ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია ჩატარდა

ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წლიური ანგარიშის წარდგენა ასოციაციის წევრების, დონორებისა და არასამთავრობო სექტორისათვის.

კონფერენცია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ გახსნა. მან წლიური ანგარიში წარადგინა, ისაუბრა მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ფერმერებმა არჩევნების გზით აირჩიეს 5 წევრისგან დაკომლექტებული ასოციაციის მმართველი საბჭო და თავმჯდომარე – მერაბ ჭითანავა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას კი ისევ გიორგი თოდუა გააგრძელებს.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა ასოციაციის წევრი 1320 ლიდერი ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ 15,000 მეთხილე ფერმერს თხილის მწარმოებელი სხვადასხვა რეგიონიდან (სამეგრელო, გურია, აჭარა და იმერეთი). მათ საშუალება მიეცათ, თხილის დარგში ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და ა.შ. მიიღეს ინფორმაცია.  ღონისძიების დასასრულს წარმატებულ ფერმერებს საჩუქრები გადაეცათ, ნაწილმა კი –  ასოციაციის ობიექტებზე, ფასდაკლების ვაუჩერები მიიღო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავად ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ასევე – თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები, ფინანსური ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები.

„ეს იყო ასოციაციის წლიური ანგარიშის წარდგენა, სიახლეების გაცნობა ფერმერებისათვის. საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს, ბანკების წარმომადგენლებმა ახალი საბანკო პროდუქტები გააცნეს მონაწილეებს. სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებმა კი თავიანთი ახალი პროდუქტები წარადგინეს. ამ კონფერენციის გენერალური სპონსორია შხამქიმიკატების იმპორტიორი კომპანია. მათ ახალი პრეპარატებისა და განახლებული ფასების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების შესავალ ნაწილში, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ჩვენი მთავარი დონორების, სახელმწიფოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს,  USAID-ისა და FERRERO-ს წარმომადგენლებიც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. პირველი –  შხამქიმიკატებსა და სასუქებთან დაკავშირებით.  მეორე – ფინანსურ პროდუქტებზე“.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 15,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა – მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. 2019 წელს ასოციაციის მიერ განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი