერთე მართვაში“

„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,  ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა. ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების …

Skillwill-სა და USAID-ის პროფესიული განათლების პროგრამას შორის თანამშრომლობა დაიწყო

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებას და დანერგვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აიტი და ციფრული(ICT) მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების …

აშშ საქართველოს უკვე 6 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა – ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან

„აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა“ – გვითხრა ინტერვიუს დროს …

როგორ მუშაობს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ბათუმში შშმ პირებისა და ოჯახების დასახმარებლად

21 ნოემბერს, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, USAID საქართველოსა და ცენტრის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, ცენტრის ხელმძღვანელი რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ცენტრის 10-მდე ბენეფიციარი. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შშმ პირების მიერ დაფუძნებული, შშმ პირთა და ოჯახის წევრთა უფლებადამცველი ორგანიზაციაა. USAID-ის პროგრამის – „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში“ მიზანია …

„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“

„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს,“ – გვითხრა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პანელმა, როცა მას ვკითხეთ, საქართველოს მთავრობის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ჯონ პანელი არ ასახელებს, ვის შეხვდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა ამბობს, …

შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს

3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. თიბისი საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, თიბისი ბანკში შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების …

რას ჰყვება მწერალი ტრენინგზე, რომელიც სუსმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა

„თუ სახელმწიფოს შეუძლია იკადროს და 30 ადამიანს, 30 ხელოვანს დააბრალოს რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ესე იგი, მათ ყველაფრის კადრება შეუძლიათ“, – ამბობს მწერალი, რეჟისორი ივა ფეზუაშვილი „ბათუმელებთან“. „ბათუმელები“ ივა ფეზუაშვილს იმ კადრებზე ესაუბრა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-მა გაავრცელა. სუს-ი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ტრენინგზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა, სამოქალაქო აქტივისტებს „რევოლუციური სცენარისთვის“ ამზადებენ. ტრენინგს …

USAID გვასწავლის და გვიბიძგებს მხარდაჭერისა და უკეთესი გარემოს შექმნისკენ – ლია ფუტკარაძე

USAID მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს კონსტრუქციული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ლია ფუტკარაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „საორსას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს დირექტორია. „საორსა“ შოტლანდიური წარმოშობის ტერმინია, რომელიც თავისუფლებასა და თავისუფალ არჩევანს ნიშნავს. ორგანიზაცია პროფესიულ კონსულტაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს და მათ შორის ქალებს, პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების მიმართულებითდა და …

ბათუმელი მოსწავლეებისთვის ლექციები გაიმართება განახლებადი და სუფთა ენერგიის შესახებ

ხვალ, 22 მაისს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში და GREDA საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ბათუმელი მოსწავლეებისთვის ორ ლექციას გამართავს. როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, „ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობებში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და …

ვერც კი ჩამოვთვლი, USAID-ი იმდენ პროგრამას ვუჭერთ მხარს აჭარაში – ინტერვიუ კლერ მესონთან

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია? კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, …

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო. -რა მოგეწონათ ქართულ …

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დასაქმებისთვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის „Skills4Jobs“ ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს. LINKS პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია …

რით ეხმარება აშშ USAID-ის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო პროცესში

შეერთებული შტატები, USAID-ისა და საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, საქართველოს COVID19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაში ეხმარება. აშშ-მ ცესკოს ორ მილიონზე მეტი ერთჯერადი ნიღაბი, 50 ათასამდე მრავალჯერადი სახის ფარი, 6 ათას ლიტრზე მეტი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, 176 ათასი ლატექსის ხელთათმანი და 8 ათასი ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს საელჩო …

ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის

იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა? „შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა …

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო

– „ოდესმე იქნება ისე, რომ ბათუმში ტროტუარზე მანქანები აღარ დავინახოთ“? – კი. თუ ველობილიკები უკეთესად მოეწყობა და ველოსიპედით გადაადგილება მოდური გახდება“… მსგავსი საუბრები ფეხით სიარულისას ყოველ ჯერზე გესმის ბათუმის ქუჩებში. ვიღაცას უფრო მეტი სკვერი სურს თავის ქალაქში, ვიღაც სპორტულ მოედნებსა თუ სკვერებში მეტ ტრენაჟორზე ოცნებობს. საჭიროებებს რა გამოლევს ქალაქში, რომელშიც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ …

აჭარაში იწყება სასტუმრო-სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით კომპანია KMS Georgia იწყებს მასშტაბურ ტრენინგ-პროგრამას აჭარის რეგიონში სასტუმრო და სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამა მოიცავს როგორც ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სასწავლო კურსებს, ასევე, პროექტისათვის ადგილობრივად მომზადებულ ტრენინგმოდულებს. პროგრამა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში რიგით და მენეჯერის პოზიციებზე დასაქმების …

ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია ჩატარდა

ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წლიური ანგარიშის წარდგენა ასოციაციის წევრების, დონორებისა და არასამთავრობო სექტორისათვის. კონფერენცია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ გახსნა. მან წლიური ანგარიში წარადგინა, ისაუბრა მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. ფერმერებმა არჩევნების გზით აირჩიეს 5 წევრისგან დაკომლექტებული ასოციაციის მმართველი საბჭო და თავმჯდომარე – მერაბ ჭითანავა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განთავსდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დღეს, 6 ნოემბერს, ოთხ მისამართზე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განათავსეს. სტენდების საჯარო პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II)[ რომელსაც ახორციელბს CENN] კოორდინატორი აჭარის რეგიონში – …

პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება

ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული იდეების განხორციელება წლის ბოლომდე დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ზრდას უწყობს ხელს და საკონკურსე იდეებს მომავალშიც მიიღებენ ონლაინ პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: „ფრანების ფესტივალი“, „ნატვრის ხე“ და წარწერა „ბათუმი“, რომელიც ბათუმგორაზე განთავსდება. შერჩეული იდეების ავტორების თქმით, ეს …

ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება

2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა.  ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და  ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს. სასწავლო ცენტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID „ზრდა“ ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. უშუალოდ სასწავლო პროცესს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ განახორციელებს. სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: [checklist] ინგლისური …

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო …

აჭარა ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლებით შეხვდა

შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ. მაწყვალთის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი …

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან [ვიდეო]

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური  წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. სურსათის …

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა. ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება. მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს …

ბათუმის საკრებულო საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს

ბათუმის საკრებულო თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს მოსახლეობას, 22 მაისს, 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარუდგენს. მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა, N. 25. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს ზოგად საქმიანობასა და კომისიების ანგარიშებს მიმოიხილავს. საკრებულოს ფრაქციები კი, მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ …

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …

Exit mobile version